ვეჯინის წმინდა ნინოს ეკლესია

ვეჯინის წმინდა ნინოს ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვეჯინისსამხრეთ-დასავლეთით, ვეჯინის ხევის მარჯვენა ნაპირზე, აბაშიძეების კოშკისაღმოსავლეთით ოციოდე მეტრზე. თარიღდება XVII-XVIII საუკუნეებით.

ეკლესია დარბაზულია. ნაგებია რიყის ქვითა და კვადრატული აგურით. ძლიერაადაზიანებული: ჩამონგრეულია კამარის უმეტესი ნაწილი, განივი ფასადების ზედანაწილი მონგრეულია, ინტერიერი, დაახლოებით 0,5 მეტრის სიმაღლეზე ამოვსებულიამიწითა და ნანგრევებით.

ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს — სამხრეთი კედლის დასავლეთ ნაწილში და დასავლეთ კედლის ღერძზე. ორივე კარი თაღოვანია, გამოყვანილია აგურით და გარედან აგურითვე ნაწყობ, საფეხურებით შეღრმავებულ სწორკუთხა არეშია ჩასმული, რასაც საფეხუროვანი ფრიზი აგვირგვინებს. დასავლეთი კარის თავზე მცირე სიღრმის ნიშაა. ეკლესიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული აფსიდით, რომელშიც გაჭრილია თაღოვანი სარკმელი, აფსიდში აგურით მოპირკეთებული სამი შეისრულთაღოვანი ნიშაა, მათგან ერთი სარკმლის სამხრეთითაა, ორი — ჩრდილოეთით. თითო მსგავსი ნიშაა გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში. მათ ზემოთ, აფსიდისმხრებთან ახლოს, თითო თაღოვანი სარკმელია; ერთი სარკმელია დასავლეთ შესასვლელის ზემოთ, რომელსაც გადახურვა ჩამოშლილი აქვს. გრძივი კედლების შუაში და დასავლეთის ორივე კუთხეში მოწყობილია თითო ერთსაფეხურიანი პილასტრი, რომლებზეც გადაყვანილია შეისრული კამარის საბჯენი თაღები.

ეკლესიის აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობით გამოყვანილიასაფეხურით შეღრმავებული ტოლმკლავა ჯვარი.

ლიტერატურა

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი