ვუგარ გაშიმოვი

ვუგარ გაშიმოვი (აზერ. Vüqar Həşimov; დ. 24 ივლისი, 1986, ბაქო, აზერბაიჯანი — გ. 11 იანვარი, 2014, ჰაიდელბერგი, გერმანია) — აზერბაიჯანელი მოჭადრაკე, წოდებით გრანდმასტერი. ბლიც ჭადრაკის ცნობილი მოთამაშე.[1] მის კარიერული მწვერვალია მსოფლიო რეიტინგში მე-6 ადგილი (2009 წლის ნოემბერში).[2]

ვუგარ გაშიმოვი

ქვეყანა (სპორტი) აზერბაიჯანი
დაბადების თარიღი 24 ივლისი, 1986
დაბადების ადგილი ბაქო, აზერბაიჯანის სსრ
გარდაცვალების თარიღი 11 იანვარი, 2014(2014-01-11)
გარდაცვალების ადგილი ჰაიდელბერგი, გერმანია
წოდება გრანდმასტერი
ფიდე რეიტინგი No. 6 (2009 წლის ნოემბერი)
მაქსიმალური რეიტინგი 2761 (2012 წლის იანვარი)

2005 წელს მან მოიგო ათენში ჩატარებული „საერთაშორისო აკროპოლისი“.[3]

ადრეული წლები

ვუგარ გაშიმოვი დაიბადა 1986 წლის 24 ივლისს, ბაქოში, აზერბაიჯანში. მამამისი იყო გადამდგარი არმიის პოლკოვნიკი, რომელიც მსახურობდა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.[4]

საჭადრაკო კარიერა

2010 წელს გაშიმოვმა მოიგო რეგიე ემილიას ჭადრაკის ტურნირი.[5]

გუნდური შეჯიბრებები

გაშუმოვი აზერბაიჯანის სახელით 2002, 2004, 2006 და 2008 წლებში ჩატარებულ ჭადრაკის ოლიმპიადაში მონაწილეობდა. 2009 წელს სად ნოვიში ჩატარებულ ევროპის გურდური ჩემპიონატი ჭადრაკში იგი აზერბაიჯანულ ოქროსმედალისტ გუნდში თამაშობდა. 2010 წელს, გაშიმოვი ხანტი-მანსინსკის ჭადრაკის ოლიმპიადაზე, საკუთარი ქვეყნის სახელით არ გამოცხადდა; მიზეზი ჭადრაკის ეროვნულ ფედერაციასა და გუნდის ყოფილ მწვრთნელ ზურაბ აზმაიფარაშვილთან კონფლიქტი დასახელდა.[6]

თამაშის სტილი

გაშიმოვი განსაკუთრები ცნობილი იყო, როგორც ბლიც ჭადრაკის მოთამაშე.[7]

პირადი ცხოვრება

ცნობილია, რომ გაშიმოვი აგრეთვე ერთობოდა ფეხბურთის, მაგიდის ჩოგბურთისა და ბილიარდის თამაშით. იგი აგრეთვე იკო ჯეკი ჩანის ფილმების დიდი გულშემატკივარი.[1]

გარდაცვალება

2000 წლის თებერვალში, გაშიმოვი ავად ყოფნის პერიოდში ექიმებმა მას ეპილეფსია დაუდგინეს; ამ დიაგნოზის შემდეგ მალევე აღმოუჩინეს თავის ტვინის სიმსივნე.[8] გერმანიის ჰაიდელბერგის საავადმყოფოში თავის ტვინის სიმსივნის მკურნალობისას გაშიმოვი გარდაიცვალა; ეს მოხდა 2014 წლის 11 იანვარს. ვუგარ გაშიმოვი 2012 წლის იანვრიდან (ტატა სთილის საჭადრაკო ტურნირის შემდეგ) პროფესიონალურ ჭადრაკს ჩამოცილებულიიყო.[9][10][11] იგი დაკრძალულია „ღირსების ხეივანში“, ბაქოში.[12]

გაშიმოვის გარდაცვალებას მთელი მსოფლიოს ჭადრაკისა და სპორტის დიდოსტატები გამოეხმაურნენ. თეიმურაზ რაჯაბოვიმ, გაშიმოვის უახლოესმა თანაგუნდელმა თქვა, რომ ვერ პოულობდა „სიტყვებს ღრმა მწუხარების გამოსახატად“.[13]

ნიგელ შორთმა გაშიმოვი აღწერა, როგორც „ბრწყინვალე მოთამაშე და შესანიშნავი ადამიანი“.[14]

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თქვა: „ვუგარ გაშიმოვის მიე გაწეული სამსახური აზერბაიჯანულ სპორტის სახეობებისადმი შეუფასებელია. ვუგარ გაშიმოვმა შეუდარებელი წვლილი შეიტანა აზერბაიჯანის ჭადრაკის სკოლის განვითარებაში და განადიდა ქვეყანა თავისი ბრწყინვალე გამარჯვებებით.“[15][16]

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი