არყნარი

არყნარიარყის ტყე. ჩვეულებრივ ვითარდება მეორეული ტყის სახით წიწვოვანი ან შერეული ტყეების გაჩეხვის ადგილებსა და ნახანძრალებზე. შექმნილია ბუსუსიანი (მშრალსა და დრენირებულ ნიადაგზე) და მეჭეჭიანი (ტენიან ნიადაგზე) არყით.

არყნარი

საქართველოში არყნარი უფრო ხშირად პირველადია. გავრცელებულია მაღალ მთებში და ძირითადად სუბალპურ ტყეებს ქმნის. არყნარი ორი ტიპისაა — სუბალპური მეჩხერი და სუბალპური ტანბრეცილი. ტანბრეცილობის მიზეზი თოვლის ხანგრძლივი მექანიკური მოქმედებაა. ზღვის დონიდან 1300-2600 მ ფარგლებშია გავრცელებული, უმთავრესად ჩრდილოეთ და დასავლეთ კალთებზე. კავკასიაში გვხვდება ლიტვინოვის, მეჭეჭიანი, რიდეს, მედვედევისა და მეგრული არყისაგან შექმნილი არყნარი. აღნიშნული სახეობების უმრავლესობა ენდემურია და მესამეული პერიოდის რელიქტებს განეკუთვნება. ნიადაგდაცვისა და წყალშენახვის თვისებების გამო არყნარს დიდი მნიშვნელობა აქვს.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი