კაზერტის სამეფო სასახლე

კაზერტის სამეფო სასახლე (იტალ. Reggia di Caserta) — ყოფილი სამეფო რეზიდენცია სამხრეთ იტალიის ქალაქ კაზერტაში, აშენებულია ნეაპოლის ბურბონ მეფეთათვის. ის იყო უდიდესი სასახლე და ერთ-ერთი უდიდესი ნაგებობა, რაც კი XVIII საუკუნის ევროპაში აშენებულა. 1997 წელს, სასახლე იუნესკომ მსოფლიო მემკვიდრეობის სიაში შეიტანა.

კაზერტის სამეფო სასახლე ბაღებით, ვანვიტელის აკვედუკი და სან-ლეუჩიოს კომპლექსი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი

ქვეყანაიტალიის დროშა იტალია
ტიპიკულტურული
კრიტერიუმებიi, ii, iii, iv
სია[1]
რეგიონი**ევროპა
კოორდინატები41°04′12″ ჩ. გ. 14°19′33″ ა. გ. / 41.07000° ჩ. გ. 14.32583° ა. გ. / 41.07000; 14.32583
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება1997  (21-ე სესია)
ნომერი549
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშამსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 549
ინგლ.რუს.ფრ.

სასახლის მშენებლობა 1752 წელს, მეფე კარლ VII-მ დაიწყო. პროცესს სათავეში მისი არქიტექტორი ლუიჯი ვანვიტელი ჩაუდგა. როდესაც მეფემ ვანვიტელის მიერ გაკეთებული სასახლის გრანდიოზული მოდელი ნახა, გაოცებისა და სიხარულისგან ცრემლები ვერ შეიკავა. პროექტი საბოლოოდ მისმა უმცროსმა ვაჟმა და ტახტის მემკვიდრემ, ფერდინანდ IV-მ დაასრულა. სასახლე ვერსალისა და მადრიდის სამეფო სასახლის სტილშია ნაგები, სადაც მეფემ ბავშვობა გაატარა.

მეფის მთავარი ამოცანა იყო ჰქონოდა ახალი, დიდებული სამეფო სასახლე და სამეფოს ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც ამავე დროს დაცული იქნებოდა საზღვაო შემოტევებისგან.

1773 წელს, აქრიტექტორი ვანვიტელი გარდაიცვალა და მშენებლობა მისმა ვაჟმა კარლომ განაგრძო, რაც საბოლოოდ 1780 წელს დასრულდა.

სასახლეში სულ 1200 ოთახია, რომელთა შორისაცაა 12 სახელმწიფო აპარტამენტი, ბიბლიოთეკა და თეატრი, რომელიც ნეაპოლის ტეატრო-სან-კარლოს მსგავსია.

სასახლეს გარშემო იტალიაში ერთ-ერთი ყველაზე ფართო ბაღები აკრავს, რომლებიც მრავალი შადრევნითა და უზარმაზარი აკვედუკით გამოირჩევა.

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

არის გვერდი თემაზე:
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი