ამირსპასალარი

ამირსპასალარი (არაბ.-სპარს. ამირ — უფროსი, სპარს. სეფაჰსალარ — სარდალი) — გაერთიანებული ფეოდალური საქართველოს ვეზირი, მთავარსარდალი. განაგებდა მუდმივ ჯარს, მეფის მონა-სპას, სახასო მამულებიდან და საფეოდალოებიდან გამოწვეულ ლაშქარს და სხვა ქვეყნებში დაქირავებულ რაზმებს. ომის დროს ჯარის უშუალო ხელმძღვანელი იყო მეფის შემდეგ, ებარა სახელმწიფო დროშა და წინ მიუძღოდა ლაშქარს. სავაზიროს სხდომაზე სამხედრო საქმეთა განხილვისასაც მეფის შემდეგ პირველი სიტყვა მას ეკუთვნოდა. მეფედ კურთხევისას მას უნდა შემოერტყა მეფისთვის ხმალი. ამირსპასალარი ვეზირთა პირველ სამეულში შედიოდა ათაბაგსა და მანდატურთუხუცესთან ერთად. ზოგჯერ კი შეიძლებოდა ათაბაგის ან მანდატურთუხუცესის თანამდებობაც სჭეროდა. ჰყავდა პირადი მხლებელი. ამირსპასალარი პირველად გიორგი III-ის დროს წყაროებში იხსენიება (მანამდე ცნობილი იყო სპასალარი, რომელიც ადგილობრივი სამხედრო საქმეებს განაგებდა), მაგრამ ამ თანამდებობის არსებობა სავარაუდოა უკვე იმ დროიდან, როდესაც დავით აღმაშენებელმა სახელმწიფო წესწყობილებაში რეფორმები განახორციელა და მუდმივი ჯარი შექმნა. ამირსპასალარის სახელწოდების შემოღებამდე მთავარსარდალს სპასპეტი ეწოდებოდა, შემდეგ კი სპასპეტი აღნიშნავდა საერთოდ მხედართმთავარს. ამირსპასალარის უწყებაში შედიოდნენ ამილახორი, ზარდახნისუხუცესი და მათდამი დაქვემდებარებული მოხელეები. საქართველოს პოლიტიკური დაშლა-დანაწილების შედეგად ამირსპასალარის თანამდებობა მოისპო.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი