კამბოჯის ისტორია

კამბოჯის ისტორია მოიცავს კამბოჯის არსებობის პერიოდს უძველესი ხანიდან დღემდე. თავდაპირველად აქ გადასახლებულმა ჩინელებმა დააარსეს ფუნანის სამეფო, რითაც დაიწყო მისი არსებობა. IX-XV საუკუნეებში მან თავისი ძლიერების მწვერვალს მიაღწია, რა დროსც იქმნება კამბუჯადეშას იმპერია, რომელიც იმორჩილებს მთელ ინდოჩინეთს. ამის შემდეგ იწყება კამბოჯის დასუსტება, რაც ისტორიაში ცნობილია „კამბოჯის ბნელი დღეების“ სახელით. ამან ევროპელ კოლონიზატორებს საქმე გაუადვილა და უკვე XIX საუკუნიდან კამბოჯა საფრანგეთის შემადგენლობაში გადადის. II მსოფლიო ომის დროს კამბოჯას იაპონიის იმპერია იპყრობს, რომლის დამარცხების შემდეგაც მან საბოლოოდ მოიპოვა დამოუკიდებლობა. იგი აქტიურად ჩაება ინდოჩინეთის ომში, მაგრამ პარალელურად ქვეყანაში რამდენიმე სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. 1970 წელს, სახელმწიფო გადატრიალების შედეგად დაემხო მონარქიული წყობა და რესპუბლიკური მმართველობა დამყარდა, რასაც 1975 წელს მეორე გადატრიალება მოჰყვა. 1993 წელს შეიქმნა კამბოჯის სახალხო რესპუბლიკა, რითაც დაიწყო მისი არსებობის თანამედროვე ერა.

ისტორია

ფუნანის სამეფო

ინდოჩინეთის, კერძოდ კი კამბოჯის ტერიტორიაზე ადამიანთა პირველი დასახლებები 5,000 წლის წინ გაჩნდა. უკვე I საუკუნეში, გადმოსახლებულმა ინდოელებმა და ჩინელებმა კამბოჯის ტერიტორიაზე დააარსეს ფუნანის სამეფო, რომელიც ამ რეგიონის ისტორიაში პირველი სახელმწიფოა. მისი დედაქალაქი ვიადჰაპურა გახდა. აღსანიშნავია, რომ აქ უპირატესობა ინდოელებს ჰქონდათ, რადგანაც სამეფო დინასტია სწორედ მათ დააარსეს. ამის გამო, კამბოჯაში თავიდანვე გავრცელდა ინდუიზმი და ბუდიზმი.

კამბუჯადეშას იმპერია თავისი ძლიერების მწვერვალზე

III საუკუნიდან იწყება ფუნანის ძლიერების ხანა, რა დროსაც მის ვასლებად იქცნენ მეზობელი პატარა სახელმწიფოები. ამავე საუკუნის მიწურულს, ვიეტნამთან მარცხით დასრულდა ფუნანის ძლიერება და დაიწყო მისი დასუსტება. VI საუკუნის დამდეგს ჩენლას სახელმწიფომ ფუნანისგან დამოუკიდებლობა მოიპოვა, ხოლო უკვე VIII საუკუნეში, ფუნანი თავად გახდა ჩენლას დაქვემდებარებული სამეფო.

IX საუკუნის დამდეგს, დაახლოებით 802 წელს მეფე ჯაიავარმან II-მ კამბოჯის ტერიტორიაზე დააარსა კამბუჯადეშას სამეფო, რომელიც მალევე გახდა რეგიონის დომინანტი სახელმწიფო. კამბუჯადეშამ თავისი ძლიერების მწვერვალს XII საუკუნეში მიაღწია, რა დროსაც მას ეკავა თანამედროვე კამბოჯის, ლაოსის, ვიეტნამისა და ტაილანდის ტერიტორიები. ამავე პერიოდში შეიქმნა ინდოჩინეთის ისტორიაში პირველი, 16 კმ-იანი სარწყავი არხი.

სურიავარმან II-ის დროს ქვეყანა აწარმოებდა გამანადგურებელ ომებს მეზობელ ხალხებთან. ამ პერიოდში, დედაქალაქის მახლობლად აიგო კამბოჯური არქიტექტურის ძეგლი ანგკორ-ვატის ტაძარი. XII საუკუნის შუა ხანებში, განუწყვეტელი ბრძოლებით და უზარმაზარი მშენებლობებით გადაღლილმა კამბოჯადეშამ ნელ-ნელა დაცემა დაიწყო. XIII საუკუნის მეორე ნახევრიდან მას დასავლეთიდან გამუდმებულად თავს ესხმიან ტაისური ტომები, რის გამოც, 1431 წელს კამბუჯადეშამ არსებობა შეწყვიტა.

XVI საუკუნიდან კამბოჯაში დაიწყო მუსულმანი მალაიზიელებისა და ქრისტიანი ევროპელების მასიური მიგრაცია, რომლებიც ადგილობრივებს ავიწროვებდნენ. აღსანიშნავია, რომ ევროპელი მისიონერები არა მხოლოდ ავიწროვებდნენ, არამედ მათ პოლიტიკაზე გავლენასაც ახდენდნენ.

უკვე XIX საუკუნიდან, ტექნოლოგიურად მოწინავე და უფრო ამბიციური ევროპელების ჩასვლით, კამბოჯაზე მეზობელი ვიეტნამისა და სიამის გავლენა საგრძნობლად შემცირდა. მიუხედავად ამისა, კამბოჯამ ჯეროვანი წინააღმდეგობა ვერ გაუწია მათ და მალევე საფრანგეთის კოლონიად იქცა. მასთან ერთად საფრანგეთს დაექვემდებარა მეზობელი ვიეტნამი და ლაოსიც, რითაც შეიქმნა ფრანგული ინდოჩინეთი.

ფრანგების ოთხმოცწლიანი ბატონობა II მსოფლიო ომის დროს დასრულდა, რა დროსაც ინდოჩინეთის ოკუპაცია იაპონიამ მოახდინა. ომში დამარცხების შემდეგ, იაპონია იძულებული გახდა ადკავებული ტერიტორიებიდან ჯარები გაეყვანა, რითაც კამბოჯის ისტორიაში იწყება თანამედროვე პერიოდი.

1953 წელს ჩამოყალიბდა კამბოჯის სამეფო, რომელმაც მეზობელ ვიეტნამში მიმდინარე ომში ჩაბმაზე უარი განაცხადა. მან ასევე ნეიტრალიტეტი შეინარჩუნა სხვა ბირთვული ომების დროს. მიუხედავად მისი სურვილისა, სსრკ-სა და აშშ-ს გავლენით კამბოჯა თავისდა უნებურად ჩაება ინდოჩინეთის ომში. უკმაყოფილო კამბოჯელებმა ამერიკელების წაქეზებით 1970 წლის მარტში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყვეს, რა დროსაც დაემხო მონარქია ნოროდომ სიანკურის მეთაურობით, რასაც 1971 წელს კამბოჯის რესპუბლიკის გამოცხადება მოჰყვა. 1975 წლიდან მონარქისტებმა ომი განაახლეს და გადატრიალების მოწყობა სცადეს. გაეროს ჩარევისა და მანდატის დაწესების შედეგად, 1993 წელს სამოქალაქო ომი დასრულდა და შეიქმნა კამბოჯის სახალხო რესპუბლიკა, რითაც დაიწყო კამბოჯის ისტორიის თანამედროვე ერა.

ლიტერატურა

  • Cook, Susan E.; Mosyakov, Dmitri (2017). Genocide in Cambodia and Rwanda: New Perspectives. Routledge. ISBN 978-1351517775.
  • Bezlova, Antoaneta (February 21, 2009). "China haunted by Khmer Rouge links". Asia Times. Retrieved February 21, 2009.
  • Encyclopedia of Genocide: Vol. 1-. ABC-CLIO. 1999. pp. 132–. ISBN 978-0-87436-928-1.
  • Philip Short (25 April 2013). Pol Pot: The History of a Nightmare. p. 435. ISBN 9781444780307.
  • Kevin Baker (3 November 2014). The Worst World Disasters of All Time. p. 23. ISBN 9781456623432.
  • Seybolt, Taylor B.; Aronson, Jay D.; Fischoff, Baruch (2013). Counting Civilian Casualties: An Introduction to Recording and Estimating Nonmilitary Deaths in Conflict. Oxford University Press. p. 238. ISBN 9780199977314.
  • Daniel Bultmann (2015) 'Inside Cambodian Insurgency. A Sociological Perspective on Civil Wars and Conflict', Ashgate: Burlington, VT/Farnham, UK, ISBN 9781472443076.
  • Anthony Reid (2000). Charting the Shape of Early Modern Southeast Asia. Silkworm Books. p. 10. ISBN 978-1-63041-481-8.
  • "Maritime Trade in Southeast Asia during the Early Colonial Period" (PDF). University of Oxford. Retrieved 12 June 2015.
  • Peter Church (2012). A Short History of South-East Asia. John Wiley & Sons. p. 24. ISBN 978-1-118-35044-7.
  • Cathal J. Nolan (2002). The Greenwood Encyclopedia of International Relations: S-Z. Greenwood Publishing Group. p. 1653. ISBN 978-0-313-32383-6.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი