ეთნიკური რელიგია

ტერმინი რელიგიათმცოდნეობაში, რომელიც გამოიყენება იმ რელიგიათა მიმართ, რომლებიც დაკავშირებულ

ეთნიკური რელიგია — ტერმინი რელიგიათმცოდნეობაში, რომელიც გამოიყენება იმ რელიგიათა მიმართ, რომლებიც დაკავშირებულია ერთ რომელიმე ეთნიკურ ჯგუფთან. ეთნიკური რელიგიებს განასხვავებენ რელიგიებისგან, რომლებიც არ შემოიფარგლება ეთნიკური თუ ნაციონალური თვალსაწიერით, როგორც მაგალითად, ქრისტიანობა და ისლამი.[1] გლობალური რელიგიების ზოგიერთ ლოკალიზებულ დენომინაციას მხოლოდ კონკრეტული ეთნიკური ჯგუფი მისდევს, მაგალითად, ასურელები, რომლებიც ქრისტიანობის დენომინაციურ სტრუქტურას — აღმოსავლეთის ასურულ ეკლესიას მისდევენ.

ინდუიზმი, ინდოეთის ეთნიკური რელიგია. ფოტოზე ღმერთი შივა

ეთნიკური რელიგიები განსხვავებულია თავიანთი ურთიერთობებით კონკრეტულ ეთნიკურ ჯგუფთან და ხშირად ეთნიკური იდენტობისადმი სოლიდარულ ფორმას იღებს.[2] ზოგიერთი ეთნიკური რელიგია რიცხობრივად ძალიან ძლიერია, მაგალითად, ინდუიზმი ინდოელებში, იუდაიზმი ებრაელებში, შენიზმი ჩინელებში, შინტოიზმი იაპონელებში. ხშირად, დიასპორული ჯგუფები ეთნიკურ რელიგიას ინარჩუნებენ, რითაც ცდილობენ შეინარჩუნონ განსხვავებული ეთნიკური იდენტობა, როგორც ეს კარიბის ზღვის აუზში მცხოვრები ინდოელების შემთხვევაშია,[3] რომლებიც ინდუიზმს აღიარებენ ან აფრო-ამერიკელებში, რომლებიც ტრადიციულ აფრიკულ რელიგიებს მისდევენ.[4]

ზოგმა უძველესმა ეთნიკურმა რელიგიამ, მაგალითად, რომლებიც ევროპის მოდერნისტულ ხანამდე ჩამოყალიბენდნ, ახალი სიცოცხლე ნეოპაგანიზმში ჰპოვეს.[5] გარდა ამისა, ისეთი არაეთნიკური რელიგია, როგორიცაა ქრისტიანობა, ცნობილია, რომ იძენს ეთნიკურ თვისებებს იმის აღსანიშნავად, რომ მან დიდი როლი შეასრულა ამ ერის ეთნიკური იდენტობის ჩამოყალიბებაში.[6]

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი