ბეკი ჯი

ამერიკელი მომღერალი და მსახიობი (დაბ. 1997)

რებეკა მარი გომესი, პროფესიონალურად ცნობილი როგორც ბეკი ჯი (ინგლ. Rebbeca Marie Gomez; დ. 1997 წლის 2 მარტი, ინგლვუდი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი მომღერალი და მსახიობი. მან 2011 წელს დაიწყო ინტერნეტში სიმღერების ქავერების გამოქვეყნება, რითაც მოიპოვა პოპულარობა. მისმა ერთ-ერთმა ვიდეომ მიიპყრო პროდიუსერ Dr. Luke-ის ყურადღება, რომელმაც შესთავაზა მუსიკოსს კონტრაქტის გაფორმება ლეიბლებთან - Kemosabe Records და RCA Records.

ბეკი ჯი

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი ჯონ რეი კეში
დაბ. თარიღი 2 მარტი, 1997 (1997-03-02) (27 წლის)
დაბ. ადგილი Inglewood
წარმოშობა ინგლვუდი, კალიფორნია, აშშ
ჟანრ(ებ)ი
საქმიანობა მომღერალი, მსახიობი
აქტიური 2008 - დღემდე
საიტი iambeckyg.com
ბეკი ჯი ვიკისაწყობში

ადრეული ცხოვრება

რებეკა მარი გომესი დაიბადა 1997 წლის 2 მარტს, ინგლვუდში, კალიფორნია. მუსიკოსის ოთხივე ბებია და ბაბუა არიან ხალისკოდან, მექსიკა, ხოლო მისი მშობლები დაიბადნენ შეერთებულ შტატებში.[1] გომესს ჰყავს ორი ძმა და უმცროსი და.[2] გომესი გაიზარდა Moreno Valley-ში. ცხრა წლის ასაკში მისმა ოჯახმა დაკარგა სახლი და ფინანსური პრობლემების გამო ის ბებია-ბაბუის სახლში გადავიდა საცხოვრებლად.[3] მალევე გომესმა დაიწყო ნახევარ განაკვეთზე მუშაობა, რათა დახმარებოდა ოჯახს. იგი თავიდან საჯარო სკოლაში სწავლობდა, თუმცა ბულინგის გამო სწავლის გაგრძელება სახლში მოუწია.

კარიერა

გომესი გამოჩნდა მოკლემეტრაჟიან ფილმში El Tux (2008) კლაუდია გომესის როლში. ასევე ის გამოჩნდა Discovery Channel-ის ფილმში La estación de la Calle Olvera (2008).[4][5] მუსიკოსი 2009 წელს გახდა გოგონათა ჯგუფის წევრი, სახელად G.L.A.M.[6][7] ამ დროს გომესმა დაიწყო სიმღერების ქავერების ჩაწერა და მათი YouTube-ზე ატვირთვა. მისმა ერთ-ერთმა ვიდეომ მიიპყრო პროდიუსერ Dr. Luke-ის ყურადღება, რომელმაც შესთავაზა მუსიკოსს კონტრაქტის გაფორმება ლეიბლებთან - Kemosabe Records და RCA Records.

მუსიკოსის სადებიუტო სინგლი, „Becky from the Block", 2013 წელს გამოვიდა.[8] კომპოზიციამ კრიტიკოსების მოწონება დაიმსახურა. იმავე წელს მან გამოუშვა თავისი სადებიუტო EP, Play It Again. მუსიკოსის მეორე სინგლი, „Can't Get Enough", 2014 წელს გამოვიდა და მოხვდა ამერიკის შეერთებული შტატების Latin Rhythm Airplay ჩარტის სათავეში.

გომესმა პოპულარობა მოიპოვა იმავე წელს გამოშვებული სინგლით „Shower",[9] რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელი ასეულის საუკეთესო ოცეულში. სინგლმა მიიღო ორმაგი პლატინის სერტიფიკატი ამერიკის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაციისგან (RIAA) ქვეყანაში ორი მილიონი ასლის გაყიდვისთვის. სიმღერამ მიაღწია კომერციულ წარმატებას ჩარტებში ბევრ სხვა ქვეყანაშიც, განსაკუთრებით ავსტრალიასა და შვედეთში, სადაც კომპოზიცია მეთერთმეტე ადგილზე გავიდა.[10] „Shower"-ის წარმატების შემდეგ, გომესმა გამოუშვა ახალი კომპოზიციები: „Can't Stop Dancin'", „Lovin' So Hard" და „Break a Sweat", 2014 და 2015 წლებში. მან 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში J Balvin-თან ერთად დაიწყო ტურნე. მუსიკოსმა გამოუშვა ესპანურენოვანი სიმღერა „Sola" 2016 წლის ივნისში.

2017 წლის ივლისში მან გამოუშვა ახალი სინგლი „Mayores", რეპერ Bad Bunny-ისთან ერთად.[11][12] კომპოზიცია მოხვდა ჩარტების სათავეში ესპანეთში, ეკვადორში, ჩილესა და სალვადორში, ხოლო ბილბორდის ცხელი ლათინური სიმღერების ჩარტში მესამე ადგილზე გავიდა. 2018 წლის აპრილში მან გამოუშვა კიდევ ერთი ჰიტ სინგლი „Sin Pijama" დომინიკელ მომღერალ ნატი ნატაშასთან ერთად, რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელი ლათინური სიმღერების ჩარტის ხუთეულში.[13][14] ასევე კომპოზიციამ დაიკავა პირველი ადგილი ესპანეთის სიმღერების ჩარტში. 2018 წლის ივლისში გომესმა გამოუშვა კიდევ ერთი კოლაბორაციული ნამუშევარი „Zooted".[15][16] გომესმა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, Mala Santa, 2019 წლის ოქტომბერში გამოუშვა.[17] 3 ნოემბერს იგი იყო 2019 წლის MTV Europe Music Awards-ის წამყვანი სევილიაში, ანდალუსია, ესპანეთი.[18]

2021 წელს მან Karol G-ისთან ერთად გამოუშვა კოლაბორაციული კომპოზიცია „Mamiii“, რომელიც მოხვდა ბილბორდის ცხელ ასეულში.[19] მუსიკოსის მეორე სტუდიური ალბომი, Esquemas, 2022 წლის მაისში გამოვიდა.[20]

2023 წლის 14 თებერვალს მექსიკურმა კვარტეტმა, Fuerza Regida, გამოუშვა სინგლი „Te Quiero Besar" გომესთან ერთად.[21]

პირადი ცხოვრება

2016 წლის ივნისში დადასტურდა, რომ გომესი ხვდებოდა ამერიკელ ფეხბურთელს სებასტიან ლეტგეტს.[22][23][24][25] წყვილი დაინიშნა 2022 წლის 9 დეკემბერს.[26][27]

2017 წლის ოქტომბერში Fifth Harmony-თან გასტროლებზე ყოფნის დროს მას თავს დაესხნენ ფანები. გომესმა ინციდენტზე Snapchat-ის ლაივში ისაუბრა და თქვა, რომ მას ინციდენტის შემდეგ დაეწყო შფოთვითი აშლილობა.[28][29]

დისკოგრაფია

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი