დამბო (2019 წლის ფილმი)

დამბო (ინგლ. Dumbo) — 2019 წლის ამერიკული სათავგადასავლო ფილმი, რომლის რეჟისორია ტიმ ბარტონი, ხოლო სცენარის ავტორი ერენ კრუგერი. ფილმი არის უოლტ დისნეის 1941 წლის ამავე სახელწოდების ანიმაციური ფილმის რიმეიქი, სადაც პერსონაჟები გაცოცხლებულები არიან. ფილმის სცენარი დაფუძნებულია ჰელენ აბერსონისა და ჰაროლდ პერლის რომანზე. ფილმში მონაწილეობენ კოლინ ფარელი, მაიკლ კიტონი, დენი დევიტო, ევა გრინი და ალან არკინი. სიუჟეტი მიჰყვება ოჯახს, რომელიც მუშაობს წარუმატებელ მოძრავ ცირკში, მათ სამყოფელში დაიბადება დიდ ყურებიანი სპილო, რომლესაც ფრენის უნარი აქვს.

„დამბო“
ინგლ. Dumbo
რეჟისორი ტიმ ბარტონი
პროდიუსერი

ჯასტინ სპრინგერიეჰრენ კრუგერიკატერლი ფრაუნფელდერი

დერეკ ფრეი
ეფუძნება

ოტო ენგლანდერის, ჯოე გრანტის და დიკ ჰიუმერის „დამბო“-ს;

ჰელენ აბერსონის და ჰაროლდ პერლის ,,დამბო, მფრინავი სპილო"-ს
როლებში
კომპოზიტორი დენი ელფმანი
მწარმოებელი კომპანია

Walt Disney Pictures;Tim Burton Productions;Infinite Detective Productions;

Secret Machine Entertainment;
დისტრიბუტორი

Walt Disney Studios;

Motion Pictures
გამოსვლის თარიღი 29 მარტი, 2019 წელი (ლოს-ანჯელესი)
ხანგრძლივობა 112 წუთი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 170 მილიონი აშშ დოლარი
შემოსავალი 353.3 მილიონი აშშ დოლარი

2014 წელს გამოქვეყნდა დამბოს ფილმის ადაპტაციის გეგმები, ხოლო 2015 წლის მარტში რეჟისორად დაადასტურეს ბარტონი. მსახიობთა უმეტესობამ ფილმზე ხელი მოაწერა 2017 წლის მარტში და ძირითადი გადაღებები 2017 წლის ივლისში დაიწყო ინგლისში, რაც ნოემბრამდე გაგრძელდა. ეს იყო ანომაციური ფილმების ოთხი რიმეიქიდან პირველი, რომლებიც დისნეიმ 2019 წელს გამოუშვა (ეს ფილმებია: ალადინი, მეფე ლომი და ლედი და მაწანწალა).

დამბოს პრემიერა შედგა ლოს-ანჯელესში 2019 წლის 11 მარტს, ხოლო თეატრალურად გამოვიდა შეერთებულ შტატებში 2019 წლის 29 მარტს. [1] ფილმის მსოფლიო შემოსავალმა 353 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, მისი თავდაპირველი ბიუჯეტი კი - 170 მილიონი აშშ დოლარი იყო. შემოსავლის მიხედვით დამბო დისნეის სხვა გაცოცხლებულ ანიმაციებზე ნაკლები შემოსავლის იყო, როგორებიცაა: ალადინი და ლომი მეფე. ფილმს არაერთგვაროვანი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსების მხრიდან, ზოგიერთ მათგანს ფილმი მოსწონდა, ზოგიერთი კი თვლიდა, რომ ის დამბოს ანიმაციას არ შეესაბამებოდა.

მსახიობები

  • კოლინ ფარელი, როგორც პირველი მსოფლიო ომის ვეტერანი ჰოლტ ფარიერი, ცირკის ყოფილი ცხენოსანი შემსრულებელი კენტუკიდან, რომელსაც მედიჩი ცირკის სპილოების მმართველის პოზიციას უბოძებს.[2][3]
  • ედ ოსმონდი დუმბოს როლში, ახალგაზრდა დიდყურება აზიური სპილო[4]
  • მაიკლ კიტონი როგორც ვანდევერე, დაუნდობელი და იდუმალი მეწარმე და გასართობი პარკის მფლობელი, რომელიც ყიდულობს მედიჩის ცირკ დამბოს ექსპლუატაციისთვის მისი ბოჰემური გასართობი პარკის, Dreamland–ისთვის.
  • დენი დევიტო მაქს მედიჩის როლში, ხმაურიანი, ენერგიული და მხიარული ძმები მედიჩების ცირკის მფლობელი[5]
  • ევა გრინი, როგორც კოლეტ მარჩანტი, მშვიდი და მშვენიერი ფრანგი ტრაპეციის შემსრულებელი და ვანდევერის ხელოვანი მეგობარი გოგონა, რომელიც დრიმლენდში მუშაობს.[6]
  • ალან არკინი, როგორც ჯ. გრიფინ რემინგტონი, ინვესტორი.[7]
  • ნიკო პარკერი, როგორც მილი ფარიერი, ჰოლტის ცნობისმოყვარე მეცნიერი, ქალიშვილი. [8]
  • ფინლი ჰობინსი ჯო ფარიერის როლში, ჰოლტის აღფრთოვანებული შვილი.
  • როშან სეთი, როგორც პრამეშ სინგჰი, გველის მომთვინიერებელი. [9]
  • დეობია ოპარეი როგორც რონგო, ძლიერი ადამიანი, რომელიც ასევე მუშაობს როგორც ცირკის ბუღალტერი.[10][11]
  • ჯოზეფ გატი, როგორც ნილს სკელიგი, სამხრეთ აფრიკელი მონადირე და ვანდევერის მარჯვენა ხელი.[12]
  • მიგელ მუნოზ სეგურა, როგორც ივანე, ილუზიონისტი.[13]
  • შერონ რუნი მის ატლანტიდას როლში, ქალთევზების შემსრულებელი. [14]
  • ზენაიდა ალკალდე, როგორც ეკატერინე დიდი, ილუზიონისტი და ივანის ცოლი.[15]

წარმოება

განვითარება და სცენარის შექმნა

ტიმ ბარტონი, რომელიც ფილმის რეჟისორად 2015 წლის მარტში აირჩიეს.

ადრეული განვითარება დამბოს ცოცხალი მოქმედების ადაპტაციისთვის დაიწყო 2014 წელს, როდესაც ერენ კრუგერმა პროდიუსერ დერეკ ფრეის მისცა.[16] 2014 წლის 8 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ფილმი იქმნებოდა Walt Disney Pictures- ის დაკვეთით. კრუგერი გამოცხადდა, როგორც სცენარისტი, ხოლო ჯასტინ სპრინგერი, როგორც პროდიუსერი, კრუგერთან ერთად.[17] 2015 წლის 10 მარტს რეჟისორად გამოცხადდა ტიმ ბარტონი.[18] 2017 წლის 15 ივლისს დისნეიმ გამოაცხადა, რომ დამბო გამოვიდოდა 2019 წლის 29 მარტს. [19]

ფილმში არ არის ნაჩვენები მოლაპარაკე ცხოველები, ამის სანაცვლოდ ყურადღება გამახვილებულია ადამიანებზე. [20] როგორც ორიგინალ ფილმში, დამბო გამოსახავს გმირს, როგორც სიმბოლურ ფიგურას, რომელიც არ ნებდება და იყენებს მათ შეზღუდულ შესაძლებლობებს, როგორც უპირატესობას. [21] კრუგერმა დაწერა სცენარი იმისთვის, რომ ,,შეესწავლა თუ როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ცირკის თანამშრომლებს დამბოს მოგზაურობასთან".[22]

ფილმის აფიშა ავტობუსზე, ჰონგ კონგის კუნძულზე .

მსახიობები

2017 წლის იანვარში გამოცხადდა, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა უილ სმიტთან, რომელიც სპილოს მეგობარი ბავშვების მამის როლს შეასრულებდა.[23] მოგვიანებით სმიტმა ამ როლზე უარი განაცხადა სხვა ფილმებში მონაწილეობის გამო.[24] მან მიიღო მონაწილეობა ჯინის როლში დისნეის <i id="mw8Q">ალადინის</i> რიმეიქში.[25] როლი შესთავაზეს ბილ ჰადერს, კრის პაინს და კეიზი აფლეკს, მაგრამ საბოლოოდ კოლინ ფარელი აირჩა.[26]

2017 წლის მარტში, ბურტონთან ხშირად მომუშავე მსახიობები, ევა გრინი და დენი დევიტო ფილმში მონაწილე მსახიობების ჯგუფს შეუერთდნენ.[27][28][29][30] სიმაღლის შიშის გამო, გრინი ვარჯიშობდა აეროლისტ კეტრინ არნოლდთან და ქორეოგრაფთან ფრენ ჯეინსთან, ამ როლისთვის მომზადების მიზნით.[31] 2017 წლის აპრილში, ბარტონის ფილმების კიდევ ერთი ვეტერანი, მაიკლ კიტონი, დამბოს შეუერთდა. [32]2017 წლის ზაფხულში მსახიობებს შეუერთდნენ დეობია ოპარეი, ჯოზეფ გეტი და ალან არკინი.[33][34][35]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი