ჰონგ-კონგი (კუნძული)

ჰონგ-კონგის სიდიდით მეორე კუნძული

ჰონგ-კონგი (ინგლ. Hong Kong Island; ჩინ.: 香港島) — კუნძული ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული რეგიონის სამხრეთ ნაწილში. 2008 წლის მონაცემებით მისი მოსახლეობა 1 289 500 კაცს შეადგენდა[1], ხოლო სიმჭიდროვე 16 390 ადამიანს კმ²-ზე[2]. პირველი ოპიუმის ომის დროს როდესაც გაერთიანებულმა სამეფომ კუნძულის ოკუპაცია მოახდინა, მასზე მხოლოდ 3000 კაცი ცხოვრობდა და რამდენიმე მეთევზეთა სოფლისგან შედგებოდა. კუნძული გაერთიანებულ სამეფოს ოფიციალურად, 1842 წელს ნანკინის ხელშეკრულებით უვადოდ გადაეცა და დედოფალ ვიქტორიას პატივსაცემად ქალაქი ვიქტორია დაარსდა.

ჰონგ-კონგი
მშობ. სახელი: 香港島 / Hong Kong Island

კუნძულ ჰონგ-კონგის ხედი ნორთ-პოინტიდან, შებინდებისას.
გეოგრაფია

მდებარეობა
ჰონგ-კონგში
მდებარეობა სამხრეთი ჩინეთი
კოორდინატები კოორდინატები: განედი არ არის მითითებული
ფართობი 78.59 კმ²
უმაღლესი წერტილი 573.3 მ
ვიქტორიას პიკი
ჰონგ-კონგი
აღმასრულებელი ხელმძღვანელი ლიან ჯენინი
დემოგრაფია
მოსახლეობა 1,289,500 (2008)
სიმჭიდროვე 16,390 კაცი /კმ²
ეთნიკური ჯგუფები ჩინელები 88.5%, ფილიპინელები 4%, ინდონეზიელები 2.4%, თეთრები 2.4%

კუნძულის ცენტრალური ტერიტორია წარმოადგენს ჰონგ-კონგის ისტორიულ, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ცენტრს. კუნძულის ჩრდილოეთი სანაპირო ქმნის ვიქტორიას ნავსადგურის სამხრეთ ნაპირს, რომელსაც ღრმაწყლიანობის გამო უდიდესი წვლილი მიუძღვის ჰონგ-კონგის განვითარებაში.

კუნძულზე მდებარეობს ჰონგ-კონგის უამრავი ღირსშესანიშნაობა, რომელთა შორისაა ვიქტორიას პიკი, Ocean Park, მრავალი ისტორიული ადგილი და უმსხვილესი სავაჭრო ცენტრები. კუნძულის მთიანი ნაწილი ასევე განთქმულია საფეხმავლო ტურიზმით. კუნძულ ჰონგ-კონგის ჩრდილოეთი ნაწილი კოულუნთან ერთად ქმნის ჰონგ-კონგის ურბანული ზონის ბირთვს. მათი საერთო ფართობი დაახლოებით 88.3 კმ²-ია, ხოლო საერთო მოსახლეობა (კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი და კოულუნი) დაახლოებით 3 156 500 კაცი. მიახლოებითი სიმჭიდროვე შეადგენს 35 700 კაცს/კმ²-ზე.

ადგილობრივები კუნძულს ხშირად „ჰონგ-კონგის მხარეს“ ან „კუნძულის მხარეს“ ეძახდნენ. ეს სტილი ადრე სხვა ბევრი ადგილისთვისაც გამოიყენებოდა (მაგ. ჩინეთის მხარე და სხვ.), მაგრამ ამჟამად მხოლოდ „კოულუნის მხარის“ აღმნიშვნელად გამოიყენება და ნავსადგურის ორ მხარეს გულისხმობს[3]. აღნიშნული ფორმა ადრეულ პერიოდში ძალიან იყო გავრცელებული ბრიტანეთში[4].

გარეუბნები/დასახლებები

კუნძული ჰონგ-კონგი მოიცავს ჰონგ-კონგის შემდეგ გარეუბნებს/დასახლებებს:

  • აბერდინი
  • საადმირალო
  • აპ-ლეი-ჩაუ
  • კოსვეი-ბეი
  • ცენტრალი/ჩონგ-ვანი
  • ჩაი-ვანი
  • კიბერპორტი
  • დიპ-უოტერ-ბეი
  • აღმოსავლეთი მიდ-ლეველსი
  • ფორტრეს-ჰილი
  • ჰეპი-ველი
  • კენედი-ტაუნი
  • მიდ-ლეველსი
  • მაუნტ-დევისი
  • ნორთ-პოინტი
  • პოკ-ფუ-ლამი
  • კუარი-ბეი
  • რეპულს-ბეი
  • საი-ვან-ჰო
  • საი-ვანი
  • საი-იინგ-პუნი
  • სენდი-ბეი
  • შაუ-კეი-ვანი
  • შეკ-ო
  • შეკ-ტონგ-ცუი
  • შეუნგ-ვანი
  • სიუ-საი-ვანი
  • სო-კონ-პო
  • სტენლი
  • ტაი-ჰანგი
  • ტაი-ტამი
  • ტინ-ჰაუ
  • ვიქტორიას პარკი
  • ვიქტორიას პიკი
  • ვან-ჩაი
  • დასავლეთი მიდ-ლეველსი
  • ვონგ-ჩუკ-ჰანგი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი