დალი (მხარე)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დალი.

დალი — ისტორიული მხარე აფხაზეთში, მდინარე კოდორის სათავეებში (ახლანდელი გულრიფშის მუნიციპალიტეტის ტერიტორია), წებელდის ნაწილი. XIX საუკუნეში დალის განაგებდა მარშანიების ფეოდალური საგვარეულოს ერთი შტო. დალი 1832 წელს ფორმალურად, ხოლო 1837 წელს ფაქტობრივად რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. 1840 წელს აქ სახალხო მღელვარებამ იფეთქა, რომელიც მეფის ჯარმა ჩაახშო. აჯანყების ყველაზე აქტიური მონაწილენი და მათი ოჯახის წევრები დალიდან გაასახლეს. 1867 წელს ცარიზმმა დალის მთელი მოსახლეობა წებელდის სხვა მცხოვრებლებთან ერთად ოსმალეთში გაასახლა (მუჰაჯირობა). შემდგომში აქ ზემო სვანეთიდან გადმოსული მოახალშენენი დასახლდნენ.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი