გეორგი მიკოლაის ძე ბუშანი (უკრ. Георгій Миколайович Бущан, რუმ. Gheorghe Bușcean; დ. 31 მაისი, 1994) — უკრაინელი ფეხბურთელი, გამოდის კიევის „დინამოსა“ და უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში.

გეორგი ბუშანი
ბუშანი 2020 წელს
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
31 მაისი, 1994 (1994-05-31) (29 წლის)
დაბადების
ადგილი
ოდესა, უკრაინა
სიმაღლე196 სმ[1]
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
დინამო კიევი
ნომერი1
ახალგაზრდული კარიერა
2007–2009ჩორნომორეც ოდესა
2010–2011დინამო კიევი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2011–დინამო კიევი71(0)
2014–2015  დინამო-2 კიევი24(0)
ეროვნული ნაკრები
2010უკრაინა 16 წლ.6(0)
2009უკრაინა 17 წლ.1(0)
2011–2012უკრაინა 18 წლ.8(0)
2012–2013უკრაინა 19 წლ.2(0)
2020–უკრაინა13(0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

გეორგიმ კარიერა ოდესაში დაიწყო, სადაც „ჩორნომორეც ოდესას“ საფეხბურთო სკოლა გაიარა. თოთხმეტი წლის ასაკში გადავიდა კიევში, სადაც დაიწყო თამაში კიევის „დინამოს“ ახალგაზრდულ და სარეზერვო გუნდებში.[2] ის იყო კიევის „დინამოს“ შემადგენლობის წევრი 2011-12 წლებში. მისი დებიუტი კი გუნდში 2017 წლის 20 აგვისტოს, უკრაინის პრემიერ ლიგის შეხვედრაში, „ოლიმპიისკის“ სტადიონზე „სტალ კამიანსკეს“ წინააღმდეგ შედგა და კიეველთა გამარჯვებით 4–1 დასრულდა.[3] 2017 წლის 2 ნოემბერს შედგა მისი დებიუტი ევროტურნირებზე, კერძოდ უეფა-ს ევროპა ლიგის შეხვედრაში „იანგ ბოიზის“ წინააღმდეგ, რომელიც კიეველთა გამარჯვებით, 1–0 დასრულდა.[3] 2019–20 წლების სეზონიდან ბუშანი გუნდის მთავარ მეკარედ და ძირითადი შემადგენლობის წევრად ჩამოყალიბდა.

საერთაშორისო კარიერა

მისი დებიუტი უკრაინის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების რიგებში 2020 წლის 7 ოქტომბერს, საფრანგეთთან გამართულ ამხანაგურ შეხვედრაში შედგა, სადაც უკრაინა გასვლაზე 1–7 დამარცხდა.[4] სამი დღის შემდეგ ითამაშა ერთა ლიგის შეხვედრაში გერმანიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების წინააღმდეგ. კიდევ სამი დღის შემდეგ კი, 13 ოქტომბერს პირველად შეინახა კარი მშრალად ნაკრების რიგებში, ესპანეთთან გამართულ საშინაო შეხვედრაში, რომელიც უკრაინამ ანგარიშით 1–0 მოიგო.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო


🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი