ვასილკივის ბრძოლა

(გადამისამართდა გვერდიდან ვასილკივისათვის ბრძოლა)
ვასილკივის ბრძოლა
კიევისათვის ბრძოლის ნაწილი

პროფესიული ლიცეუმი ბრძოლების შემდეგ
თარიღი 26 თებერვალი, 2022
მდებარეობა ვასილკივი, კიევის ოლქი, უკრაინა
შედეგი უკრაინის გამარჯვება
მხარეები
რუსეთის დროშა რუსეთიუკრაინის დროშა უკრაინა
სამხედრო ნაწილები
რუსეთის დროშა რუსეთის შეიარაღებული ძალები
  • რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალები
უკრაინის დროშა უკრაინის შეიარაღებული ძალები
დანაკარგები
მოკლულთა რაოდენობა უცნობია, 2 ჩამოგდებული ილ-76 (უკრაინის თანახმად)მოკლულთა რაოდენობა უცნობია, 200+ დაჭრილი[2]
ვასილკივის ბრძოლა ვიკისაწყობში

ვასილკივის ბრძოლა — სამხედრო შეტაკება რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის 2022 წლის 26 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის დროს.[3]

ბრძოლა

26 თებერვალს, გამთენიისას, რუსეთის საჰაერო-სადესანტო ძალების მედესანტეებმა დაიწყეს ქალაქ ვასილკივთან დაშვება. იგი კიევიდან სამხრეთით 40 კმ-ში მდებარეობს. მიზანს წარმოადგენდა ვასილკივის ავიაბაზის დაკავება. ქალაქში მძიმე ბრძოლები გაიმართა რუს მედესანტეებსა და უკრაინელ დამცველებს შორის.[4][5]

ამერიკელი და უკრაინელი ოფიციალური პირების მიხედვით, 01:30 საათზე უკრაინულმა გამანადგურებელმა სუ-27-მა ჩამოაგდო რუსული ილ-76, რომელშიც მედესანტეები იმყოფებოდნენ.[6][7] 03:20 საათზე მეორე ილ-76 ჩამოაგდეს ახლომდებარე ქალაქ ბილა-ცერქვასთან.[8][9][10]

ვასილკივის მერმა ნატალია ბალასინოვიჩმა განაცხადა, რომ შეტაკებების დროს 200-ზე მეტი უკრაინელი დაიჭრა.[11][12] მოგვიანებით მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინულმა ძალებმა მოიგერიეს რუსი მედესანტეების თავდასხმა ქალაქთან ახლოს მდებარე ავიაბაზაზე და ცენტრალურ ქუჩაზე, ქალაქში კი ვითარება დაწყნარდა.[13][14]Wall Street Journal იტყობინებოდა, რომ უკრაინული ძალები დილით ქალაქში პატრულირებდნენ და რუს ჩამორჩენილ ჯარისკაცებს ეძებდნენ.[15][16]

შემდგომი მოვლენები

27 თებერვალს, გამთენიისას, ვასილკივში მდებარე ნავთობის საცავს რუსული რაკეტა მოხვდა და ცეცხლი გაუჩნდა.[17] 12 მარტს რუსული სარაკეტო თავდასხმის შედეგად განადგურდა ავიაბაზა.[18]

2 აპრილს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ კიევის ოლქიდან (სადაც მდებარეობს ვასილკივი) რუსული ნაწილების გასვლის შემდეგ მთელ ოლქზე კონტროლი აღადგინა ცენტრალურმა ხელისუფლებამ.[19]

იხილეთ აგრეთვე

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი