ელიზაბეთ ჰერლი

ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი (ინგლ. Elizabeth Hurley; დ. 10 ივნისი, 1965) — ინგლისელი მოდელი და მსახიობი.

ელიზაბეთ ჰერლი

ჰერლი 2015 წელს
დაბადების სახელი ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი
დაბადების თარიღი 10 ივნისი, 1965 (1965-06-10) (58 წლის)
ბესინგსტოკი, დიდი ბრიტანეთი
საქმიანობა მოდელი
მსახიობი
აქტიური 1987–დღემდე

ელიზაბეთ ჯეინ ჰერლი დაიბადა ქალაქ ბესინგსტოკში, დედამისის, სკოლის მასწავლებლის[1] — ანჟელა ჰერლისა და მამამისის, ბრიტანეთის არმიის მაიორის — როი ლეონარდ ჰერლის ოჯახში.[1] ჰყავს უფროსი და კეიტი, და უმცროსი ძმა მაიკლ ჯეიმზ ჰერლი.[2] ახალგაზრდა წლებში მოცეკვავის სურვილით გატაცებული, სწავლობდა ბალეტს, მოგვიანებით კი დაეუფლა ცეკვას. 1995 წელს ჰერლი იყო ამერიკული კომპანიის „Estée Lauder Companies“-ის მოდელი.[3] სამჯერ აღმოჩნდა ჟურნალ „ვოგის“ გარეკანზე.[4]

კინოში ელიზაბეთ ჰერლის დებიუტი შედგა 1987 წელს ფილმში „არია“.[1] სხვადასხვა დროს ითამაშა ფილმებში: „ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინა“, „ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანა“, „თაღლითები“, „სურვილებით დაბრმავებული“ და სხვ. მოღვაწეობს აგრეთვე როგორც ქველმოქმედი.

ჰერლი მრავალი წლის განმავლობაში ურთიერთობაში იმყოფებოდა მსახიობ ჰიუ გრანტთან. 2000 წელს წყვილი ერთმანეთს გაშორდა.[5] 2002 წლის 4 აპრილს ჰერლის სტივ ბინგისგან შვილი შეეძინა,[6] თუმცა ბინგი მამობას უარყოფდა და აღნიშნავდა, რომ მასსა და ჰერლის შორის საამისოდ ურთიერთობა მეტად ხანმოკლე იყო.[7] დნმ-ის ხარჯზე გამოვლინდა, რომ ბავშვის მამა არის სტივ ბინგი.[8] 2002 წლიდან ჰერლი ურთიერთობაში იმყოფებოდა არუნ ნაიართან. 2007 წლის 2 მარტს წყვილი დაქორწინდა, თუმცა ოთხი წლის შემდეგ 2011 წლის 15 ივნისს ერთმანეთს დაშორდნენ. ჰერლი ურთიერთობაში იმყოფებოდა აგრეთვე ავსტრალიელ სპორტსმენთან შეინ უარნისთან.[9][10]

ფილმოგრაფია

წელისახელწოდებაროლიშენიშვნა
1983არიამარიეტა
1986ინპექტორი მორსიჯულია1 ეპიზოდი: უკანასკნელი მოწყენილი ხედვა
1988ნიჩბის მოსმა ქარის მიმართულებითკლერ კლერმონიგონსალო სუარესის ფილმი
1988კრისტაბელიკრისტაბელიბბს სერიალი
1989ნებაყოფლობითი საქმეკრისტინასერიალი
1990სიკვდილს აქვს ცუდი რეპუტაციაჯულიასერიალი
1990სასიკვდილო კრუიზილოუ
1991ორქიდეის სახლინატალი1 ეპიზოდი: ნატალი
1992კარგი ბიჭებიკანდიდა ეშტონი1 ეპიზოდი: მიმართებითი მნიშვნელობა
1992დიდი ზამთარიემა სტეპლტონი
1992ახალგაზრდა ინდიანა ჯოუნსის ქრონიკებივიკი პრენტისი1 ეპიზოდი: ლონდონი, 1916 წლის მაისი
1992მგზავრი 57საბრინა რიტჩი
1994ბედლამისტეფანი ლიელი
1994შარპის მტერილედი ფერთინგდეილიერთი ეპიზოდი
1995დეტექტივ ჰარისონის ახალი საქმესესილია ჰარისონისატელევიზიო ფილმი
1995ცოფიანი ძაღლები და ინგლისელებიანტონია დაიერიჰენრი კოულის ფილმი
1996სამსონი და დალილადალილასატელევიზიო ფილმი
1997სახიფათო მიწაკარენი
1997ოსტინ პაუერსი: საერთაშორისო ადამიანი გამოცანავანესა კენსინგტონი
1998მუდმივი შუაღამესანდრა
1999ჩემი ფავორიტი მარსიანელიაბრეის ჩანინგი
1999ედი ტელევიზორიდანჯილი
1999ოსტინ პაუერსი: შპიონი რომელმაც შემაცდინავანესა
2000წყლის წონაედელაინ განიკეთრინ ბიგელოუს ფილმი
2000სურვილებით დაბრმავებულიეშმაკი
2001ბოროტების გზაენ ბიმერი
2002ცუდი ბიჭიანა ლოკჰარტი
2002თაღლითებისარა მური
2004მეთოდირებეკა
2008ვალენტინო: უკანასკნელი იმპერატორითავის თავიდოკუმენტური
2010გაკეთებულია რუმინეთშითავის თავი
2014ვიქტორიალექსანდრა ივანოვი

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი