ბრაიან ჯონსი

ლუის ბრაიან ჰოპკინ ჯონსი (1942-1969) — ინგლისელი მუსიკოსი და კომპოზიტორი, ფართოდ ცნობილი, როგორც ინგლისური როკ-ჯგუფის, „როლინგ სტოუნზის“, დამაარსებელი და თავდაპირველი ლიდერი. ბრაიანი თავიდან სლაიდ გიტარისტი იყო, თუმცა მოგვიანებით, „როლინგ სტოუნზში“ მოღვაწეობისას, მრავალ ინსტრუმენტზე უკრავდა, მათ შორის რითმ გიტარაზე, სოლო გიტარაზე, სიტარაზე, კლავიშებიან ინსტრუმენტებზე, ჰარმონიკაზე, საქსაფონსა და დრამზეც კი.

ბრაიან ჯონსი
ბრაიან ჯონსი
ბრაინ ჯონსი 1965 წელს, როლინგ სტოუნზის ვიზიტისას ფინეთში.
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 28 თებერვალი, 1942
დაბ. ადგილი ჩელტენემი, გლოსტერის საგრაფო, ინგლისი
გარდ. თარიღი 3 ივლისი, 1969 (27 წლის)
გარდ. ადგილი ჰარტფილდი, აღმოსავლეთ სასექსი, ინგლისი
დასაფლავებულია Bouncer's Lane Cemetery
ჟანრ(ებ)ი როკი
ბლუზი
პოპი
საქმიანობა მუსიკოსი, სიმღერების ავტორი, კომპოზიტორი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ჰარმონიკა, სიტარა, პიანინო, მელოტრონი
აქტიური 1957–1969
ლეიბლ(ებ)ი Decca, Atco, London, Rolling Stones
ბრაიან ჯონსი ვიკისაწყობში

დაიბადა ჩელტენემში, გლოსტერის საგრაფოში. მას უელსური წარმოშობის მშობლები ჰყავდა.

1962 წელს, როლინგ სტოუნზის დაარსებისთანავე, ჯონსმა ჯგუფს ბრიტანული ბლუზის მიმართულება მისცა და მანვე დაარქვა ბენდს სახელი The Rollin' Stones (მოგვიანებით The Rolling Stones). კით რიჩარდსი იხსენებს, რომ ეს ჯონსისა და საკონცერტო დარბაზის მფლობელის სატელეფონო დიალოგისას სპონტანურად მოხდა:

„სატელეფონო ხაზის მეორე ბოლოდან ხმამ, რა საკვირველია, იკითხა, ’რა გქვიათ?’ პანიკა! იატაკზე მადი უოტერსის ალბომი სახელად „The Best of Muddy Waters“ იდო და მეხუთე ტრეკის პირველ მხარეზე იყო „Rollin' Stone Blues“. ჯონსს დაუხედავს ამ წარწერისთვის და უპასუხია „The Rollin' Stones“.

გარკვეული ხნის შემდეგ რიჩარდსმა და ჯაგერმა ჯგუფის მუსიკალური მიმდინარეობის კურსი ჯონსისგან თანდათან გადაიბარეს და ბლუზისკენ აღებული გეზი შეცვალეს, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ისინი სიმღერების დამწერი წარმატებული დუო გახდნენ. თუმცა ჯონსმა და რიჩარდსმა შეიმუშავეს გიტარაზე დაკვრის უნიკალური სტილი, რომელსაც რიჩარდსი „ქსოვის ანტიკურ ხელოვნებას“ უწოდებს. ეს სტილი გულისხმობდა ჯონსისა და რიჩარდსის მხრიდან გიტარაზე ერთდროულად დაკვრას, რა დროსაც ისინი ერთმანეთის მონაცვლეობით ასრულებდნენ გიტარის რითმ და სოლო პარტიებს. რიჩარდსმა დაკვრის ეს სტილი ჯგუფის მომდევნო გიტარისტებთანაც (მიკ ტეილორი და რონ ვუდი) გააგრძელა და ის „როლინგ სტოუნზის“ ბგერის დამახასიათებელ ნიშნად ჩამოყალიბდა.

დაძაბულობა ჯგუფის წევრებთან

ბრაიან ჯონსს ცუდი ურთიერთობა ჩამოუყალიბდა ჯგუფის მენეჯერთან, ენდრიუ ლუგ ოლდემთან, რომელმაც ბენდი ისეთი მუსიკალური მიმართულებით წაიყვანა, რომელიც ჯონსის ბლუზის საწყისს ეწინააღმდეგებოდა.

როცა ჯონსს ალკოჰოლსა და ნარკოტიკებზე დამოკიდებულების პრობლემები შეექმნა, მისი მუსიკალური შესრულებები სტუდიაში უფრო და უფრო არასაიმედო გახდა, რამაც საბოლოოდ მისი როლის შემცირება გამოიწვია იმავე ბენდში, რომელიც თავად დააარსა.

ოლდემის თქმით, ჯონსი თავიდანვე გარიყული პიროვნება იყო. 1963 წელს პირველივე ტურნეებზე ის არა ბენდთან ერთად, არამედ ცალკე მოგზაურობდა, სხვა სასტუმროებში რჩებოდა და ითხოვდა დამატებით თანხას. ოლდემის მიხედვით, ჯონსი ემოციური ადამიანი იყო და თავს ჯგუფისგან განცალკევებულად გრძნობდა, რადგან ის არ იყო ძლიერი კომპოზიტორი და ჯგუფში წამყვან როლს კარგავდა. იმედგაცრუებული ჯონსის მიერ ნარკოტიკისა და ალკოჰოლის ჭარბმა მოხმარებამ ის ძლიერ არამეგობრული და ანტისოციალური გახადა.

1967 წელს ჯონსის მეგობარმა გოგონამ ანიტა პალენბერგმა რომანტიკული ურთიერთობა კით რიჩარდსთან დაიწყო, ეს მაშინ მოხდა, როცა სამივენი მაროკოში იყვნენ და ჯონსი ჰოსპიტალიზებული იყო. ამ ფაქტმა ჯონსისა და რიჩარდსის ურთიერთობა კიდევ უფრო დაძაბა. როცა ალკოლოჰისა და ნარკოტიკული ნივთიერებების მოხმარებას კიდევ უფრო მოუმატა, ბრაიანის წვლილი როლინგ სტოუნზის სიმღერებში სულ უფრო და უფრო იშვიათი ხდებოდა. მას გიტარაც კი მობეზრდა და ახალ ეგზოტიკურ ინსტრუმენტებს ეძებდა დასაკრავად, ხშირად აცდენდა ჩაწერებს სტუდიებში.

მისი ურთიერთობა კიდევ უფრო გაფუჭდა ჯაგერთან და რიჩარდსთან. ბრაიანს ცვალებადი ხასიათი ჰქონდა, ხან მეგობრული, მზრუნველი და უდარდელი იყო, ხან კი, უაიმენის, რიჩარდსისა და უოტსის თქმით, მკაცრი, გამაღიზიანებელი და მძიმე ხასიათის ხდებოდა.

ბას-გიტარისტი ბილ უაიმენი იხსენებს: „ბრაინს სულ მცირე ორი მხარე გააჩნდა. ერთი ბრაიანი ინტროვერტი, მორცხვი, მგრძნობიარე და ღრმად ჩაფიქრებული იყო. მეორე გაბღენძილ ფარშევანგს მოგაგონებდათ, სოციალური, არტისტული, თანატოლებისგან პატივისა და აღიარების მიღების მგზნებარედ მომლოდინე იყო… ყველა მეგობრობა ბოლო ზღვრამდე და მის იქით მიჰყავდა“.

ჯონსს ხშირად ჰქონდა პრობლემები სამართალთან, ის არაერთხელ დააპატიმრეს ნარკოტიკული ნივთიერებების ფლობის გამო. რეპეტიციებს ხშირად აცდენდა და როცა ესწრებოდა, უბრალოდ შესაფერის ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ მდგომარეობაში არ იყო, რომ რაიმე შეესრულებინა, ამიტომ თანაჯგუფელები მის გიტარის გამაძლიერებელს უბრალოდ თიშავდნენ და გიტარის ყველა პარტიას რიჩარდსი ასრულებდა ხოლმე. კიდევ მრავალი სხვა პრობლემისა და უსიამოვნო შემთხვევის შემდეგ ჯგუფმა ჯონსი გაუშვა. ჯონსის წამოსვლა „როლინგ სტოუნზიდან“ ფართო საზოგადოებამ აღიქვა, როგორც ჯონსის პირადი გადაწყვეტილება და არა სხვა წევრების მიერ იძულება. საქმე ისაა, რომ „როლინგ სტოუნზმა“ ჯონსს მიანდო, თუ როგორ გააგებინებდა ის საზოგადოებას ამ ამბავს. 1969 წლის 9 ივნისს მან განცხადება გაავრცელა, რომელშიც ამბობდა, რომ ტოვებდა ჯგუფსს, რადანაც მისი და ჯგუფის დანარჩენი წევრების ხედვა სცდებოდა ერთმანეთს. „როლინგ სტოუნზში“ ის ოცი წლის მიკ ტეილორმა ჩაანაცვლა.

გარდაცვალება

ჯონსი ბენდთან განშორებიდან ერთ თვეზე ნაკლებ ხანში საკუთარ სახლში, აუზში, დაიხრჩო 27 წლის ასაკში. ბრაიანი 27 წლიანთა კლუბის წევრია. ჯონსის სიკვდილი მოხსენიებულია მრავალი პოპულარული ჯგუფის მიერ, მისი სიკვდილი იყო პიტ თაუნსენდისა და ჯიმ მორისონის პოემების საგანი. ჯონსთან მიმართებაში საუბრისას ბასისტმა ბილ უაიმენმა მისი გარდაცვალება მოიხსენია, როგორც დიდი ინოვატორის დაკარგვა. 1989 წელს როლინგ სტოუნზი, ბრაიან ჯონსთან ერთად, როკ-ენ-როლის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

დისკოგრაფია

როლინგ სტოუნზთან

  • The Rolling Stones (EP) (1964)
  • The Rolling Stones (1964)
  • England's Newest Hit Makers (1964)
  • Five by Five (1964)
  • 12 X 5 (1964)
  • The Rolling Stones No. 2 (1965)
  • The Rolling Stones, Now! (1965)
  • Got Live If You Want It! (პირდაპირი) (1965)
  • Out of Our Heads (1965)
  • December's Children (1965)
  • Aftermath (1966)
  • Big Hits (1966) (კრებული)
  • Got Live If You Want It! (1966)
  • Between the Buttons (1967)
  • Flowers (1967) (კრებული)
  • Their Satanic Majesties Request (1967)
  • Beggars Banquet (1968)
  • Through the Past, Darkly (1969) (კრებული)
  • Let It Bleed (1969)
  • Stone Age (1971) (კრებული)
  • Gimme Shelter (1971) (კრებული)
  • Hot Rocks 1964–1971 (1971) (კრებული)
  • Milestones (1972) (კრებული)
  • Rock 'n' Rolling Stones (1972) (კრებული)
  • More Hot Rocks (1972) (კრებული)
  • No Stone Unturned (1973) (კრებული)
  • Metamorphosis (1975) (კრებული)
  • Rolled Gold: The Very Best of the Rolling Stones (1975) (კრებული)
  • Solid Rock (1980) (კრებული)
  • Slow Rollers (1981) (კრებული)
  • Singles Collection: The London Years (1989) (კრებული 1963–1971)
  • The Rolling Stones Rock and Roll Circus (1996) (პირდაპირი კონცერტი 1968 წელს)
  • Forty Licks (2002) (კრებული 1964–2002)
  • Singles 1963–1965 (2004) (კრებული)
  • Singles 1965–1967 (2004) (კრებული)
  • Singles 1968–1971 (2005) (კრებული)
  • GRRR! (2012) (compilation 1963–2012)
  • The Rolling Stones in Mono (2016) (კრებული 1963–1969)

ბითლზთან

  • "Yellow Submarine" (1966) ბექ-ვოკალი, ხმის ეფექტები
  • "You Know My Name (Look Up the Number)" საქსაფონი

ჯიმი ჰენდრიქსთან

  • "All Along the Watchtower" (1968) პერკუსია
  • "My Little One" (2011, ჩაწერილია1967-ში) სიტარა, პერკუსია
  • "Ain't Nothin' Wrong With That" (2011, ჩაწერილია 1967 წელს) სიტარა, პერკუსია

პიტერთან და გორდონთან

  • "A Mess of Blues" (1964) ჰარმონიკა
  • "You've Had Better Times" (1968) დრამი

მაკგოსთან და მაკგირთან

  • "Basement Flat" (1968) საქსაფონი
  • "Summer with Monica" (1968) საქსაფონი

მერიან ფეითფულთან

  • "Is This What I Get For Loving You?" (1966)

ენდრიუ ოლდემის ორკესტრასთან

"365 Rolling Stones" (1964) წამყვანი ვოკალი, ტაში

Hapshash and the Coloured Coat-სთან

"Western Flier" (1969) პიანინო, გიტარა, ჰარმონიკა

სოლო დისკოგრაფია

  • A Degree of Murder (1967) (საუნდტრეკი)
  • Brian Jones Presents the Pipes of Pan at Joujouka (1971) (ჩაწერილია 1968 წელს)

ლიტერატურა

  • Jackson, Laura (1992). Golden Stone: The Untold Life and Tragic Death of Brian Jones.
  • Jagger, Mick; Richards, Keith; Watts, Charlie; Wood, Ronnie (2003). According to the Rolling Stones. Chronicle Books.
  • Oldham, Andrew Loog (2002). Stoned: A Memoir of London in the 1960s. St. Martin's Press.
  • Richards, Keith; Fox, James (2010). Life. Little, Brown and Company.
  • Wyman, Bill; Coleman, Ray (1997). Stone Alone: The Story of a Rock 'n' Roll Band. Viking.
  • Wyman, Bill; Havers, Richard (2002). Rolling With The Stones. DK Pub.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი