იოკო ტავადა (იაპონ.(多和田葉子; დ. 23 მარტი, 1960) — იაპონელი მწერალი. ამჟამად ცხოვრობს ბერლინში. წერს როგორც იაპონურ, ისე გერმანულ ენაზე. ტავადა არაერთი საპატიო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა აკუტაგავას სახელობის პრემია და გოეთეს მედალი.
ტავადა ტოკიოში, ნაკანოს რაიონში დაიბადა.[5] მისი მამა წიგნებს ყიდდა და ამასთანავე მთარგმნელობით საქმიანობას ეწეოდა.[6]
ტავადამ ვასედას უნივერსიტეტში რუსული ლიტერატურის ფაკულტეტზე 1982 წელს ბაკალავრიატი დაამთავრა. სწავლის დამთავრებისთანავე იგი გერმანიაში, ჰამბურგში გადავიდა, სადაც მამამისის ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორთან წიგნების დისტრიბუციის ბიზნესში დასაქმდა,[7] თუმცა რამდენიმე წელიწადში მუშაობა სწავლის გაგრძელების მიზნით შეწყვიტა. 1990 წელს მან ჰამბურგის უნივერსიტეტში თანამედროვე გერმანულ ლიტერატურაში მაგისტრის ხარისხი აიღო,[8] ხოლო 2000 წელს გერმანულ ლიტერატურაში ციურიხის უნივერსიტეტის დოქტორანტი გახდა. 2006 წლიდან ტავადა ბერლინში ცხოვრობს.[9]
კარიერა
ტავადამ სამწერლო კარიერა 1987 წელს პოეტური კრებულით, „Nur da wo du bist da ist nichts“ დაიწყო. პირველი ნოველისთვის, „Kakato o nakushite“ 1991 წელს ტავადამ მიიღო ჟურნალ Gunzo-ს პრემია დამწყები მწერლებისთვის.
1993 წელს მწერალმა ნოველისთვის „Inu muko iri“ აკუტაგავას სახელობის პრემია მიიღო. იმავე წელს მას დორის ლესინგის სახელობის სტიპენდია მიენიჭა.[10] ნოველა „Inu muko iri“ ინგლისურ ენაზე მარგარეტ მიცუტანიმ თარგმნა, რომელიც 2012 წელს ამერიკულმა გამომცემლობამ New Directions Publishing გამოსცა.[11]
1996 წელს ტავადამ „Seijo densetsu“, ხოლო 1998 წელს „Futakuchi otoko“ გამოაქვეყნდა. ორივე ნაწარმოები ინგლისურ ენაზე მარგარეტ მიცუტანიმ თარგმნა. თარგმანები კრებულის სახით 2009 წელს სათაურით „ხიდის პირისპირ“ გამოქვეყნდა.[12]
1996 წელს ტავადამ გერმანული ლიტერატურული ჯილდო, ალბერტ ფონ შამისოს სახელობის პრემია მიიღო. ეს უკანასკნელი გადაეცემათ იმ მწერლებს, რომელთათვისაც გერმანული არ არის მშობლიური ენა.[13] 200 წელს მწერალმა წიგნისთვის „Hinagiku no ocha no baai“ იზუმი კიოკას სახელობის პრემია მიიღო.[14] 2003 წელს მოთხრობისთვის „ღამის მატარებლის ეჭვმიტანილები“ ტავადას სეი იტოსა და ძიუნიტირო ტანიძაკის სახელობის პრემიები მიენიჭა.[15][16][17]
2004 წელს იოკომ რომანი „Das nackte Auge“ გამოსცა, რომელიც ჯერ გერმანულ, შემდეგ კი იაპონურ ენაზე დაწერა..[18] ნაწარმოები ვიეტნამელი გოგონას ამბავს მოგვითხრობს, რომელსაც ადრეულ ასაკში გაიტაცებენ. რომანი ინგლისურად გერმანულიდან ითარგმნა და 2009 წელს სათაურით „შიშველი თვალი“ გამოქვეყნდა.[19]
2005 წელს გერმანულ კულტურაში შეტანილი წვლილისთვის ტავადას გოეთეს ინსტიტუტმა გოეთეს მედალი მიანიჭა.[20]
2009 წელს, იანვრიდან თებერვლამდე ტავადა სტენფორდის უნივერსიტეტის ლიტერატურის, კულტურისა და ენათმეცნიერების განყოფილების რეზიდენტი მწერალი იყო.[21]
2011 წელს ტავადამ დაწერა მოთხრობათა სერია, რომელიც დატყვევებული პოლარული დათვების პერსპექტივიდან ადამიანებისა და ცხოველების ურთიერთობის შესახებ მოგვითხრობს. მწერალმა კრებულის იაპონური ვერსიისთვის 2011 წელს ნომის,[22] ხოლო 2012 წელს იომიურის პრემია მიიღო.[23] მოთხრობები გერმანულად 2014 წელს გამოქვეყნდა. კრებულის ინგლისური ვერსია 2016 წელს, სათაურით „პოლარული დათვის მემუარები“ გამოიცა.[24]
2014 წელს იაპონიაში ტავადას დისტოპიური რომანი „Kentoshi“ გამოქვეყნდა.[25] 2018 წელს აშშ-ში რომანის ინგლისური თარგმანი სათაურით „ემისარი“ გამოქვეყნდა,[26] ხოლო დიდ ბრიტანეთში – სათაურით „ტოკიოს უკანასკნელი ბავშვები“.
ტავადას შემოქმედებაში ხშირად გვხვდება საზღვრების გადალახვის თემა.[29] მწერლის ნამუშევრები ხშირად სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობისა და მათი კულტურების გაცნობის მისივე გამოცდილებას ეფუძნება.[30] თუმცა ფიზიკური საზღვრების გარდა, ტავადას შემოქმედებაში ვხვდებით საზღვრების რღვევას ცხადსა და სიზმარს,[31] აზრებსა და განცდებს შორის.[32] მაგალითისთვის, მის ერთ-ერთ მოთხრობაში პერსონაჟს სიზმრები მისთვის უცხო ენაზე ესიზმრება, რის შემდეგაც იგი სხვა ქვეყანაში გადადის, რათა შეისწავლოს ეს ენა და გაიგოს, თუ რის შესახებაა მისი სიზმრები.[31] ტავადას შემოქმედებაში მაგიური რეალიზმის ელემენტებსაც ვხვდებით. „პოლარული დათვის მემუარებში“ ცხოველებისა და მცენარეების ანთროპომორფიზმია გამოყენებული, რაც შეგვიძლია ადამიანურსა და ცხოველურს შორის საზღვრების რღვევად მივიჩნიოთ.[33][34]
ტავადამ აღნიშნა, რომ მის სამწერლობო სტილზე დიდი გავლენა მოახდინეს პოლ სელანმა და ფრანც კაფკამ.[35][36]
ჯილდოები
1991 — ჟურნალ Gunzo-ს პრემია დამწყებ მწერალთათვის[37]
↑Manthripragada, Ashwin. The Naked Eye, by Yōko Tawada en-US. TRANSIT: A Journal of Travel, Migration, and Multiculturalism in the German-speaking World. ციტირების თარიღი: June 20, 2018
↑ 31.031.1Redlich, Jeremy (2017). „Representations of Public Spaces and the Construction of Race in Yoko Tawada's "Bioskoop der Nacht"“. The German Quarterly. 90 (2): 196–211. doi:10.1111/gequ.12032.
↑Tawada, Yoko. (March 1, 2013) Celan Reads Japanese. The White Review. ციტირების თარიღი: June 25, 2018
↑Brandt, Bettina (2006). „Ein Wort, ein Ort, or How Words Create Places: Interview with Yoko Tawada“, Women in German Yearbook: Feminist Studies in German Literature and Culture. Lincoln, Nebraska: University of Nebraska Press, გვ. 1–15. ISBN9780803298590.
↑Porter, Michael (January 31, 1999). „Never Marry A Dog“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 20, 2018.