ბარი (იარაღი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ბარი.

ბარი — სამიწათმოქმედო იარაღი, შედგება რკინის პირის, ხის ტარისა და სატერფულისაგან. ძველად მაგარი ჯიშის ხისპირიან ბარსაც იყენებდნენ, ასეთი ბარის პირის კიდეებზე ლითონის, საქლეშის შემოვლებაც იცოდნენ. მთის ფერდა ადგილებზე მუშაობა ბარით მოუხერხებელია, ამიტომ ბარის პირის ტარს 90° კუთხით უგებდნენ და თოხივით ხმარობდნენ. ასეთ იარაღს ბართოხი ეწოდებოდა, ბარს ძველად მჭედლები ამზადებდნენ რკინის ცხელი ჭედვით, იგი ამიერკავკასიის ერთ-ერთი უძველესი სამიწათმოქმედო იარაღია, მისი გამოსახულება გვხვდება ზვარტნოცის (სომხეთი) რელიეფზე და დავით-გარეჯის მთავარი ეკლესიის კედლის თავდაპირველ მხატვრობაში (VI-IX სს). ბარვის პროცესი გამოხატულია ჯრუჭის XII საუკუნის მინიატურაზე.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი