არხანგელსკი

ტერმინს „არხანგელსკი“ აქვს სხვა მნიშვნელობებიც, იხილეთ არხანგელსკი (მრავალმნიშვნელოვანი).

არხანგელსკი (რუს. Архангельск) — ქალაქი რუსეთის ფედერაციაში, არხანგელსკის ოლქის ადმინისტრაციული ცენტრი.მდებარეობს ჩრდილოეთ დვინის ორივე ნაპირსა და დელტის კუნძულებზე. დიდი საზღვაო და სამდინარო ნავსადგური და სარკინიგზო კვანძი. 2010 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა შეადგენს 355,7 ათ. ადამიანს.[2]

ქალაქი
არხანგელსკი
Архангельск

არხანგელსკი
გერბი

ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ოლქი არხანგელსკი
შიდა დაყოფა 9 მხარე
კოორდინატები 64°33′00″ ჩ. გ. 40°32′00″ ა. გ. / 64.55000° ჩ. გ. 40.53333° ა. გ. / 64.55000; 40.53333
ადმინისტრაციის მეთაური ვიქტორ პავლენკო[1]
დაარსდა 1584
პირველი ხსენება 1584
ადრეული სახელები ნოვოხოლმოგორი
ამჟამინდელი სტატუსი 1584
ფართობი 294,42 კმ²
ცენტრის სიმაღლე 3
მოსახლეობა 355,7[2] კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+3, ზაფხულში UTC+4
სატელეფონო კოდი +7 4162
საფოსტო ინდექსი 163000-163071
საავტომობილო კოდი 29
ოფიციალური საიტი arhcity.ru
არხანგელსკი — რუსეთი
არხანგელსკი

არხანგელსკი დაარსდა ივანე IV-ის ბრძანებით 1584 წელს უკაცრიელ, ჭაობიან ადგილზე. 1613 წლამდე ცნობილია როგორც ნოვოხოლმოგორი. არხანგელსკი ეწოდა მიქელ მთავარანგელოზის (Архангел) მონასტრის (XII ს.) მიხედვით.

1693 წელს პეტრე I-მა კუნძულ სოლომბალზე ააგო ნავსაშენი და დააარსა საადმირალო. 1708 წელს შეიქმნა არხანგელსკის გუბერნია. მეფის რუსეთის დროს არხანგელსკი და არხანგელსკის გუბერნია პოლიტიკურ დამნაშავეთა გადასახლების ადგილი იყო. არხანგელსკმა დიდი როლი შეასრულა არქტიკისა და ჩრდილოეთ საზღვაო გზის ათვისებაში. სამეცნიერო და კულტურული ცენტრია. არქიტექტურულ ნაგებობათაგან აღსანიშნავია ქარვასლა (1668-1684, არქიტექტორი დ. სტარცევი), ახალი დვინის ციხესიმაგრე და სხვა.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი