გრანდ არკი

გრანდ არკი ანუ დიდი თაღი (ფრანგ. Grande Arche de la Fraternité) მონუმენტური ნაგებობა პარიზის ლა დეფანსის უბანში.

მონუმენტის პროექტისთვის საერთაშორისო კონკურსი საფრანგეთის პრეზიდენტის ფრანსუა მიტერანის ინიციატივით გამოცხადდა. დანიელი არქიტექტორი იოჰან ოტო ფონ სპრეკელსენის (1929-1987) პროექტი გახდა ტრიუმფალური თაღის მე-20 საუკუნის ვერსია: მონუმენტი ჰუმანურობისა და ჰუმანიტარული იდეალებისთვის, სამხედრო მიღწევების ნაცვლად. მშენებლობა 1982 წელს დაიწყო. სპრეკელსენის 1987 წელს გარდაცვალების შემდეგ მისი მოადგილე ფრანგი არქიტექტორი პოლ ანდრო ასრულებს შენობას 1990 წელს.

თაღი თითქმის სწორი კუბია (სიგანე 108 მ, სიმაღლე 110 მეტრი, სიღრმე 112 მ). შენობას მინითა და იტალიიდან ჩამოტანილი კარერას მარმარილოთი დაფარული რკინა-ბეტონის ჩონჩხი აქვს და იგი ფრანგულმა საინჟინრო კომპანია "ბუიჟე"–მ ააგო.


არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი