კვანტური ფიზიკა

კვანტური ფიზიკა — თეორიული ფიზიკის დარგი, რომელიც შეისწავლის კვანტურ-მექანიკურ და კვანტური-ველის სისტემებს და მათ მოძრაობის კანონებს. კვანტური ფიზიკის ძირითადი კანონები შეისწავლება კვანტური მექანიკისა და ველის კვანტური თეორიის ჩარჩოებში და გამოიყენება ფიზიკის სხვა დარგებში

სინქროტრონი. თანამედროვე ფიზიკა იყენებს გიგანტურ ექსპერიმენტალურ ინსტრუმენტებს.

ისტორია

კვანტური ფიზიკა და მისი ძირითადი თეორია — კვანტური მექანიკა შეიქმნა XX საუკუნის დასაწყიში მრავალი მეცნიერის შრომებით, რომელთაგან განსაკუთრებული წვლილი მიუძღვით მაქს პლანკს, ალბერტ აინშტაინს, ლუი დე ბროილს, ნილს ბორს, ერვინ შრედინგერს, პოლ დირაკს, ვოლფგანგ პაულის.

ქვედარგები

კვანტური ფიზიკა აერთიანებს ფიზიკის რამდენიმე დარგს, რომლებშიც პრინციპულ როლს თამაშობენ კვანტური მექანიკისა და ველის კვანტური თეორიის მოვლენები, რომელიც ვლინდება მიკროსამყარულ დონეზე, მაგრამ შედეგებს იძლევა მაკროსამყარულ დონეზე. ამ დარგების ჩამონათვალი შემდეგია:

  • კვანტური მექანიკა;
  • ველის კვანტური თეორია - და მისი გამოყენება: ბირთვული ფიზიკა, ელემენტარულ ნაწილაკთა ფიზიკა, მაღალი ენერგიების ფიზიკა;
  • კვანტური სტატისტიკური ფიზიკა;
  • კონდენსირებული გარემოს კვანტური თეორია;
  • მყარი სხეულის კვანტური ფიზიკა;
  • კვანტური ოპტიკა.

იხილეთ აგრეთვე

  • დაკვანტვა
  • დირაკის შესაბამისობის პრინციპი

სქოლიო

Энциклопедия «Физика в Интернете» Квантовая физика დაარქივებული 2016-03-04 საიტზე Wayback Machine.

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი