ტფილისის გუბერნია
ტფილისის გუბერნია (რუს. Тифлисская губерния; 14 (26) დეკემბერი, 1846 — 1917) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ტფილისი.
ტფილისის გუბერნია გუბერნია | |||||||
| |||||||
---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||
ტფილისის გუბერნია კავკასიის სამეფისნაცვლოს შემადგენლობაში. 1917 წელი | |||||||
ტფილისის გუბერნიის საზღვრების ცვლილება 1846-1917 წლებში | |||||||
დედაქალაქი | ტფილისი | ||||||
ისტორია
ადმინისტრაციული დაყოფა
შექმნა 1846 წელს
1846 წლის 14 დეკემბერს ნიკოლოზ I-ის ბრძანებით საქართველო-იმერეთის გუბერნიის დაშლის შედეგად ამიერკავკასიაში წარმოიქმნა ორი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული: ტფილისისა და ქუთაისის გუბერნია[1].
1846 წელს ტფილისის გუბერნია შედგებოდა[2]:
№ | მაზრები, უბნები | ადმინისტ. ცენტრი |
---|---|---|
1 | ტფილისის მაზრა (სართიჭალის უბანი, ტფილისის უბანი, ბორჩალოს უბანი, ახალქალაქის უბანი) | ტფილისი |
2 | გორის მაზრა (ხიდისთავის უბანი, გორის უბანი, სურამის უბანი, ) | გორი |
3 | თელავის მაზრა (ყვარელის უბანი, თელავის უბანი, ) | თელავი |
4 | სიღნაღის მაზრა (უკანამხარის უბანი, სიღანაღის უბანი, შირაქის უბანი) | სიღნაღი |
5 | ელიზავეტპოლის მაზრა (ელიზავეტპოლის უბანი, შამშადილის უბანი, კაზახის უბანი, ) | ელიზავეტპოლი |
6 | ერევნის მაზრა (სარდარ-აბადის უბანი, სურმალინის უბანი, გოქჩის უბანი) | ერევანი |
7 | ნახიჩევანის მაზრა (ნახიჩევნის უბანი, ორდუბადის უბანი, დარალაგეზის უბანი) | ნახიჩევანი |
8 | ალექსანდროპოლის მაზრა (ბამბაკის უბანი, შურაღელის უბანი) | ალექსანდროპოლი |
9 | ოსეთის ოკრუგი (ნარის უბანი, ჯავის უბანი, პატარა ლიახვის უბანი) | ჯავა |
10 | თუშ-ფშავ-ხევსურეთის ოკრუგი (ფშავ-ხევსურეთის უბანი, თუშეთის უბანი) | ? |
11 | მთის ოკრუგი (ხევის უბანი, მთიულეთის უბანი, ქსანის უბანი) | ქვეშეთი |
ცვლილება 1849-1900 წლებში
1849 წლის 9 ივნისს ტფილისის გუბერნიას გამოეყო ერევნის, ნახიჩევნის და ალექსანდრაპოლის (ახალქალაქის უბნის გამოკლებით) მაზრები, რომლითაც შეიქმნა ერევნის გუბერნია[3], ხოლო ქუთაისის გუბერნიის ახალციხის მაზრას შეუერთეს, ტფილისის გუბერნიიდან გამოყოფილი ალექსანდროპოლის მაზრის ახალქალაქის უბანი[4].
1859 წლის 19 ივნისს ტფილისის გუბერნიის ოსეთის ოკრუგის ნარის უბანი გადაეცა კავკასიის ხაზის მარცხენა ფრთას, ხოლო ოსეთის ოკრუგი გაუქმდა და ნარჩენი ნაწილი მიერთებული იქნა გორის მაზრაზე ოსეთის უბნის სახელით[5].
1860 წლლის 23 სექტემბერს ბარიატინსკის ბრძანებით ტფილისის გუბერნიის თიანეთის ოკრუგს შატილის მხრიდან შეუერთდა არღუნის ხეობის ორი ქისტეთის მითხოსა და მალხის საზოგადოებები (სახანოს და მაისტის)[6]. მანამდე კი, 1854 წელს იქაური ქისტები მთიდან პანკისში გადაასახლეს[7], ხოლო 1912 წელს იყო მცდელობა აღნიშნული მიწები ტფილისის გუბერნიიდან თერგის ოლქისთვის გადაეცათ[8][9].
1868 წლის 12 თებერვალს ელიზავეტპოლის გუბერნიის შექმნასთან დაკავშირებით, ტფილისის გუბერნიას დარჩა 6 მაზრა: გორის, დუშეთის, თელავის [თიანეთის საბოქაულოთი], სიღნაღის [შირაქის საბოქაულოთი], ტფილისის [თრიალეთის და ლორეს საბოქაულოთი] და ახალციხის [ახალქალაქის საბოქაულოთი][10]. აქედან ახალციხის მაზრა ქუთაისის გუბერნიას ჩამოეჭრა, ხოლო ლორეს საბოქაულო — ერევნის გუბერნიას.
1900 წელს ტფილისის გუბერნია შედგებოდა:
მაზრები, ოკრუგები, საპოლიციო უბნები | მოსახლეობა[11] |
ტფილისის მაზრა საპოლიციო უბნები: | 66 377 |
I. სართიჭალის უბანი (რეზიდ. მარიენფელდი) | 30 373 |
II. ტფილისის უბანი (რეზიდ. ელისავეტინსკოე) | 30 950 |
III. ყარაიის უბანი (რეზიდ. ყარა-ტაპა) | 5054 |
ახალქალაქის მაზრა საპოლიციო უბნები: | 71 003 |
I. ბარალეთის უბანი (რეზიდ. ბარალეთი) | 37 834 |
II. ბოგდანოვკის უბანი (რეზიდ. ბოგდანოვკა) | 33 169 |
ახალციხის მაზრა საპოლიციო უბნები: | 51 273 |
I. ქობლიანის უბანი (რეზიდ. უდე) | 16 459 |
II. აწყურის უბანი (რეზიდ. აწყური) | 16 171 |
III. ურაველის უბანი (რეზიდ. ზურდალი) | 18 643 |
ბორჩალოს მაზრა საპოლიციო უბნები: | 100 675 |
I. ბორჩალოს უბანი (რეზიდ. შულავერი) | 20 640 |
II. ეკატერინენფელდის უბანი (რეზიდ. ეკატერინენფელდი) | 13 869 |
III. ლორეს უბანი (რეზიდ. ჯელალ-ოღლი) | 32 776 |
IV. თრიალეთის უბანი (რეზიდ. ალექსანდერსგილფი) | 34 562 |
გორის მაზრა საპოლიციო უბნები: | 167 310 |
I. ბორჯომის უბანი (რეზიდ. ბორჯომი) | 5379 |
II. მეჯვრისხევის უბანი (რეზიდ. მეჯვრისხევი) | 29 575 |
III. სურამის უბანი (რეზიდ. მიხაილოვო) | 38 744 |
IV. ხიდისთავის უბანი (რეზიდ. ქარელი) | 39 690 |
V. ცხინვალის უბანი (რეზიდ. ცხინვალი) | 53 562 |
დუშეთის მაზრა საპოლიციო უბნები: | 67 472 |
I. ბაზალეთის უბანი (რეზიდ. ბაზალეთი) | 16 178 |
II. მცხეთის უბანი (რეზიდ. მცხეთა) | 14 144 |
III. ქსანის უბანი (რეზიდ. ახალგორი) | 19 628 |
IV. ქვეშეთის უბანი (რეზიდ. ქვეშეთი) | 17 522 |
სიღნაღის მაზრა საპოლიციო უბნები: | 76 028 |
I. ბაკურციხის უბანი (რეზიდ. გურჯაანი) | 18 684 |
II. ქოდალოს უბანი (რეზიდ. ქოდალო) | 22 255 |
III. მაჩხაანის უბანი (რეზიდ. მაჩხაანი) | 33 259 |
IV. შირაქის უბანი (რეზიდ. დედოფლისწყარო) | 1830 |
თელავის მაზრა საპოლიციო უბნები: | 52 472 |
I. ყვარლის უბანი (რეზიდ. ყვარელი) | 19 788 |
II. წინანდლის უბანი (რეზიდ. წინანდალი) | 32 684 |
თიანეთის მაზრა საპოლიციო უბნები: | 35 417 |
I. ფშავ-ხევსურეთის უბანი (რეზიდ. ბარისახო) | 9778 |
II. ერწოს უბანი (რეზიდ. ამტნისხევი) | 14 900 |
III. თუშეთ-კახეთის უბანი (რეზიდ. ახმეტა ზამთარში, ომალო - ზაფხულში) | 10 739 |
ზაქათალის ოკრუგი საპოლიციო უბნები: | 72 582 |
I. ალიაბადის უბანი (რეზიდ. ალიაბადი) | 13 987 |
II. ბელაქნის უბანი (რეზიდ. ბელაქანი) | 15 807 |
III. ჭარ-მუხახის უბანი (რეზიდ. ზაქათალა) | 20 764 |
IV. კაკის უბანი (რეზიდ. კახ-მუღალი) | 22 024 |
ტფილისის, ახალქალაქის, ახალციხის, ბორჩალოს, გორის, დუშეთის, სიღნაღის, თელავის, თიანეთის მაზრებად და ზაქათალის ოკრუგად. ფართობი 44 607 კმ², მოსახლეობა 1 040 943 კაცი. აქედან ქალაქებში (ზაქათალის ოკრუგის გარეშე) ცხოვრობდა 207 294 კაცი (XX საუკუნის დასაწყისის მონაცემებით). ეროვნული შემადგენლობა: ქართველები, სომხები, რუსები, აზერბაიჯანელები და სხვა. ტფილისის გუბერნია გაუქმდა 1917 წელს.
ლიტერატურა
- საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. 5-6, თბ., 1970-1972;
- ცინცაძე ზ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 605.