დისტოპია

დისტოპია (ბერძ. δυσუარყოფა“ + ბერძ. τόποςადგილი“, ანუ „ცუდი ადგილი“ ), ასევე ანტიუტოპია (ბერძ. ἀντί — „უარყოფა“ + ბერძ. οὐ „უარყოფა“ + ბერძ. τόπος “ადგილი”არადგილი, არ არსებული ადგილი[1] ანბერძ. εὖ „კარგი“, „დადებითი“ + ბერძ. τόπος — „ადგილი“ — „ეუტოპია“— „კარგი ადგილი[1][2]), ასევე კაკოტოპია (ბერძ. κακόςცუდი“+ ბერძ. τόποςადგილი“, ანუ „ცუდი ადგილი“) — საზოგადოება, ან საზოგადოების მოწყობა, რომელიც უსიამოვნო, არასასურველი, ცუდი ან შემაშინებელია.[3][4] მისი ზუსტი თარგმანი არის „ცუდი ადგილი“, რომელიც უპირისპირდება „კარგ ადგილს“, ანუ უტოპიას. „ცუდი ადგილი“ არის სერ ტომას მურის მიერ შექმნილი ტერმინის უტოპია პირდაპირი ანტონიმი და წინააღმდეგობაში მოდის მის მიერ წიგნ „უტოპიაში“ წამოყენებულ კარგი საზოგადოების იდეალებთან — საზოგადოებასთან, რომელშიც მინიმალურია კრიმინალი, ძალადობა და სიღარიბე.

ჰერბერტ უელსის რომან „როდესაც მძინარე გაიღვიძებს“ (1899) ილუსტრაცია, რომელზეც გამოსახულია პროპაგანდის მეგაფონები (ანრი ლანოს ილუსტრაცია).

დისტოპიას ხშირად ახასიათებს დეჰუმანიზაცია,[3] ტირანული მმართველობა, გარემოს განადგურება,[4] ან სხვა მახასიათებლები, რომლებიც მიუთითებენ საზოგადოების კატაკლიზმურ დაკნინებაზე. დისტოპიური საზოგადოება ხშირია უტოპიური ჟანრის ნაწარმოებებში, განსაკუთრებით კი თუ მისი მოქმედება მომავალში ვითარდება.

დისტოპიური ჟანრის ყველაზე ცნობილ ნაწარმოებებს მიეკუთვნება ჯორჯ ორუელის „1984“, რეი ბრედბერის „451º ფარენჰაიტით“, ოლდოს ჰაქსლის „საოცარი ახალი სამყარო“ და ევგენი ზამიატინის „ჩვენ“.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი