ბავეანი

ბავეანი (ინდონ. Pulau Bawean) ― კუნძული ინდონეზიაში. მდებარეობს სურაბაიიდან 150 კმ-ით ჩრდილოეთით, იავის ზღვაში. შედის აღმოსავლეთ იავის პროვინციის გრესიკის სარეგენტოში. კუნძულის დიამეტრი დაახლოებით 15 კმ-ია. ბავეანის ცენტრი ჩამქრალ ვულკანს უკავია, რომლის სიმაღლეც ზღვის დონიდან 655 მეტრს შეადგენს. 2010 წელს კუნძულის მოსახლეობა 70 000 ადამიანს შეადგენდა, თუმცა 26 000 მეტი ადამიანი (მამამკაცთა 70%) დროებით ინდონეზიის სხვა ნაწილებში, სინგაპურსა და მალაიზიაში მუშაობს და ცხოვრობს.[1] კუნძულის მუდმივი მოსახლეობის 77%-ს ქალები შეადგენენ, რის გამოც კუნძულს ხშირად „ქალების კუნძულს“ (ინდონ. Pulau Putri) უწოდებენ.[2][3] 2020 წლის აღწერის მიხედვით კუნძულის მოსახლეობა 80 289 ადამიანს შეადგენს.[4]

კუნძულ ბავეანის მდებარეობა

კუნძულის ტერიტორია ორ ადმინისტრაციულ რაიონად იყოფა: სანგკაპურად და ტამბაკად. მოსახლეობის 63% (დაახლოებით 50 612 ადამიანი) სანგკაპურის რაიონში ცხოვრობს და ამავე სახელწოდების მქონე ქალაქის ცენტრში არიან კონცენტრირებული, რომელიც კუნძულის სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს.[5] დარჩენილი 37% ტამბაკის რაიონში, კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში ცხოვრობს. კუნძული მდიდარია ენდემური სახეობებით, როგორიცაა ბავეანის ირემი, რომელიც მხოლოდ ამ კუნძულზე გვხვდება და ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის წითელ ნუსხაშია შეყვანილი. კუნძულის ირგვლივ ნავთობისა და ბუნებრივი აირის წყალქვეშა საადოები მდებარეობს.

ეტიმოლოგია

იაველები ბავეანის მოსახლეობის უმცირესობას შეადგენენ

კუნძულის სახელწოდება ძველი იავური ენიდან წარმოდგება. ბა სინათლეს, ვე მზეს, ხოლო ან ყოფნას აღნიშნავს, რაც საერთო ჯამში ითარგმნება, როგორც „მზით განათებული“. ლეგენდის თანახმად, იაველი მეზღვაურები 1350 წელს ნისშლი დახეტიალებდნენ და კუნძულს ასე უწოდეს იმის გამო, რომ მის ირგვლივ სუსტი სინათლე შენიშნეს. მანამდე კუნძულს არაბული სახელი მაჯიდი ჰქონდა.[6][7][8][9][10]

XVIII-XX საუკუნეებში ნიდერლანდელთა კოლონიზაციის პერიოდში კუნძულს სახელი გადაარქვეს და ლუბოკი უწოდეს, თუმცა ადგილობრივები და თვით ნიდერლანდელების კი ბავეანს ეძახდნენ.[7][11] 1940-იანი წლებიდან ნიდერლანდელთა სახელწოდება აღარ გამოიყენება.

ლინგვისტური ცვლილების გამო კუნძულს ბოიანს, ხოლო მაცხოვრებლებს ბოიანელებს ეძახიან. სახელწოდებები გავრცელებულია მალაიზიასა და სინგაპურში, რადგანაც იქ ბევრი ბავეანელი ვიზტორი ჩადის.[9][10] კუნძულს „ქალთა კუნძულადაც“ მოიხსენიებენ, რაც ბავეანზე მუდმივად მცხოვრები ქალების დიდ რაოდენობასთანაა დაკავშირებული. XIX საუკუნიდან მოყოლებული მამაკაცები კუნძულს გარეთ ნახევარ განაკვეთზე სამუშაოს იღებენ ხოლმე. 2009 წელს ქალი მოსახლეობის ნომინალური წილი 52%-ს უდრიდა, თუმცა კუნძულიდან წასული რეზიდენტების გათვალისწინებით მათი ფაქტობრივი წილი 77%-მდე იზრდება. აღნიშნული დისბალანსი ეროვნული და საერთაშორისო კვლევების საგანია.[1][2]

გეოგრაფია

კუნძულ ბავეანის მდებარეობა გრესიკის სარეგენტოში, აღმოსავლეთ იავის პროვინციაში

კუნძული იავის ზღვაში მდებარეობს, კუნძულ მადურიდან 150 კმ-ით ჩრდილოეთით. ბავეანს წრიული ფორმა აქვს. დიამეტრი 11-18 კმ-ის ფარგლებში. სანაპიროზე ბევრი პატარა ყურეა.[1][11] კუნძულის სანაპიროდან 600 მეტრის რადიუსში ბევრი პატარა ქვიშის კუნძული (ნოკო), კლდე და მარჯნის რიფია. დიდი სატელიტი კუნძულებია: სელაიარი, სელაიარ-ნოკო, ნოკო-გილი, გილი-ტიმური და ნუსა.

კუნძულის დიდი ნაწილი მთიანია, გარდა წვრილი სანაპირო ხაზისა და სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში მდებარე ვაკეებისა. ადგილობრივები ბავეანს ხშირად „99 ბორცვის კუნძულს“ უწოდებენ. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან 655 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს. ინდონეზიურად მას გუნუნგ-ტინგი ჰქვია, რაც „მაღალ მთას“ ნიშნავს.[12] მაღლობები კუნძულის ცენტრალურ და აღმოსავლეთ ნაწილშია. კუნძულზე რამდენიმე კალდერული ტბაა, რომელთაგანაც ყველაზე დიდი კასტობის ტბაა (ინდონ. Danau Kastoba). ტბის ფართობი 0.3 კმ²-ია, სიღრმე ― 140 მ-ია და ზღვის დონიდან 300 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს.[12][13] კუნძულზე რამდენიმე პატარა მდინარე და ჩანჩქერია.

კლიმატი

ბავეანი მუსონურ კლიმატურ სარტყელშია. ტენიანობის მაჩვენებელი ინდონეზიის საშუალო მაჩვენებელზე დაბალია. წლიური და დრიური ტემპერატურა მცირედ მერყეობს. საშუალო მაქსიმუმი 30 °C-ია (86 °F), ხოლო საშუალო მინიმუმი 24.5 °C (76.1 °F).[14] წვიმების სეზონი დეკემბრიდან მარტამდე გრძელდება, ხოლო საშუალო თვიური ნალექიანობა 402 მმ-ია დეკემბერში და 23 მმ ― აგვისტოში. წვიმების სეზონის დროს ჩრდილო-დასავლეთის ქარები, ხოლო მშრალი სეზონის დროს აღმოსავლეთის ქარები დომინირებენ.[12][14]

გეოლოგია

კუნძულსი ხედი ქალაქ სანგკაპურიდან

კუნძული ცენტრში მდებარე ვულკანიდან წარმოიშვა. მისი ზედაპირის 85%-ს მაგმური ქანები შეადგენენ. ზოგან კირქვა, ქვიშაქვა და დოლომიტი გვხვდება.[12][15] სანაპირო ზოლში ძირითადად ალუვიონია, სადაც ქვიშა და ნაცრისფერი თიხა ჭარბობს.

ადმინისტრაცია

ბაწეანი აღმოსავლეთ იავის პროვინციას (ინდონ. Provinsi Jawa Timur) მიეკუთვნება. 1975 წელს გრესიკის სარეგენტოს (kabupaten) ნაწილი გახდა. კუნძული ორ ადმინისტრაციულ რაიონად (kecamatan): სანგკაპურად და ტამბაკად იყოფა. ორივე რაიონი ამავე სახელწოდების ქალაქების ირგვლივაა განლაგებული. სანგკაპურის რაიონი 17 სოფელს,[16] ხოლო დამბაკის რაიონი 13 სოფელს მოიცავს.[16] ორი რაიონი ბავეანის მახლობლად მდებარე 12 პატარა კუნძულსაც მოიცავს. 2020 წლის აღწერით სანგკაპურის რაიონში 50 612 ადამიანი, ხოლო ტამბაკის რაიონში 29 677 ადამიანი ცხოვრობს.

დამატებითი საკითხავი

  • (1978) Preliminary report of the status of the Bawean deer Axis kuhli. In: Threatened deer, proceedings of a working meeting of the Deer Specialist Group.. 
  • (1979) Proposed Bawean Island Wildlife Reserve management plan. 
  • Blower, J.H. (1975). Report on a visit to Pulau Bawean. UNDP/FAO Nature Conservation and Wildlife Management Project INS/73/013. Field Report. 
  • Hoogerwerf, A. (1966). Notes on the island of Bawean, with special reference to the birds. Natural History Bulletin of the Siam Society, Vol. 21. 

რესრუსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი