გალის მუნიციპალიტეტი

მუნიციპალიტეტი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში

გალის მუნიციპალიტეტი (აფხ. Гал амуниципалитет) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის შემადგენლობაში, კერძოდ, აფხაზეთის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, შავი ზღვის სანაპიროზე.

ადმინისტრაციული ერთეული
გალის მუნიციპალიტეტი
აფხ. Гал амуниципалитет
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ავტონომიური
რესპუბლიკა
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
ადმ. ცენტრი გალი
კოორდინატები 42°38′00″ ჩ. გ. 41°44′00″ ა. გ. / 42.63333° ჩ. გ. 41.73333° ა. გ. / 42.63333; 41.73333
ფართობი 1003±1 კმ²
სასაათო სარტყელი UTC+04:00
სატელეფონო კოდი (447)
საფოსტო ინდექსი 6800–6899
გალის მუნიციპალიტეტი — საქართველო
გალის მუნიციპალიტეტი
გალის მუნიციპალიტეტი — აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა
გალის მუნიციპალიტეტი

1917 წლამდე გალის რაიონი შედიოდა ქუთაისის გუბერნიის სოხუმის ოკრუგში სამურზაყანოს მაზრის სახელწოდებით, 1925 წლის 1 აპრილიდან — გალის მაზრა[1], ხოლო 1939 წლიდან — გალის რაიონის სახელწოდებით.

გალის რაიონს ჩრდილოეთით ესაზღვრება ოჩამჩირის, აღმოსავლეთით — წალენჯიხის, სამხრეთით — ზუგდიდის რაიონები, დასავლეთით — შავი ზღვა. ფართობი 1003 კმ2. რაიონული ცენტრი — ქ. გალი. 2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

ბუნება

რელიეფი

გალის ჩრდილო-აღმოსავლეთი მთიანია, სამხრეთ-დასავლეთი — ვაკე-დაბლობი. მთიანი ნაწილი აგებულია ცარცული ასაკის კირქვებით; უკიდურესი ჩრდილოეთი ზოლი — იურული პორფირიტებით, ტუფ-ქვიშაქვებით, ტუფ-ბრექჩიებით; გორაკ-ბორცვიანი ზონის აგებულებაში მონაწილეობს პალეოცენ-ეოცენური, მიოცენ-პლიოცენური კირქვები, მერგელები, თიხები, კონგლომერატები და ქვიშაქვები. სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი აგებულია მეოთხეული ასაკის რიყნარით, ქვიშებითა და თიხებით. რაიონის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს საშუალო სიმაღლის ინტენსიურად დაკარსტული ოხაჩქუის და ოისირედ ქედები, აგრეთვე აკიბის ქედი, სამხრეთით მოსდევს გორაკ-ბორცვიანი ზონა. ქ. გალის სამხრეთ-აღმოსავლეთით აღმართულია ანტიკლინური სერი სატანჯო (506 მ), კიდევ უფრო სამხრეთით, მდინარე ენგურამდე, გადაჭიმულია 20-30 მ სიმაღლის სამურზაყანოს ვაკე-დაბლობი. ზღვის ნაპირის გასწვრივ განვითარებულია დიუნები, მათ მიღმა სანაპირო ალაგ-ალაგ დაჭაობებულია. სასარგებლო წიაღისეულიდან აღსანიშნავია თაბაშირის (ოქუმი) საბადო.

ჰავა

გალის რაიონში ზღვის ნოტიო სუბტროპიკული ჰავაა. სამურზაყანოს დაბლობსა და გორაკ-ბორცვიან მთისწინეთში იცის რბილი ზამთარი და ცხელი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 4-6°C, ივლისი 24°C, აბსოლუტური მინიმალური — 10-12°C, აბსოლუტური მაქსიმალური 34-36°C. ნალექები 1646-1760 მმ წელიწადში. ნალექების მაქსიმუმი მოდის ზაფხულსა და შემოდგომაზე. მუსონური ხასიათის ქარები. მთიან ზონაში იცის ზომიერად ცივი ზამთარი და ხანგრძლივი თბილი ზაფხული. იანვრის საშუალო ტემპერატურა 2-იდან 0°C-მდეა, ივლისის 18-20°C, აბსოლუტური მინიმალური — 12-14°C. აბსოლუტური მაქსიმალური 32-34°C. ნალექები 1600-1800 მმ წელიწადში. აკიბისა და ოხაჩქუის ქედების თხემურ ნაწილში ჰაერის ტემპერატურა კიდევ უფრო დაბალია: იანვრის საშუალო ტემპერატურა 0-იდან — 2°C-მდეა, ივლისის 16°C; აბსოლუტური მინიმალური 14,-16°C, აბსოლუტური მაქსიმალური 32°C. ნალექები 1800-2000 მმ წელიწადში.

მოსახლეობა

მხარე / რაიონი-მუნიციპალიტეტი[2]1959 წ. აღწ.1970 წ. აღწ.1979 წ. აღწ.1989 წ. აღწ.1991'2002 წ. აღწ.
გალის59,619 73,256 75,538 79,440 79,600 ოკ. რუს. ფ.

მმართველობა

ეკონომიკა

კულტურა

ცნობილი ადამიანები

ღირსშესანიშნაობანი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი