ბარსელონის საგრაფო

ბარსელონის საგრაფო (ფრანგ. Comté de Barcelone, ესპ. Condado de Barcelona, კატ. Comtat de Barcelona) — საგრაფო მდებარეობდა თანამედროვე კატალონიის ტერიტორიაზე.

ბარსელონის საგრაფო

ისტორია

ბარსელონის საგრაფოს საზღვრებში მოქცეული ტერიტორია V საუკუნიდან ვესტგუთთა სამეფოს შემადგენლობაში შედიოდა. VIII საუკუნის დამდეგს არაბებმა (მავრებმა) დაიკავეს. ხოლო მას მერე, რაც იბერიის ნახევარკუნძული სრულიად მუსლიმურ მმართველობაში მოექცა, ამ ტერიტორიას სამხედრო გარნიზონთა დახმარებით განაგებდნენ. გარნიზონები კი ჟერონაში, ლერიდასა და თავად ბარსელონაში იყო განლაგებული. 778 წელს კარლოს დიდი კუნძულის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში შეჭრა და დაეპატრონა, რაშიც ადგილობრივმა მთიულმა მოსახლეობამ გაუწია დახმარება, თუმცა 781 წელს ეს ტერიტორია ისევ არაბების ხელში გადავიდა. ბრძოლას როლანდი შეეწირა, რომლის სახელმაც სიმღერებში ჰპოვა ასახვა. 785 წელს ფრანკებმა ჟერონა აიღეს, ხოლო 801 წელს ტულუზის გრაფმა გილიომ ჟელონელმა დაიკავა საგრაფო. 811 წლისთვის არაბებისგან გათავისუფლებული ბარსელობა ესპანური მარკა გახდა, რომელიც კაროლინგების დინასტიაზე დამოკიდებული საგრაფოებისგან შედგებოდა. მარკისა და საგრაფოს დედაქალაქად ბარსელონა გამოცხადდა.

წყაროები

  • Ramos, Luis G-G (2002). Las Invasiones Barbaras en Hispania y la Creacion del Reino Visigodo. Barcelona: Ariel. გვ. 3-30. ISBN 978-84-344-6668-5.
  • Rivero, Isabel (1982). Compendio de historia medieval española. მადრიდი: Akal. გვ. 148-150. ISBN 84-7090-125-7.
  • Enciclopedia de Historia de España, ტომი 4, გვ. 123.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი