ტიმ ბარტონი

ტიმოთი უილიამ ბარტონი (ინგლ. Timothy William Burton; შემოკლებით ტიმ ბარტონი; დ. 25 აგვისტო, 1958, ბერბანკი, კალიფორნია, აშშ) — ამერიკელი კინორეჟისორი, ანიმატორი და მწერალი-სცენარისტი. თანამედროვე სანახაობითი კინოს ოსტატი, საკუთარ ნაწარმოებებში შავ იუმორსა და მაკაბრულ ელემენტებს იყენებს. მის ფილმებში ხშირად თამაშობს ჯონი დეპი.

ტიმ ბარტონი

კინორეჟისორი, ანიმატორი, მწერალი-სცენარისტი
მშობლიური სახელი Tim Burton
დაბადების თარიღი 25 აგვისტო, 1958 (1958-08-25) (65 წლის)
ბერბანკი, კალიფორნია
საქმიანობა რეჟისორი
მეუღლე(ები) ჰელენა ბონემ კარტერი (2001-2014)

ბიოგრაფია

ბარტონმა კარიერა დაიწყო, როგორც დისნეის სტუდიის ანიმატორმა. სარეჟისორო დებიუტი შედგა 1985 წელს ფილმით „პი-ვის დიდი თავგადასავალი“, რასაც 1988 წელს მოჰყვა „ბიტლჯუსი“. 1980-იანების ბოლოს გადაიღო ორი ფილმი სუპერგმირ ბეტმენის შესახებ: „ბეტმენი“ (1989) და „ბეტმენი ბრუნდება“ (1992). 1991 წელს გადაიღო „მაკრატელისხელება ედვარდი“, რომელიც წარმოადგენდა გოთიკურ სტილში გადაღებულ სასიყვარულო ისტორიას. იყო პროდიუსერი 1993 წელს გამოსული ფილმისა „კოშმარი შობის წინ“, რომელმაც დიდ წარმატებას მიაღწია. 1994 წელს გადაიღო ბიოგრაფიული ფილმი „ედ ვუდი“. 1996 წელს გადაიღო სამეცნიერო-ფანტასტიკა „მარსი გვიტევს!“, რომელიც საკულტო კლასიკად იქცა. 1999 წელს გადაიღო გოთიკური ჰორორ ფილმი „მთვლემარე სიცარიელე“. 2001 წელს გადაიღო „მაიმუნების პლანეტის“ რიმეიკი. 2003 წელს გადაიღო ფილმი „დიდი თევზი“,. რასაც მოჰყვა „პატარძალი-გვამი“ და „ჩარლი და შოკოლადის ქარხანა“ 2005 წელს. 2007 წელს გადაიღო მიუზიკლი „სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან“, 2010 წელს გადაიღო 3D ფილმი „ალისა საოცრებათა ქვეყანაში“, ხოლო 2012 წელს — „ფრანკენუინი“. 2014 წელს გადაიღო ფილმი „დიდი თვალები“. ბარტონის მომავალი ფილმებია „მისს პერეგრინის უცნაური ბავშვების სახლი“ (2016) და „ბიტლჯუს 2“ (2017).

ფილმოგრაფია

წელიფილმირეჟისორიპროდიუსერისცენარის ავტორი
1982ვინსენტი
Y
Y
1984ფრანკენუინი
Y
Y
1985პი-ვის დიდი თავგადასავალი
Y
1988ბიტლჯუსი
Y
1989ბეტმენი
Y
1990მაკრატელისხელება ედვარდი
Y
Y
Y
1992ბეტმენი ბრუნდება
Y
Y
1993კოშმარი შობის წინ
Y
Y
1994იუნგა
Y
ედ ვუდი
Y
Y
1995ბეტმენი სამუდამოდ
Y
1996ჯეიმზი და გიგანტური ატამი
Y
მარსი გვიტევს!
Y
Y
1999მთვლემარე ხეობა
Y
2001მაიმუნების პლანეტა
Y
2003დიდი თევზი
Y
2005ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
Y
პატარძალი-გვამი
Y
Y
2007სუინი ტოდი: დემონი-დალაქი ფლიტ-სტრიტიდან
Y
20099
Y
2010ალისა საოცრებათა ქვეყანაში
Y
2012ბნელი ჩრდილები
Y
აბრაჰამ ლინკოლნი: ვამპირებზე მონადირე
Y
ფრანკენუინი
Y
Y
Y
2014დიდი თვალები
Y
Y
2016ალისა საოცრებათა ქვეყანაში: სარკის გავლით
Y
მისს პერეგრინის უცნაური უცნაური ბავშვების სახლი
Y

ანიმატორი

  • მელა და ძაღლი არ არის მითითებული (1981) - დამატებითი ანიმატორი, პერსონაჟი ’’ვიქსი’’
  • ტრონი არ არის მითითებული (1982)
  • შავი კარდალა (არ გამოიყენეს მის მიერ შექმნილი ფონები) არ არის მითითებული, (1985)

პროდიუსერი

როგორც მიწვეული სტუმარი

  • მარტოსულები (1992)
  • ჰოფა (1992)
  • კოშმარი შობის წინ (სცენა ამოჭრილია)

ინტერნეტ-ანიმაცია

  • სტენბოის სამყარო (2000)

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი