თარგი:დღის სტატია:05-7

პეტრე I
პეტრე I

პეტრე I დიდი (რუს.: Пётр I Великий; საკუთარ თავს ეძახდა გერმანულად პეტერ — Пeтeрь) (დ. 9 ივნისი, 1672, მოსკოვი — გ. 8 თებერვალი, 1725, სანქტ-პეტერბურგი) — რუსეთის ცარი 1682-1721 და იმპერატორი 1721-1725 წლებში.

პეტრე დაიბადა 1672 წელს მოსკოვში, კრემლში. იგი რუსეთის მეფის ალექსეი I-ს მე-12 შვილი იყო. დედამისი ნატალია ნარიშკინა ალექსეის მეორე ცოლი იყო. მამისა და უფროსი ძმის, ცარ თედორე III-ის სიკვდილის შემდეგ პატარა პეტრე ძალაუფლებისთვის მებრძოლ ბოიართა ორი დაჯგუფების ბრძოლის ცენტრში აღმოჩნდა. ერთი მხრივ მილოსლავსკები - ცარ ალექსეის პირველი ცოლის სანათესაო და მეორე მხრივ ნარიშკინები - პეტრეს დედის ნატალიას გვარეულობა სამეფო ტახტზე თავიანთი კანდიდატის დასმისათვის იბრძოდნენ.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი