თიმფუ

თიმფუ (ཐིམ་ཕུག།) — ბჰუტანის დედაქალაქი 1961 წლიდან. იგი მოსახლეობის რაოდენობით 98,676 (2005) უდიდესი ქალაქია ბჰუტანში.

ქალაქი
თიმფუ
ཐིམ་ཕུག།
ქვეყანა ბჰუტანის დროშა ბჰუტანი
დაქვემდებარება დედაქალაქი
კოორდინატები 27°28′00″ ჩ. გ. 89°38′30″ ა. გ. / 27.46667° ჩ. გ. 89.64167° ა. გ. / 27.46667; 89.64167
დაარსდა 1955
ფართობი 27 კმ²
ცენტრის სიმაღლე 2,320
მოსახლეობა 98,676 კაცი (2005)
სასაათო სარტყელი UTC+6
სატელეფონო კოდი 232, 233 და 234
ოფიციალური საიტი http://www.thimphucity.bt/
თიმფუ — ბჰუტანი
თიმფუ

2005 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 79 185 ადამიანს შეადგენს, ხოლო 2012 წლის შეფასებით — 99 021 ადამიანი[1]. ქალაქი გაშენებულია მდინარე ვანგ ჩუს დასავლეთ ნაპირზე, ზღვის დონიდან 2400 მეტრზე.

თიმფუ — ბჰუტანის რაიონი (ძონხაგი), რომლის ადმინისტრაციული ცენტრიც, ამავე სახელწოდების ქალაქია.

კლიმატი

კლიმატი სუბტროპიკული მუსონურია. ზამთარობით უბერავს კონტინენტური მშრალი ქარი, თუმცა, ჰაერის ცივი მასების გავრცელებას მაღალი მთები ეწინააღმდეგება. ამის გამო წლის ამ სეზონზე ქალაქში ტემპერატურა ცვალებადია და ძალიან დიდ ფარგლებში მერყეობს (ღამით მსუბუქად ყინავს, სამაგიეროდ დღისით ტემპერატურამ შესაძლოა ცელსიუსით 15 გრადუსს, ზოგჯერ მეტსაც მიაღწიოს), ნალექიანობა მცირეა. ზაფხულობით ინდოეთის ოკეანიდან ქარი უბერავს, ნალექიანობა ძალიან მაღალია.

დედაქალაქი

ტაშიჩოს ციხესიმაგრე აგებულია XIII საუკუნეში, როგორც მონასტერი, რესტავრირებულია XX 60-იან წლებში, 1952 წლიდან აქ განთავსებულია ქვეყნის მთავრობა. ზაფხულობით აქ ცხოვრობს აგრეთვე ქვეყნის სასულიერო ლიდერი ჯე კენპო. ქვეყნის მეფეს ჯიგმე სინგე ვანგჩუკს ამ ციხესიმაგრეში აქვს სამუშაო კაბინეტი.

დენჩენჩოლინგის სასახლე, მეფის ოფიციალური რეზიდენცია, მდებარეობს თიმფუს ჩრდილოეთით, ქალაქიდან არცთუ შორს არის აგრეთვე ტანგოს მონასტერი და ჩერის მონასტერი.

თიმფუშია ბუტანის მთავრობა, ბუტანის პარლამენტი და აღმასრულებელი ორგანოები, ქვეყნის ყველა პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღება აქ. თიმფუშია აგრეთვე უცხოეთის ქვეყნების დიპლომატიური წარმომადგენლობები, გაეროს ოფისი და სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციები.

ტურიზმი

თიმფუში თამოყრილია ქვეყნის უდიდესი სასტუმროები, თიმფუში ტურისტები უმეტესად შემოდგომის ფესტივალების, ცეჩუს დროს ჩადიან.

თიმფუს ღირსშესანიშნაობები და სანახები

  • თიმფუ-ჩორტენი — მონასტერი, ჯიგმე დორჯი ვანგჩუკის მემორიალი
  • ბჰუტანის ტექსტილის მუზეუმი
  • ბჰუტანი ეროვნული მუზეუმი
  • ქალთა ბუდისტური მონასტერი
  • ძონგ ტაშიჩო (ციხესიმაგრე და მთავრობის სამყოფელი)
  • ყოველდღიური ბაზარი
  • ძონგ სიმტოკხა — ბუდისტური უნივერსიტეტი. აშენდა XVII საუკუნეში, როგორც ციხესიმაგრე.

თიმფუში დაბადებულნი

  • ჯიმგე სინგე ვანგჩუკი — ბჰუტანის მეფე.
თიმფუს პანორამული ხედი

სქოლიო

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი