იტალიის გერბი

იტალიის გერბი — იტალიის ერთ-ერთი ეროვნული სიმბოლო. მიღებულია 1948 წლის 5 მაისს.

იტალიის გერბი
დეტალები
დამტკიცდა 5 მაისი 1948
გვირგვინი მუხის რტო და ზეთისხილის რტო
დევიზი იტალიის რესპუბლიკა იტალ. REPVBBLICA ITALIANA

ისტორია

იტალიის ეროვნული სიმბოლოს იტალიის გერბის მიღების გადაწყვეტილება მიღებული იქნა ალჩიდე დე გასპარის მთავრობის მიერ 1946 წლის ოქტომბერში. გერბის დიზაინი არჩეული იქნა საჯარო კონკურსის გზით, რომლის მთავარი პირობა იყო პოლიტიკური სიმბოლოების აკრძალვა გერბის დიზაინში.

საჯარო კონკურსში გამარჯვებული გახდა რომის ხელოვნების ინსტიტუტის პროფესორი. 1948 წლის თებერვალში იტალიის პარლამენტმა მიიღო ახალი გერბი და დაამტკიცა იმავე წლის 5 მაისს იტალიის პრეზიდენტმა ენრიკო დე ნიკოლამ.

აღწერა

გერბზე გამოსახულია ხუთქიმიანი ვარსკვლავი წითელი კიდეებით, დადებული კბილანა ბორბალზე, რომლის მარჯვნივ დგას ზეთისხილის რტო, ხოლო მარცხნივ მუხის რტო. მწვანე რტოები ერთმანეთზე გადაბმულია წითელი ლენტით, რომელსაც დიდი თეთრი ასოებით გასდევს წარწერა «იტალიის რესპუბლიკა» (იტალ. REPVBBLICA ITALIANA) .

მნიშვნელობა

ძირითადი ელემენტი — ხუთქიმიანი ვარსკვლავი — იტალიის უძველესი სიმბოლო, რაც ნიშნავს ერის დაცვას ცნობილი, როგორც Stellone d’Italia. ხუთქიმიანი ვარსკვლავი 1890 წლიდან ასევე გამოიყენებოდა იტალიის სამეფოს გერბზე.

კბილანა ბორბალი — ნიშნავს კონსტიტუციის პირველ მუხლს, სადაც ნათქვამია:

«იტალი — დემოკრატიული რესპუბლიკა, დაფუძნებული შრომით.»

  • ზეთისხილის რტო — აღნიშნავს მსოფლიოს. როგორც წერია კონსტიტუციის 11 მუხლში:

«იტალია უარყოფს ომს, როგორც აგრესიის ინსტრუმენტს»

  • მუხის რტო — ნიშნავს იტალიელი ხალხის ძალას და ღირსებას.

ზეთისხილი და მუხა ერთადა ახასიათებს იტალიის პეიზაჟს.

გერბის ისტორია

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი