ეტნა

ეტნა (იტალ. Etna) — მოქმედი ვულკანი იტალიაში, კუნძულ სიცილიაზე. სიმაღლე 3357 მ. ამჟამად ყველაზე მაღალი და ყველაზე აქტიური ვულკანია ევროპაში. მისი სიმაღლის მითითება ზუსტად შეუძლებელია, ვინაიდან ის მუდამ იცვლება ამოფრქვევებისა და შლაკების ამოსხმის გამო. ეტნას 400-მდე გვერდითი კრატერი და მრავალი ლავური ნაკადი აქვს.

ეტნა
ეტნა
ეტნა
კოორდინატები: 37°45′04″ ჩ. გ. 14°59′45″ ა. გ. / 37.75111° ჩ. გ. 14.99583° ა. გ. / 37.75111; 14.99583
ქვეყანაიტალიის დროშა იტალია
სიმაღლე3357 
შეფარდებითი სიმაღლე3357 
იზოლაცია999 კმ
ტიპისტრატოვულკანი
ასაკი350,000 – 500,000
ბოლო ამოფრქვევა27 აპრილი 2017
ეტნა — იტალია
ეტნა
ეტნა — სიცილია
ეტნა

ეტნა საშუალოდ სამ თვეში ერთხელ ამოაფრქვევს ლავას. სტატისტიკურად ვულკანი 150 წელიწადში ერთხელ რომელიმე დასახლებას ანადგურებს. თუმცა გაცივებული ლავის გამო ეტნის გარშემო ნიადაგი განსაკუთრებით ნაყოფიერია და მის კალთებზე ხილს, ზეთისხილსა და ვენახს აშენებენ. ვულკანის ამოფრქვევა ჯერ კიდევ უძველეს ხანებში დასტურდება. ანტიკური ხანის ავტორები ასახელებენ ძვ. წ. 479 და 425 წლებს.

1981 წელს მის ირგვლივ ეროვნული ნაკრძალი შეიქმნა. ჩვეულებრივი ავტომობილით ეტნაზე 1900 მეტრის სიმაღლეზე შეიძლება ასვლა. აქედან საბაგირო გზას 2550 მეტრამდე აჰყავს დამთვალიერებლები, რის შემდეგაც 45 ევროდ საცალფეხო ბილიკებით 2925 მეტრის სიმაღლემდეა შესაძლებელი ასვლა. ძლიერი ამოფრქვევა მოხდა 1669 წელს, როცა ლავურმა ღვარმა ქალაქ კატანიამდე მიაღწია და ნაწილობრივ დაანგრია იგი.[1]

მითოსის თანახმად, სწორედ ეტნა დაამხო ზევსმა თავზე საზარელ ტიფონს. მას შემდეგ ურჩხული ხანდახან წამოყოფს ხოლმე თავს და დაგროვილ ცეცხლსა და ლავას აფრქვევს თავისი ხახიდან. სხვა ვერსიით კი ეტნას მთის სიღრმეში მდებარეობდა ჰეფესტოს სამჭედლო.[2] მთის სიახლოვეს ცხოვრობდა ნიმფა ეტნა.

2013 წლის ივნისში ეტნა შეიყვანეს მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში.[3]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი