კამბოჯის ეთნიკური ჯგუფები

კამბოჯის უდიდეს ეთნიკურ ჯგუფს ქმერები შეადგენენ. ისინი მოსახლეობის თითქმის 90%-ს შეადგენენ და ძირითადად მეკონგის საბლლობსა და ცენტრალურ ვაკეებზე ცხოვრობენ. ისტორიულად, ქმერები მეკონგის მახლობლად, კორატის პლატოს სამხრეთ ნაწილიდან, რომელიც ტაილანდის, ლაოსისა და კამბოჯის საზღვართან მდებარეობს, სამხრეთ-დასავლეთით, ტონლესაპის ტბის ირგვლივ, კარდამომის მთიანეთამდე და სამხრეთ-აღმოსავლეთით, მეკონგის შესართავამდე ბინადრობდნენ.

კამბოჯის ეთნიკური ჯგუფების საცხოვრებელი ტერიტორიები 1972 წლისთვის

კამბოჯის ეთნიკური ჯგუფები, გარდა პოლიტიკურად და სოციალურად გაბატონებული ქმერებისა, „ადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებად“ ან „არაადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებად“ კლასიფიცირდებიან. ადგილობრივ ეთნიკურ ჯგუფებს კოლექტიურად მოიხსენიებენ როგორც „მთის ქმერებს“. ისინი მთიანი პროვინციების: რატანაკირის, მონდუულკირისა და სტუნფტრენგის მოსახლეობის უმრავლესობას შეადგენენ და დიდი რაოდენობით ცხოვრობენ კრაჩეჰის პროვინციაშიც.

დაახლოებით 17-21 ეთნიკური ჯგუფი, რომლის წარმომადგენლებიც ქმერულთან ახლოს მდგომ ავსტროაზიურ ენებზე საუბრობენ, „მთის ქმერების“ ჯგუფში ერთიანდება. მათ შორის არიან კუისა და ტამპუანის ტომები. კამბოჯის მმართველი წრეების ამ ხალხეს აბორიგენ მოსახლეობად მიიჩნევენ. ამ ჯგუფში ერთიანდებაინ რადესა და ჯერაის ეთნიკური ჯგუფებიც. ისინი ჩამპას ტომებს მიეკუთვნებიან და ჩამპურ ენაზე საუბრობენს, რომელიც ავსტრონეზიულ ენათა ოჯახს მიეკუთვნება. აბორიგენი ეთნიკური ჯგუფები ქმერების კულტურასთან ინტეგრირებულები არ არიან და თავიანთ ტრადიციულ ანიმისტურ რწმენას მისდევენ.

არაადგილორივ ეთნიკურ უმცირესობებს იმიგრანტები და მათი შთამომავლები მიეკუთვნებიან, რომლებიც ქმერებთან ერთად ცხოვრობენ და მცირედით მაინც, ქმერულ კულტურასა და ენასთან ადაპტირდნენ. არაადგილობრივ ეთნიკურ უმცირესობებს მიაკუთვნებენ: ცინელ კამბოჯელებს, ვიეტნამელებსა და ჩამპის ტომებს. ისტორიის მანძილზე ჩინელები კამბოჯაში ჩინეთის სხვადასხვა რეგიონიდან იმიგრირდნენ, კამბოჯის საზოგადოებასთან ინტეგრირდნენ და დღეისთვის ჩინელი კამბოჯელები ან სინო-ქმერული წარმომავლობის კამბოჯელები ბიზნესში, პოლიტიკასა და მედიაში დომინირებენ. ჩამპას ტომის წარმომადგენლები ისტორიული სამეფოდან, ჩამპადან, სხვადასხვა ომის დროს ლტოლვილთა შთამომავლები არიან. ჩამები ქმერებთან ერთად ცხოვრობენ ცენტრალურ ვაკეებზე, მაგრამ ქმერებისგან განსხვავებით, რომლებიც თერავადა ბუდიზმის მიმდევრები არიან, მუსლიმები არიან.[1]

კამბოჯაში უმცირესი ეთნიკური ჯგუფებიც ცხოვრობენ. მათ შორის არიან ტაიები, რომლებშიც შედიან ლაოები, მეკონგის გასწვრივ, ჩრდილო-აღმოსავლეთ საზღვართან მცხოვრები ჯგუფები; ტაიები (ურბანული და სასოფლო) და კულტურულად ბირმელი კოლას ტომის წარმომადგენლები, რომლებზეც შესამჩნევი გავლენა იქონია პაილინის პროვინციის კულტურამ. კიდევ უფრო მცირე ეთნიკურ ჯგუფებს მიეკუთვნებიან იმიგრანტი ჰმონგები და ბირმელები, რომლებიც ძირითადად პნომპენიდან იმიგრირდნენ.

ქმერები

შეხვედრა ქმერების სოფელში

ქმერები კამბოჯის ტერიტორიაზე მოსახლე ერთ-ერთი უძველესი ეთნიკური ჯგუფია. ისინი და მონების ხალხი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ტერიტორიაზე თითქმის ერთსა და იმავე პერიოდში დამკვიდრდნენ. არქეოლოგთა და ლინგვისტთა, ასევე, სინოლოგთა და სხვა სპეციალისტთა აზრით, ქმერები კამბოჯის ტერიტორიაზე სულ ცოტა ძვ.წ. 2 000 წლამდე დასახლდნენ და სოფლის მეურნეობის ტრადიცია და განსაკუთრებით, ბრინჯის მოყვანა გაავრცელეს. მოგვიანებით მათ ქმერების იმპერია შექმნეს, რომელიც სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში ექვსი საუკუნის მანძილზე ბატონობდა. დღეისთვის ქმერები კამბოჯის პოლიტიკურ, კულტურულ და ეკონომიკურ ცხოვრებაში წამყვან როლს ასრულებენ.

ვიეტნამელები

ვიეტნამური „მოტივტივე სოფელი“ სიემრეაპის პროვინციაში (2011)

კამბოჯის სამოქალაქო ომამდე ვიეტნამელები კამბოჯის ყველაზე მსხვილ ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენდნენ. ისინი ქვეყნის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, მეკონგის დელტის მიმდებარედ იყვნენ კონცენტრირებული და მათი რაოდენობა 450 000-ს აღწევდა. ვიეტნამელი კამბოჯელები ასევე ცხოვრობდნენ ტონლესაპის ნაპირებამდეც. ომის დროს კამბოჯაში ვიეტნამელების დიდი ნაწილი დახოცეს.[2] 2013 წლის მონაცემებით, ვიეტნამურად მოლაპარაკეთა წილი კამბოჯის 14.7 მილიონიან მოსახლეობაში 0.42%-ს (61 000 ადამიანი) შეადგენს.[3]

ჩინელები

ჩინელი კამბოჯელები მოსახლეობის თითქმის 1%-ს შეადგენენ.[4][5] ჩინელთა უმრავლესობა XIX-XX საუკუნეში დასახლებულთა შთამომავალია, რომლებიც კამბოჯის ტერიტორიაზე საფრანგეთის პროტექტორატის დროს სავაჭროდ ჩავიდნენ. ჩინელთა მიგრაციის ტალღები ჯერ კიდევ XII საუკუნეში ფიქსირდება, ქმერების იმპერიის დროს.

კამბოჯაში მცხოვრები ჩინელები ხუთ მთავარ ლინგვისტურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ყველაზე დიდ ჯგუფს ტაოშანები წარმოადგენენე, რომლებიც ჩინელი კამბოჯელების 60%-ს შეადგენენ, შემდეგ მოდიან კანტონები (20%), ჰოკლო (7%), ჰაკა (4%) და ჰაინანები (4%).

იხილეთ აგრეთვე

დამატებითი საკითხავი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი