ბრენდონ ლი

ბრენდონ ბრიუს ლი (ინგლ. Brandon Bruce Lee; დ. 1 თებერვალი, 1965 — გ. 31 მარტი, 1993) — ამერიკელი მსახიობი და საბრძოლო ხელოვნების ოსტატი. ის იყო მსახიობისა და საბრძოლო ხელოვნების ოსტატის, ბრიუს ლის და მასწავლებელ ლინდა ლი კედველის ერთადერთი ვაჟი.

ბრენდონ ლი

ბრენდონ ლი
დაბადების სახელი ბრენდონ ბრიუს ლი
დაბადების თარიღი 1 თებერვალი, 1965
სან-ფრანცისკო, კალიფორნია, აშშ
გარდაცვალების თარიღი 31 მარტი, 1993 (28 წლის)
უილმინგტონი, ჩრდილოეთი კაროლინა, აშშ
დაკრძალულია ლეიკ-ვიუს სასაფლაო, სიეტლი
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა
  • მსახიობი
  • საბროძოლო ხელოვნების ოსტატი
აქტიური 1966-1993
მშობლები მამა: ბრიუს ლი
დედა: ლინდა ლი კედველი
ნათესავები შენონ ლი (და)

ბრენდონ ბრიუს ლის კარიერა დაიწყო 1986 წელს ABC-ის ფილმით „კუნგ ფუ“. ცოტა ხნის შემდეგ ის გახდა წამყვანი ფიგურა მცირე ბიუჯეტიან მძაფრსიუჟეტიან ფილმებში, რომელთა გადაღება აშშს საზღვრებს გარეთ 1980-იან წლებში დაიწყო, ესენია: „რისხვა მემკვიდრეობით“ (1986) და „ლაზერული მისია“ 1989. 1990-იან წლებში ბრენდონ ლიმ მუშაობა დაიწყო ჰოლივუდის მთავარ სტუდიასთან და მთავარი როლი ითამაშა ფილმში „გარჩევები პატარა ტოკიოში“ (1991) და „პირდაპირი ცეცხლი'“ (1992). 1992 წელს მან სახელი დაიმკვიდრა ერიკ დრავენის როლით ფილმში „ყვავი“, რომელიც ეფუძნება კომიქსების ამავე სახელწოდების წიგნს. „ყვავი“ მისი საბოლოო ფილმი აღმოჩნდა. 1993 წლის 31 მარტს, ფილმის დასრულებამდე რამდენიმე დღით ადრე ლი გარდაიცვალა გადაღების დროს ცეცხლსასროლი იარაღის არასწორი გამოყენებით, ფილმი კი დასრულდა სცენარის შეცვლით, კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებით და ორმაგი დუბლების ხელახლა ჩაწერით. მაყურებელმა „ყვავი“ ეკრანებზე იხილა მხოლოდ ერთი წლის შემდეგ და ახლა იგი მიჩნეულია საკულტო კლასიკად.

ადრეული წლები

პატარა ბრედნონი მამასთან, ბრიუს ლისთან ერთად

ბრენდონ ლი დაიბადა 1965 წლის 1 თებერვალს ოკლენდში, კალიფორნიაში, საბრძოლო ხელოვნების ოსტატის და მსახიობის ბრიუს ლის და მასწავლებელ ლინდა ლი კედველის ოჯახში. როდესაც ბრენდონი სამი თვის იყო მისი ოჯახი გადავიდა ლოს-ანჯელესში, კალიფორნიაში. ოჯახი 1971-1973 წლებში ცხოვრობდა ჰონგ-კონგში. მამის სიკვდილის შემდეგ ისევ აშშ-ში დაბრუნდა.

ბრენდონ ლი სწავლობდა ჩედვიკის სკოლაში, საიდანაც იგი დაითხოვეს დაუმორჩილებლობის გამო. ბრენდონ ლი მცირე ხნით დადიოდა ეპისკოპოს მონტგომერის სკოლაში ტორანსში. 1983 წელს 18 წლის ასაკში მან სწავლა განაგრძო ემასონის კოლეჯში, ბოსტონში, მასაჩუსეტსში. აქ მან თავისი ძირითადი სპეციალობა, თეატრალური ხელოვნება შეისწავლა.

ერთი წლის შემდეგ ლი გადავიდა ნიუ-იორკში, სადაც დაესწრო ლი სტრასბერგის სახელობის თეატრისა და კინოს ინსტიტუტის გაკვეთილებს და მისი მეგობარი ჯონ ლი ჰენკოკის მიერ დაფუძნებული ახალი ამერიკული თეატრის ჯგუფის წევრი გახდა. ბრენდონ ლის მიერ საბრძოლო ხელოვნების არჩევაში უდიდესი წვლილი შეიტანეს მამის, ბრიუს ლის საუკეთესო მოსწავლეებმა და მეგობრებმა დენ ინოსანტომ და რიჩარდ ბუსტილომ.

კარიერა

ადრეული როლები (1985-1989)

1985 წელს ბრენდონ ლი დაბრუნდა ლოს-ანჯელესში, სადაც მუშაობდა Ruddy Morgan Productions-ში. ამ დროს ბრენდონი მძაფრსიუჟეტიანი ფილმის „დაქირავებული მკვლელის“ 1985 ეპიზოდურ როლში მონაწილეობდა, სადაც მთავარ როლს ასრულებდა ჯორჯ პან ანდრეასი.

მას სთხოვეს რომ დასწრებოდა კასტინგს, ლიინ სტალსტერის რეჟისორობით და ამგვარად მიიღო როლი ფილმში „კუნგ ფუ“, რომელიც 1970-იანი წლების ამავე სახელწოდების სატელევიზიო სერიალის გაგრძელება იყო. ფილმი ტელევიზიაში 1986 წლის 1 თებერვალს გავიდა. ეს თარიღი ასევე ბრენდონ ლის 21-ე დაბადების დღეს დაემთხვა. „კუნგ ფუში“ ბრენდონ ლიმ ითამაშა ეჭვმიტანილი კვაი ჩონ კეინის (კარადინის) შვილის, ჩუნგ ვანგის როლი. სხვათა შორის, ბრიუს ლი თავდაპირველად ფილმ-სერიალი „კუნგ ფუს“ მთავარი როლის შემსრულებლად მოიაზრებოდა.

ლიმ მიიღო პირველი წამყვანი როლი ფილმის ჰონგ-კონგის მძაფრსიუჟეტიან კრიმინალურ თრილერში „რისხვა მემკვიდრეობით“, რომელშიც მან ითამაშა მაიკლ ვონგთან, რეჯინ კენტთან და მანგ ჰოისთან ერთად. იგი ნომინირებული იქნა ჰონგ-კონგის კინოპრემიაზე როგორც როლის საუკეთესო ახალი შემსრულებელი Best New Performer.

1987 წელს, ლიმ გამოუშვა საპილოტო ეპიზოდი „კუნგ ფუ: მომავალი თაობა“, რომელიც ტელესერიალის კიდევ ერთი გაგრძელება იყო. ფილმში ეს ამბავი თანამედროვე დრომდე გრძელდებოდა დაწყებული შვილიშვილის და შვილთაშვილის ჯონი კეინის (ლი) და ქუეინ ჩანგ კეინის ამბით. მაშინ, როცა ბიჭის მამა იყენებს თავის საბრძოლო შესაძლებლობებს ადამიანების დასახმარებლად, ჯონი კეინი ირჩევს კრიმინალურ ცხოვრებას. ქურდობის გამო დაჭერილ ჯონს მამა პატიმრობიდან იხსნის და მის რეაბილიტაციას ცდილობს, მაგრამ ახალგაზრდა ცდუნებას მაინც ვერ სძლევს.

1988 წელს, ლიმ პეტ მორიასთან ერთად ეპიზოდური როლი განასახიერა ამერიკულ სატელევიზიო სერიალში „ოჰარა“, სადაც იგი იყო უცნაური პერსონაჟი, სახელად კენჯი. ეს იყო ლის პირველი და ერთადერთი როლი მიწვეული სტუმრის სტატუსით.

1988 წლის ზაფხულში ლიმ დაიწყო მისი პირველი ინგლისურენოვანი დაბალბიუჯეტიანი B კლასის მძაფრსიუჟეტიანი ფილმის, „ლაზერული მისიის“ გადაღება. გადაღებები მიმდინარეობდა სამხრეთ აფრიკაში და საბოლოოდ გამოვიდა ევროპული ბაზარზე 1990 წელს. ლი თამაშობს ვეტერანი მსახიობ ერნესტ ბორგნინთან. ფილმი ეხება ვაჭარ მაიკლ გოლდს (ლი), რომელსაც გზავნიან ლაზერის სპეციალისტის, დოქტორი ბრაუნის (ბორგენი) დასარწმუნებლად, რომ თავისი ნიჭიც და მოპარული ალმასიც გამოიყენოს ბირთვული იარაღის შესაქმნელად.

1991–1993: ჰოლივუდში დამკვიდრება

1991 წელს მან დოლფ ლუნდგრენის საპირისპიროდ ითამაშა მოქმედებით ფილმში „გარჩევები პატარა ტოკიოში“, რომელიც იქცა მის სადებიუტო ფილმად ამერიკის კინოში. 1991 წელს ლიმ ხელი მოაწერა გარიგებას 20th Century Fox-თან. ფილმში ლი თამაშობს იაპონელ-ამერიკელი პოლიციელ ჯონი მურატას როლს, რომლის პარტნიორია ლოს-ანჯელესში მომუშავე სერჟანტი კენერი (ლუნგრენი).

1992 წელს ლიმ თავისი პირველი როლი შეასრულა დუაიტ ლიტლის მძაფრსიუჟეტიან თრილერში „პირდაპირი ცეცხლი“ რეჟისორობით. ლის პერსონაჟია სტუდენტი, რომელიც მკვლელობას შეესწრება და მოხვდება მოწმეების დაცვის პროგრამაში. ლის საბრძოლო სცენები შეიცავს მამამისის, ბრიუს ლის მიერ გამოყენებულ ჯიტ კუნ-დოს ელემენტებს.

იმავე წელს, ლიმ მიიღო მთავარი როლი პოპულარული კომიქსის „ყვავის“ კინოადაპტაციაში. ფილმი მოგვითხრობს ბრენდონ ლის როკ-მუსიკოსი პერსონაჟის ერიკ დრავენის ამბავს, რომელიც მკვდრეთით აღდგება ზებუნებრივი ყვავის წყალობით საკუთარი სიკვდილისთვის შურისძიებისა და ქალაქის საშიში ბანდიტების მიერ მისი საცოლის გაუპატიურებისა და მოკვლის გამო.

ფილმი აშშ-ში 1573 თეატრში აჩვენეს, ხოლო მისმა შემოსავალმა 11,774,332 ამერიკული დოლარი შეადგინა, ეს საშუალოდ 7,485 დოლარია თითოეული თეატრისთვის. 23 მილიონიანმა ფილმმა საბოლოოდ 50,693,129 ამერიკული დოლარი მოგება ნახა.

გარდაცვალება

ბრიუს ლის და ბრენდონ ლის საფლავები

1993 წლის 31 მარტს, ლის იღებდნენ „ყვავის“ სცენაში, სადაც მის პერსონაჟს ესვრიან. სცენაში ლის პერსონაჟი თავის ბინაში დადის და აღმოაჩენს, რომ მისი საცოლე ნაცემი და საშინლად ნაწამებია ბანდიტების მიერ. როგორც კი ლი ოთახში შედის პერსონაჟ მაიკლ მაისეი ესვრის მას ცეცხლსასროლი იარაღიდან. შედეგად იარაღის არასწორად გამოყენების გამო შემთხვევა ფატალურად დამთავრდა. გასროლილი ტყვია ფილმის გადაღების დროს ახლო მანძილზე არ უნდა გამოეყენებინათ. დაჭრილი ბრენდონ ლი სასწრაფოდ გადაიყვანეს ნიუ-ჰანოვერის რეგიონალურ სამედიცინო ცენტრში უილმინგტონში, ჩრდილოეთ კაროლინაში, სადაც მას ექვსსაათიანი ოპერაცია ჩაუტარდა. მისი გადარჩენის ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა და მსახიობი გარდაიცვალა 1993 წლის 31 მარტს, 1:03 საათზე 28 წლის ასაკში.

რაც შეეხება ფილმს, მისი სცენები შეიცვალა და შემდეგ კომპიუტერული გრაფიკის გამოყენებით დასრულდა.

1993 წლის 3 აპრილს ბრენდონ ლის ცხედარი სიეტლში დაკრძალეს მისი მამის გვერდით, იქ, სადაც ლინდა ლი კედველი საკუთარ დასაკრძალ ადგილს მოიაზრებდა. ცერემონიაზე მხოლოდ ოჯახის წევრები და მეგობრები დაასწრეს. მეორე დღეს კი მსახიობ პოლი ბერგენის სახლში 250 ადამიანი შეიკრიბა ბრენდონ ლის სხოვნის პატივსაცემად.

საფლავის ქვა შექმნილია მოქანდაკე კირკ მაკლეინის მიერ. იგი ბრენდონ ლის და მისი საცოლის, ელიზა ჰუტონის ფიგურებს წარმოადგენს. ეს ორი დაგრეხილი გრანიტის სამკუთხედი ძირში გაერთიანებულია და ზემოთ იშლება.

ლის გარდაცვალების შემდეგ, მისი საცოლე ელიზა ჰუტონმა და ლის დედამ მხარი დაუჭირეს რეჟისორ ალექსი პროასას ფილმ „ყვავის“ დასრულებაში. ფილმი დასრულდა ლის გარდაცვალებიდან 8 დღის შემდეგ. მხოლოდ რამდენიმე სცენის გადაღება და კომპიუტერული ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო მის დასასრულებლად.

ფილმოგრაფია

წელიქართულადმშობლიური სახელწოდებაროლი
1985Crime Killerგანგსტერი
1986ტფკუნგფუ: ფილმიKung Fu:The Movieჩუნგვონგი
1986რისხვა მემკვიდრეობითLegacy of Rageბრენდონი
1987ოაჰარაOharaკენჯი
1989ოპერაცია ლაზერიLaser Missionმაიკლ გოლდი
1991გარჩევები პატარა ტოკიოშიShowdown in Little Tokyoჯონი მურატა
1992პირდაპირი ცეცხლიRapid Fireჯეიკ ლო
1994ყვავიThe Crowერიკ დრეივენი/ყვავი

ჯილდოები და ნომინაციები

წელიჯილდოკატეგორიაფილმიშედეგი
1986ჰონგ-კონგის კინოდაჯილდოებასაუკეთესო ახალი შემსრულებელი„რისხვა მემკვიდრეობით“ნომინირებული
1994Fangoria Chainsaw Awardsსაუკეთესო მსახიობი კაცი„ყვავი“მოგებული
MTV Movie & TV Awardsმამაკაცის საუკეთესო შესრულებანომინირებული

ლიტერატურა

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი