აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო

აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო (ლათ. Regnum Francorum Orientalium) ასევე აღმოსავლეთ საფრანგეთი ან Francia Orientalis. ლუდვიგ II გერმანელის სამეფო, რომელიც 843 წელს ვერდენის ხელშეკრულებით გამოეყო ფრანკთა იმპერიას. ის იყო საღვთო რომის იმპერიის წინამორბედი. ლუი I ღვთისმოშიშის გარდაცვალების შემდეგ მისმა შვილებმა ვერდენის ხელშეკრულებით ფრანკთა იმპერია დაყვეს აღმოსავლეთ შუა და დასავლეთ ფრანკთა სამეფოებად. სამივე სამეფოს მართავდა კაროლინგების დინასტია. უფროსი შვილი ლოტარ I (795-855) იმპერატორის ტიტულს ატარებდა. ფორმალურად ფრანკთა იმპერია მაინც ერთიანი სამეფო იყო.

აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფო
ლათ. Regnum Francorum Orientalium
გერმ. Ostfrankenreich
სამეფო აღარ არსებობს

843–919
{{{საერთო სახელი}}}-ს მდებარეობა
დედაქალაქირეგენსბურგი, ფრანკფურტი
ენებილათინური ენა
რელიგიარომაული კათოლიციზმი
მთავრობამონარქია
მეფე
 - 843 – 876ლუდვიგ II გერმანელი
 - 876 – 882კარლომან ბავარიელი
 - 876 – 880ლუდვიგ III ახალგაზრდა
 - 876 – 887შარლ III მსუქანი
 - 887 – 899არნულფ კარინტიელი
 - 900 – 911ლუდვიგ IV ბავშვი
 - 911 – 918კონრად I გერმანელი
 - 919 – 936ჰაინრიხ I ფრინველმჭერი
 - 919 – 921არნულფ I ცუდი
ისტორია
 - შეიქმნა843
 - გაუქმდა919
ვალუტასოლიდუსი, ტრიენსი, დინარი, პფენინგი

დასასრული

კაროლინგების დინასტიის ფრანკული ფრთის ბოლო წარმომადგენლის ლუდოვიკ IV ჩვილის (893-911) გარდაცვალების შემდეგ, 911 წლის 10 ნოემბერს ფორხაიმის ყრილობაზე საქსონიის, შვაბიის და ბავარიის ჰერცოგებმა აღმოსავლეთ ფრანკთა სამეფოს მეფედ აირჩიეს კონრად I (881 — 918) ფრანკონიის ჰერცოგი და გარდაცვლილი მეფის ძმისშვილი. მისი მეფობის დროს შიდა არეულობები კიდევ უფრო გამწვავდა და შესუსტდა ცენტრალური ხელისუფლება. კონრად I-ის გარდაცვალების შემდეგ მეფედ საქსონიის ჰერცოგი: ჰაინრიხ I ფრინველმჭერი აკურთხეს. რითიც ფაქტობრივად დასრულდა აღმოსავლეთ ფრანკული სახელმწიფო და დაიწყო გერმანიის სამეფოს ისტორია.

ლიტერატურა

  • Carlrichard Brühl: Die Geburt zweier Völker. Deutsche und Franzosen (9.–11. Jahrhundert). Böhlau Verlag, Köln u.a. 2001.
  • Roman Deutinger: Königsherrschaft im Ostfränkischen Reich. Eine pragmatische Verfassungsgeschichte der späten Karolingerzeit. Ostfildern 2006, ISBN 3-7995-5720-2. (Rezension დაარქივებული 2014-04-28 საიტზე Wayback Machine. )
  • Ernst Dümmler: Geschichte des Ostfränkischen Reiches. Erster Band. Ludwig der Deutsche bis zum Frieden vom Koblenz 860. Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1960 (Nachdruck der 2. Auflage von 1887; alte, aber grundlegende Darstellung).
  • Ernst Dümmler: Geschichte des Ostfränkischen Reiches. Zweiter Band. Ludwig der Deutsche vom Koblenzer Frieden bis zu seinem Tode (860–876). Wissenschaftliche Buchgesellschaft, Darmstadt 1960 (Nachdruck der 2. Auflage von 1887; alte, aber grundlegende Darstellung).
  • Johannes Fried: Der Weg in die Geschichte. Die Ursprünge Deutschlands bis 1024 (Propyläen Geschichte Deutschlands 1). Berlin 1994, ISBN 3-549-05811-X.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი