ბატასინი

ბატასინი (ლათ. Mergus) — ფრინველების გვარი ბატისნაირთა რიგისა. აქვთ გრძელი, დაკბილულკიდებიანი ნისკარტი. ფეხის წინა თითები აპკითაა შეერთებული, უკანაზე ფარფლი აქვთ, კარგად ცურავენ და ყვინთავენ. ბატასინის გვარი აერთიანებს 7 სახეობას (მათგან სამი ამომწყდარია). საქართველოში ბატასინი ყველგან გვხვდება, განსაკუთრებით მიმოფრენის დროს, მტკნარ, გამდინარე წყალსატევებთან. ბუდობენ მიწაზე, კლდის ნაპრალებში, ქვებს შორის და ფუღუროში. იკვებებიან თევზით, იშვიათად წყლის მწერებითა და მოლუსკებით. აქვთ მცირე სარეწაო მნიშვნელობა — იყენებენ მათ ღინღლს და ბუმბულგაცლილ ტყავს.

ბატასინი

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Mergus (Linnaeus, 1758)

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი