ვულკანური კონუსი

ვულკანური კონუსი — წაკვეთილი კონუსის ფორმის ვულკანური ნაგებობა, რომელიც წარმოქმნილია ვულკანის ამოფრქვევის პროდუქტების დაგროვების შედეგად. ვულკანური კონუსის წვერზე ხშირად კრატერია, ფერდობებზე განლაგებულია პარაზიტული კონუსები და ღია ნაპრალები, საიდანაც ლავა ინთხევა. ნაპრალებში ლავის გაცივების შედეგად წარმოიქმნება დაიკი, რომლებიც აძლიერებენ ნაგებობას.

ვულკანური კონუსი
ვულკანური კონუსი

ჩვეულებრივ ვულკანური კონუსის მწვერვალზე განლაგებულია კრატერი. ნატეხი მასალები (წიდა, ფერფლი და სხვ.), რომლებიც გროვდებიან ნაპრალების გასწვრივ, წარმოქმნიან კონუსს, რომლის ფერდობების სიმტკიცე სწორედ ამ ნატეხების ზომით არის განსაზღვრული. თხელი მასალა ქმნის ფერდობებს, რომელთა დახრილობა 40° და მეტია. მეტად დამახასიათებელი ფორმები გააჩნიათ შლაკურ ვულკანებს, რომლებიც წარმოადგენენ წაკვეთილ კონუსს, მწვერვალზე არსებული კრატერებითა და ფერდობთა დახრილობით 30°-იდან 35°-მდე. ამდაგვარი ვულკანური კონუსების ზრდის ტემპი მნიშვნელოვანია.

ვულკანური კონუსის მაღალი ზრდის ტემპი ახასიათებდა ვულკან პარიკუტინს, რომელიც 1952 წლამდე მოქმედებდა. მსოფლიოს მსხვილი ვულკანების კონუსის უმეტესობა რთული აგებულებისაა და შედგება ფერფლისა და შლაკური ფენებისაგან. მსხვილი ვულკანური კონუსების ფერდობებს ხშირად ბარანკოსების კვალი ემჩნევა.

საქართველოში ვულკანური კონუსები გარგად ჩანს ჯავახეთის ზეგანსა და ყელის მაღალმთიან ზეგანზე. გამოსარჩევია თავკვეთილის, შავნაბადას, დასავლეთი ქოროღლის, ნარვანხოხისა და სხვ. ვულკანური კონუსები.

ზოგიერთი ვულკანური კონუსი წესიერად არის შენახული, ზოგი დარღვეულია.

რესურსები ინტერნეტში

ლიტერატურა

არის გვერდი თემაზე:
  • Геологический словарь: в 2-х томах. — М.: Недра. 1978
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი