ანტონ დენიკინი

ანტონ ივანეს ძე დენიკინი (რუს. Анто́н Ива́нович Дени́кин; დ. 16 დეკემბერი [ძვ. სტ. 4 დეკემბერი], 1872, ვლოცლავეკი, რუსეთის იმპერია — გ. 8 აგვისტო, 1947, ენ არბორი, მიჩიგანი, აშშ) — რუსი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი (1916), რუსეთ-იაპონიის ომის გმირი და პირველი მსოფლიო ომის გმირი, პერვოპროხოდნიკი, რუსეთის სამოქალაქო ომის დროს თეთრი მოძრაობის (19181920 წლებში) ლიდერი, მონარქისტი, რუსეთის უმაღლესი მმართველის მოადგილე 19191920 წლებში.

ანტონ ივანეს ძე დენიკინი

დაამთავრა კიევის ქვეით იუნკერთა სასწავლებელი (1892), გენშტაბის აკადემია (1899). I მსოფლიო ომის (1914–18) დროს მეთაურობდა ბრიგადას, დივიზიას, მე-8 საარმიო კორპუსს, თებერვლის რევოლუციის შემდეგ, 1917 წლის აპრილ-მაისში იყო უმაღლესი მთავარსარდლის შტაბის უფროსი, შემდეგ — დასავლეთ და სამხრეთ-დასავლეთ ფრონტების სარდალი. 1917 წლის დამლევს ლავრ კორნილოვთან ერთად მონაწილეობდა „მოხალისეთა არმიის“ შექმნაში, რომელსაც 1918 წლის აპრილიდან თვითონ ჩაუდგა სათავეში. 1918 წლის შემოდგომაზე გახდა „სამხრეთ რუსეთის შეიარაღებული ძალების“ მთავარსარდალი და რუს. უმაღლეს მმართველად გამოცხადებული ადმირალ ა. კოლჩაკის მოადგილე.

დენიკინი მტკიცედ იდგა „მთლიანი და განუყოფელი“ რუსეთის პრინციპებზე და არ აღიარებდა რევოლუციის შემდეგ აღმოცენებულ დამოუკიდებელ ერთეულებს, მ. შ. საქართველოს; პრეტენზიას აცხადებდა ყოფილი იმპერიის მთელს სამხედრო ქონებაზე. საქართველოსთან კონფლიქტი ძირითადად ამიერკავკასიაში დაგროვილი სამხედრო ქონებისა და აფხაზეთზე ტერიტორიული პრეტენზიის გამო ჰქონდა. ამ საკითხებზე 1918 წლის სექტემბერში საქართველოს მთავრობასა და დენიკინის წარმომადგენლებს შორის გაიმართა მოლაპარაკება. მხარეები ვერ შეთანხმდნენ. დიდი ბრიტანეთის მთავრობამ, რომელიც ბოლშევიკური გადატრიალების შემდეგ ანტისაბჭოთა ძალებს შორის დაპირისპირების პრევენციას ცდილობა, შუამავლობა იკისრა და შავიზღვისპირეთში საქართველოსა და დანიკინის ჯარებს შორის სადემარკაციო ხაზი დააწესა. დენიკინის სამხედრო-პოლიტიკურ დასაყრდენი ამიერკავკასიაში „რუსთა ეროვნული საბჭო“ იყო. საკუთარი შესაკრები ბიუროების მეშვეობით დენიკინმა მოხალისეთა არმიაში გასაწვევად მარტო თბილისში 4000-ზე მეტი ოფიცერი აღრიცხა. დენიკინის დამარცხების შემდეგ (1920) მოხალისეთა არმიის ცალკეული ნაწილები საქართველოზე გავლით ყირიმში გადაიყვანეს, თავად კი საზღვარგარეთ წავიდა. დენიკინს ეკუთვნის სამოქალაქო ომზე დაწერილი მემუარები.

ჯილდოები

  • წმინდა გიორგის ოქროს ხმალი მამაცობისთვის, მარგალიტებით მორთული, წარწრით: „ლუცკის ორმაგი განთავისუფლებისთვის“ (22/09/1916)
  • ოქროს ხმალი მამაცობისთვის (11/10/1915)
  • III ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი, (11/03/1915)
  • IV ხარისხის წმინდა გიორგის ორდენი (04/24/1915)
  • III ხარისხის წმინდა ვლადიმერისორდენი (04/18/1914)
  • IV ხარისხის წმინდა ვლადიმერისორდენი (12/06/1909)
  • II ხარისხის წმინდა ანას ორდენი ხმლით (1905)
  • II ხარისხის წმინდა სტანისლავის ორდენი ხმლით (1904)
  • III ხარისხის წმინდა ანას ორდენი ხმლით და ბუშ­პრი­ტით (1904)
  • III ხარისხის წმინდა სტანისლავის ორდენი (1902)
  • აბანოს ორდენის საპატიო რაინდი, 1919 (გაერთიანებული სამეფო)
  • III ხარისხის მიხეილ მამაცის ორდენი, 1917 (რუმინეთი)
  • Croix de Guerre, 1914-1918, 1917 (საფრანგეთი)

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი