ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდი (ინგლ. Bella Hadid; დ. 9 ოქტომბერი, 1996)[1]ამერიკელი მოდელი.

ბელა ჰადიდი

ბელა ჰადიდი 2018 წლის მაისს
დაბადების სახელი იზაბელა ჰაირ ჰადიდი
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1996 (1996-10-09) (27 წლის)
ვაშინგტონი, აშშ
რეზიდენცია ნიუ-იორკი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მოდელი
აქტიური 2012-დღემდე
ორგანიზაცია IMG Models
ცნობილია როგორც ბელა ჰადიდი
სიმაღლე 175 სმ
წონა 50 კგ
მშობლები მამა: მუჰამედ ჰადიდი
დედა: იოლანდა ჰადიდი
ნათესავები ჯიჯი ჰადიდი(და)
ანვარ ჰადიდი(ძმა)

ადრეული ცხოვრება

ბელა ჰადიდი დაიბადა 1996 წლის 9 ოქტომბერს, ვაშინგტონში[2][2], გაიზარდა ბევერლი-ჰილზში, კალიფორნიაში. არის უძრავი ქონების დეველოპერის — მუჰამედ ჰადიდის[3][4] და ყოფილი მოდელის, იოლანდა ჰადიდის მეორე შვილი. მამისი პალესტინელია[5] , ხოლო დედამისი ნიდერლანდელი. ჰყავს უფროსი და, ჯიჯი ჰადიდი, და ძმა-ანვარ ჰადიდი, ორივე მათგანი მოდელია. მამამისის მხრიდან ჰყავს ორი ნახევარ-და, მარიელა და ალანა[6].

ჰადიდი და მისი და-ძმები 10 წლის განმავლობაში კალიფორნიაში იზრდებოდნენ. 2012 წელს, ბელას, მის ძმას-ანვარს და დედამის ლაიმის დაავადების დიაგნოზი დაუსვეს.

2014 წელს, ბელა ნიუ-იორკში გადავიდა და „Parsons School of Design“-ში ფოტოგრაფიის შესწავლა დაიწყო. შემდგომ სწავლა შეწყვიტა, სამოდელო კარიერის გასაგრძელებლად. მას შემდეგ რაც სამოდელო კარიერას შეუდგა, ისევ გაუჩნდა ფოტოგრაფიის შესწავლის სურვილი. ბელას ასევე მსახიობობობაც სურდა[7].

კარიერა

2012-2014

ჰადიდმა მოდელობა 16 წლის ასაკში, „Flynn Skye“-ის კომერციული პროექტით დაიწყო. მან ლესი ამოურის ფილმ „Swan Sittings“-ში ბენ ბარნსთან ერთად მიიღო მონაწილეობა. ჰადიდი ასევე მოდელობდა Hanna Hayes' F/W 2013 კოლექციაზე. 2013-2014 წელს, „Chrome Hearts“-ის კამპანიაშიც მიიღო მონაწილეობა.

2014-2015

ჰადიდმა 2014 წლის 21 აგვისტოდან[8], IMG Models-თან თანამშრომლობა დაიწყო.

New York Fashion Week-ზე გასვლით, 2014 წელს, მან მისი დებიუტი შექმნა. ხოლო 2015 წელს, პოდიუმზე ის „Diane von Fürstenberg“-ის „Tommy Hilfiger“-ის, „Jeremy Scott“-ისა და კიდევ უამრავი სხვა ცნობილი სამოდელო სახლის ტანისამოსით გამოდიოდა.

2014 წლის დეკემბერს, ჰადიდი ისეთი ჟურნალების გარეკნებზე მოხვდა, როგორიცაა: „Harper's Bazaar“-ი, „GQ“, „W magazine“, „Town and Country“, „Pop magazine“, „Glamour magazine“ და სხვა. 2015 წელს, იგი ერთ-ერთი იყო, იმ რვა ახალგაზრდა მოდელს შორის, რომელმაც „Topshop's Holiday“-ის სარეკლამო კამპანიაში მიიღო მონაწილეობა. ბელამ რეიჩელ ჰილბერტთან და დევონ ვინდსორთან ერთად, „PINK“-ის სარეკლამო გადაღებაშიც მიიღო მონაწილეობა.

2016-2017

2016 წელს, Mercedes-Benz-ის მოდის კვირეულზე გაიარა. ლონდონში ყოფნისას მან, ისეთი სამოდელო სახლის ტანისამოსით გახსნა შოუები, როგორიცაა Versus Versace, Alberta Ferretti, Fendi და სხვა.

2017 წლის 30 ნოემბერს, მან Victoria Secret-ის მოდის კვირეულზე ორი ლუქი წარადგინა.

2016 წლის განმავლობაში, იგი გამოჩნდა მრავალი ჟურნალის გარეკანზე, მათ შორისაა: „Seventeen Magazine“, „Self Service Magazine“, „CR Fashion Book's #CRGir“, „V Magazine“, „Harper's Bazaar“, „Sunday Times Style“, „British GQ“, „Flare“ და სხვა.

31 მაისს დააანონსეს, რომ ჰადიდი Dior Makeup-ის ახალი სახე გახდა. 2016 წლის მარტში, წლის მოდელის ჯილდო გადასცეს, „Daily Front Row's“-ის ლოს-ანჯელესის მოდის დაჯილდოვებაზე.

პირადი ცხოვრება

2015 წლის დასაწყისში, მან კანადელ მომღერალთან აბელ მაკ-კონელთან სასიყვარულო ურთიერთობა დაიწყო. წყვილი ერთად პირველად, აპრილში, კოაჩელას ფესტივალზე იხილეს, ბელა აბელის მუსიკალურ ვიდეოში, „In the Night“-ში, 2015 წლის დეკემბერს გადაიღეს.

2016 წლის თებერვალს, წყვილი წითელ ხალიჩაზე კვლავ ერთად გამოჩნდა, 2016 წელს ისინი გარკვეული მიზეზების გამო დაშორდნენ, თუმცა 2018 წელს ურთიერთობა განაახლეს.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი