ბროკჰაუზის ენციკლოპედია

ბროკჰაუზის ენციკლოპედია (გერმ. Brockhaus Enzyklopädie) — გერმანული მრავალტომიანი უნივერსალური ენციკლოპედია. გამოდიოდა XIX საუკუნის დასაწყისიდან. მართალია სხვადასხვა წლებში განსხვავებული სახელებით გამოიცემოდა, მაგრამ საერთო არაოფიციალურ სახელად მაინც „ბროკჰაუზი“ შერჩა. ენციკლოპედია გამომცემლობა ბროკჰაუზის მიერ გამოიცემა, რომლის დამფუძნებელი ფრიდრიხ არნოლდ ბროკჰაუზია (შემდგომ — „Bibliographisches Institut & F. A. Brockhaus AG“).

მე-14 გამოცემა. 1896 წელი.

ენციკლოპედიის ერთ-ერთი ძირითადი მახასიათებელი ის არის, რომ სტატია-მიმოხილვების მაგივრად, სტატია-ცნობებია მოცემული. ამან საშუალება მისცა რედაქტორებს ენციკლოპედიაში ფორმატის შესაბამისი 200-300 ათასი სტატია ჩაერთოთ. „ბროკჰაუსის ენციკლოპედია“ გერმანულენოვან მსოფლიო დონის ენციკლოპედიებს შორის უკანასკნელია, რადგან „მაიერის ენციკლოპედიური ლექსიკონის“ (გერმ. Meyers Konversations-Lexikon) გამოცემა შეწყდა 1984 წელს, „პირერის უნივერსალური ენციკლოპედიისა“ (გერმ. Universal-Lexikon der Gegenwart und Vergangenheit) მე-19 საუკუნის მიწურულს და „ჰერდერის ენციკლოპედიური ლექსიკონისა“ (გერმ. Herders Conversations-Lexikon) 1960-იან წლებში.

იხილეთ აგრეთვე

ლიტერატურა

  • R. L. Collison. Encyclopaedias: their history throughout the ages. 2nd ed. — New York: «Hafner», 1966. — 334 p.
  • J. M. Wells. The Circle of Knowledge: Encyclopaedias Past and Present. — Chicago: «The Newberry Library», 1968. — 56 p.
  • S. P. Walsh. Anglo-American General Encyclopedias. A Historical Bibliography, 1703—1967. — New York: «Bowker», 1968. — 270 p.
  • H. Sarkowski. Das Bibliographische Institut. Verlagsgeschichte und Bibliographie, 1826—1976. — Mannheim: «Bibliographisches Institut», 1976. — 314 S. — ISBN 3-411-01368-0.
  • K. F. Kister. Kister’s Best Encyclopedias. A Comparative Guide to General and Specialized Encyclopedias. 2nd ed. — Phoenix: «The Oryx Press», 1994. — 506 p. — ISBN 0-89774-744-5.
  • A. zum Hingst. Die Geschichte des Grossen Brockhaus: vom Conversationslexikon zur Enzyklopädie. — Wiesbaden: «Harrassowitz», 1995. — 212 S. — ISBN 3-447-03740-7.
  • S. C. Awe. ARBA guide to subject encyclopedias and dictionaries. 2nd ed. — Englewood: «Libraries Unlimited», 1997. — 482 p. — ISBN 0-585-07048-2.
  • Bibliotheca lexicorum: kommentiertes Verzeichnis der Sammlung Otmar Seemann. Bearbeiten von M. Peche. — Wien: «Inlibris», 2001. — 708 S. — ISBN 3-9500813-5-6.
  • T. Keiderling. F. A. Brockhaus: 1905—2005. — Leipzig: «Brockhaus», 2005. — 448 S. — ISBN 3-7653-0284-8.
  • Ines Prodöhl: Genehmigtes Wissen. Enzyklopädien und Lexika im «Dritten Reich». (დოქტ. დისერტაცია[1])
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი