გიორგი დარასელია

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დარასელია.

გიორგი დარასელია (დ.17 სექტემბერი, 1968, სენაკი) — ქართველი ყოფილი ფეხბურთელი და მწვრთნელი, ბოლოს წვრთნიდა ბოლნისის „სიონს“. იგი არის როგორც საქართველოს, ასევე ისრაელის მოქალაქე.

გიორგი დარასელია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
გიორგი დარასელია
დაბადების
თარიღი
17 სექტემბერი, 1968 (1968-09-17) (55 წლის)
დაბადების
ადგილი
სენაკი, საქართველოს სსრ
სიმაღლე176 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი/ნახევარმცველი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
1988-1989ტორპედო ქუთაისი45(9)
1989დინამო თბილისი9(0)
1990-1993ტორპედო ქუთაისი110(32)
1993-1995კოლხეთი-1913 ფოთი54(43)
1995-1996სამტრედია26(13)
1996-1997კოლხეთი-1913 ფოთი28(15)
1997-1998ჰაპოელი თელ-ავივი29(6)
1998იბერია სამტრედია8(2)
1998-1999ჰაპოელი ცაფრირიმი ხოლონი25(7)
1999-2002ჰაპოელი კფარ-საბა38(8)
2002-2004ჰაპოელი ცაფრირიმი ხოლონი39(12)
სულ411(147)
ეროვნული ნაკრები
1991-1999საქართველო9(2)
სამწვრთნელო კარიერა
2004-2006ჰაპოელი კფარ-საბა (თანაშემწე)
2006-2008ბნეი სახნინი (თანაშემწე)
2008-2012მაკაბი ხაიფა (თანაშემწე)
2012ჰაპოელი ბეერ-შევა (თანაშემწე)
2012დილა გორი
2013სკა-ენერგია ხაბაროვსკი
2013-2014ზუგდიდი
2014-2015ტორპედო ქუთაისი
2017-2018დილა გორი
2018სამტრედია
2019ბნეი სახნინი
2020მერანი
2021სიონი ბოლნისი
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

კარიერა

საკლუბო

პროფესიონალური კარიერა დაიწყო 1987 წელს ქუთაისის „ტორპედოში“, რომელიც თამაშობდა სსრკ–ს ჯერ მეორე, შემდეგ კი პირველ ლიგაში. 1989 წლის მეორე ნახევარში გადავიდა საბჭოთა კავშირის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე თბილისის „დინამოში“, სადაც 9 მატჩი ჩაატარა.

1990 წელს დაბრუნდა ტორპედოში, რომელიც უკვე საქართველოს უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა. ითამაშა შემდეგ ქართულ კლუბებში: ფოთის „კოლხეთი–1913“-სა და სამტრედიის „სამტრედიაში“. საუკეთესო მიღწევები ჰქონდა „კოლხეთი–1913“–თან ერთად, ორჯერ გახდა საქართველოს უმაღლესი ლიგის მეორეადგილოსანი და 1994/95 წლების სეზონში 26 გოლით გახდა სეზონის ბომბარდირი. საქართველოს ჩემპიონატში გატანილი აქვს 100–ზე მეტი გოლი.

1997 წელს გადავიდა თელ-ავივის „ჰაპოელში“, რომელთან ერთადაც გახდა ისრაელის საფეხბურთო ჩემპიონატის მეორე ადგილოსანი. ითამაშა კიდევ ორ ისრაელის პრემიერ ლიგაში მოასპარეზე კლუბში, მათთან ერთად ტიტული არ მოუპოვებია.

სანაკრებო

საქართველოს ეროვნულ ნაკრებში 1991-1999 წლებში ჩატარებული აქვს 9 მატჩი და შეძლო 2 გოლის გატანა.

სამწვრთნელო

2004 წელს, სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ დარასელია გახდა მწვრთნელის თანაშემწე კფარ–საბას „ჰაპოელში“, სადაც პროფესიონალური კარიერის 3 წელი გაატარა. ასევე ელიშა ლევისთან ერთად მუშაობდა სხვა ისრაელურ გუნდებში 2012 წლის სექტემბრამდე, მათ ორჯერ (2008-2009, 2010-2011) მოიპოვეს ისრაელის ჩემპიონატის ტიტული ხაიფას „მაკაბთან“ ერთად.

გიორგი დარასელიამ გაიარა სამწვრთნელო კურსები ისრაელის საფეხბურთო ასოციაციაში და 2010 წლის გაზაფხულზე მიიღო უეფა-ს PRO კატეგორიის ლიცენზია, რომელიც საშუალებას აძლევდა გაეწვრთნა პროფესიონალური გუნდი.

მას მიეცა შანსი ემუშავა დამოუკიდებელ მწვთნელად საქართველოში. 2012 წლის სექტემბერში გახდა უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე გორის „დილას“ თავკაცი. მისმა გაწვრთნილმა გუნდმა სატურნირო ცხრილში დაიკავა მეორე ადგილი, 18 დან 16 მატჩში გაიმარჯვა.

დარასელიას ეკუთვნის ქვეყნის რეკორდი: მის გარდა ვერც ერთმა საქართველოში მომუშავე მწვრთნელმა ვერ შეძლო უმაღლესი ლიგის ყველა გუნდის დამარცხება სათითოდ. გორის „დილას“ წვრთნიდა 2012 წლის 15 სექტემბრიდან ამავე წლის 18 ნოემბრამდე, ამ დროის განმავლობაში მისმა გუნდმა დაამარცხა უმაღლესი ლიგის ყველა (11) გუნდი.

2013 წლის იანვარში დარასელია გახდა რუსეთის ნაციონალური საფეხბურთო ლიგის კლუბ ხაბაროვსკის „სკა–ენერგიას“ მთავარი მწვრთნელი. 2013 წლის ნოემბრიდან სათავეში ჩაუდგა „ზუგდიდს“. „ზუგდიდში“ იმ დროს მივიდა, როცა გუნდს მხოლოდ ერთი მოგება და მონაგარში 7 ქულა ჰქონდა. ახალი მწვრთნელის ხელში, მეგრულმა კლუბმა 29 ქულის მოგროვება შეძლო, სეზონი კი 11-ე ადგილზე დაასრულა. მეგრული კლუბი გიორგი დარასელიამ 2014 წლის მაისში დატოვა.[1] ამავე წლის დეკემბერში დაინიშნა ქუთაისის „ტორპედოს“ მთავარ მწვრთნელად, მან რევაზ ძოძუაშვილი ჩაანაცვლა.[2][3]

ტიტულები

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი