გავრილ კაჩალინი

გავრილ კაჩალინი (რუს. Гавриил Дмитриевич Качалин; დ. 17 იანვარი, 1911, მოსკოვი,რუსეთის იმპერია — გ. 23 მაისი, 1995, მოსკოვი, რუსეთი) — რუსი და საბჭოთა ფეხბურთელი და ფეხბურთის მწვრთნელი. თამაშობდა ნახევარმცველის პოზიციაზე. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1950). საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელი (1956). შრომის წითელი დროშის ორდენისა (1957)[1] და ხალხთა მეგობრობის ორდენის კავალერი (1981).

გავრილ კაჩალინი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გავრილ დიმიტრის ძე კაჩალინი
დაბადების
თარიღი
17 იანვარი, 1911
დაბადების
ადგილი
მოსკოვი,
რუსეთის იმპერია
გარდაცვალების
თარიღი
23 მაისი, 1995 (84 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
მოსკოვი, რუსეთი
სიმაღლე171 სმ
სათამაშო
პოზიცია
ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1936–1942დინამო მ.36(0)
სამწვრთნელო კარიერა
1945–1948ტრუდოვიე რეზერვი
1949–1952ლოკომოტივი მოსკოვი
1955–1958საბჭოთა კავშირი
1960–1962საბჭოთა კავშირი
1963ფახთაქორი ტაშკენტი
1964–1965დინამო თბილისი
1965საბჭოთა კავშირი 21
1966–1968საბჭოთა კავშირი (ოლიმპ.)
1968–1970საბჭოთა კავშირი
1971–1972დინამო თბილისი
1973–1974დინამო მოსკოვი
1975ფახთაქორი ტაშკენტი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება
კაჩალინის მემორიალური დაფა (1911–1995), მოქანდაკე ფილიპ რუკავიშნიკოვი, გაიხსნა 2012 წლის 24 მაისს.

ბიოგრაფია

კაჩალინმა კარიერა დაიწყო 1928 წელს საფეხბურთო კლუბ „ვოლნი ტრუდის“ შემადგენლობაში. 1933–1935 წლებში თამაშობდა ქალაქ გომელის ნაკრებსა და გომელის „დინამოში“. 1936 დან 1942 წლამდე მოსკოვის „დინამოს“ ღირსებას იცავდა.

კარიერის განმავლობაში საბჭოთა კავშირის ჩემპიონატში ჩაატარა 36 მატჩი და გუნდთან ერთად ორჯერ გახდა ჩემპიონი (1937 და 1940), ასევე საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი (1937).[2]

1937 წელს მოსკოვის „დინამოს“ შემადგენლობაში ბასკეთის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.[3]

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მის მიერ გაწვრთნილმა საბჭოთა კავშირის ეროვნულმა ნაკრებმა ოქროს მედალი მოიპოვა 1956 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშებზე მელბურნში. ოთხი წლის შემდეგ კი პარიზში ვროპის თასის პირველი მფლობელი გახდა.

მისი მთავარი მწვრთნელობის პერიოდში საბჭოთა ნაკრებმა მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის სამ გათამაშებაში მიიღო მონაწილეობა: 1958, 1962 და 1970 წლებში.

გავრილ კაჩალინის ხელმძღვანელობით თბილისის „დინამო“ თავის ისტორიაში პირველად გახდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონი. 1964 წლის 18 ნოემბრის „ოქროს მატჩში“ „დინამოს“ ღირსებას იცავდნენ: სერგო კოტრიკაძე, ბორის სიჭინავა, ვახტანგ რეხვიაშვილი, ჯემალ ზეინკლიშვილი, გურამ ცხოვრებოვი, გიორგი სიჭინავა, შოთა იამანიძე, სლავა მეტრეველი, ვლადიმერ ბარქაია, ილია დათუნაშვილი და მიხეილ მესხი. გუნდის უფროსი დინამოელთათვის იმ ისტორიულ სეზონში ავთანდილ ღოღობერიძე იყო.[4]

1965 წელს გავრილ კაჩალინი კვლავ მოსკოვში გამოიძახეს და სსრ კავშირის ახალგაზრდული (1965) და ოლიმპიური (1966–1968) ნაკრებების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს. თუმცა კიდევ მოუწია „დინამოს“ მწვრთნელობა 1971–1972 წლებში და გუნდმა ორივე სეზონში ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.[5]

მომდევნო 1973 წელს კვლავ დაეუფლა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატის ბრინჯაოს მედლებს, ამჯერად მოსკოვის „დინამოსთან“ ერთად.

1984 წლიდან 1990 წლამდე კაჩალინი ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო ტურნირის „ტყავის ბურთის“ პრეზიდენტი იყო.

სამწვრთნელო საქმიანობის გარდა, იყო ფიფას ტექნიკური კომიტეტის წევრი. არის ფეხბურთის თეორიისა და პრაქტიკის შესახებ მრავალი პუბლიკაციისა და სასწავლო სახელმძღვანელოების ავტორი.

საკლუბო და სანაკრებო დონეზე მიღწეული სპორტული შედეგებიდან, ფეხბურთის თეორიული და პრაქტიკული ასპექტების ღრმა ცოდნიდან და ფეხბურთელებისადმი მაღალპროფესიონალური დამოკიდებულებიდან გამომდინარე ითვლება ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთის მწვრთნელად და ფეხბურთის ერთ-ერთ ყველაზე ავტორიტეტულ სპეციალისტად საბჭოთა ფეხბურთის ისტორიაში.[6]

საინტერესო ფაქტები

გაზეთ „სარბიელის“ ინიციატივით, 1998 წელს გულშემატკივრებმა (გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღო 837-მა მკითხველმა) საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი, მწვრთნელი და სიმბოლური ნაკრები დაასახელეს. გამოკითხვის შედეგად გავრილ კაჩალინი საქართველოს XX საუკუნის მეოთხე საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა.[7][8]

მიღწევები

საკლუბო

დინამო მოსკოვი

სამწვრთნელო

დინამო თბილისი
დინამო მოსკოვი
საბჭოთა კავშირი
მოსკოვის ნაკრები
  • სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადა: 1956

ინდივიდუალური

ხსოვნა

მოსკოვში, ფრუნზეს სახელობის სანაპიროზე მდებარე №50 სახლის ფასადზე, სადაც გავრილ კაჩალინი 1957–1995 წლებში ცხოვრობდა, 2012 წლის 24 მაისს მისი მემორიალური დაფა გაიხსნა.

ლიტერატურა

  • ბერიშვილი, ელგუჯა., ქართული სპორტის ოქროს წიგნი, თბ.: პალიტრა L, 2013. — გვ. 326. 371 გვ.

პერიოდიკა

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი