დარემის კათედრალი

დარემის ქრისტეს, წმინდა მარიამისა და წმინდა კუბერტის საკათედრო ტაძარი, ცნობილი, როგორც დარემის კათედრალი (ინგლ. Durham Cathedral) — რელიგიური ნაგებობა ინგლისის ქალაქ დარემში, ანგლიკანური ეკლესიის დარემის საეპისკოპოსოს ცენტრი. საეპისკოპოსო სათავეს 995 წლიდან იღებს, ხოლო ეკლესიას 1093 წელს ჩაეყარა საფუძველი. კათედრალი ნორმანული არქიტექტურის ერთ-ერთ პირველ მაგალითად მიიჩნევა. 1986 წლიდან, დარემის ციხესიმაგრესთან ერთად შესულია იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.

დარემის ციხესიმაგრე და კათედრალი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანაგაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიii, iv, vi
სია[1]
რეგიონი**ევროპა
კოორდინატები54°46′29″ ჩ. გ. 1°34′34″ დ. გ. / 54.77472° ჩ. გ. 1.57611° დ. გ. / 54.77472; -1.57611
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1986  (მე-10 სესია)
ნომერი370
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 370
ინგლ.რუს.ფრ.

დღევანდელმა ნაგებობამ X საუკუნის ე.წ. „თეთრი ეკლესია" ჩაანაცვლა, რომელიც წმინდა კუბერტ ლინდისფარნელის სახელობის მონასტრის სამლოცველო იყო. კათედრალის საგანძურს დღეს შეადგენს წმინდა კუბერტის წმინდა ნაწილები, წმინდა ოსვალდ ნორტუმბრიელის თავი და საპატიო ბედას ნაშთები.

კათედრალს მეტად სტრატეგიული მდებარეობა უკავაია - მდებარეობს მაღალ კონცხზე, მდინარე უირის თავზე. 1080 წლიდან XIX საუკუნემდე, საეპოსკოპოსოს მმართველი თავადი ეპისკოპოსის ტიტულს ატარებდა რელიგიურთან ერთად სამხედრო ძალაუფლებასაც ფლობდა. დარემის ციხესიმაგრე სწორედ მის რეზიდენციად აიგო. დარემის ეპისკოპოსი ინგლისის ეკელსიის იერარქიაში მეოთხე ადგილზეა და გაერთიანებული სამეფოს მონარქის კორონაციის დროს მის მარჯვნივ დგას.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი