კლავდიუსი (გვარი)

კლავდიუსების (ლათ. Claudii, gens Claudia) — საბინური წარმოშვების პატრიციული გვარი ერთ-ერთი უძველესია ძველ რომში. ვარაუდობენ რომ, გვარი კლავდიუსი მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან Claudeo, რაც კოჭლობას ნიშნავს, შესაძლოა პირველი კლავდიუსი კოჭლი იყო.


რომაული გვარები
ანტონიუსების გვარი
ემილიუსების გვარი
კლავდიუსების გვარი
კორნელიუსების გვარი
იულიუსების გვარი
ცეცილიუსების გვარი
ვალერიუსების გვარი
ფაბიუსების გვარი
იუნიუსების გვარი
მანლიუსების გვარი

ისტორია

გადმოცემის თანახმად ამ გვარის პირველი წარმომადგენელი საბინელი იყო. ძვ. წ. 504 წელს იგი გადმოსახლდა რომში თავისი მრავალრიცხოვანი კლიენტებითურთ[1]. აპიუსს და მის თანამგზავრებს რომაელებმა მისცეს მოქალაქეობა და მდინარე ანიენის გაღმა მიწები. შემდეგ აპიუსის მიწებში კიდევ ჩასახლდა ხალხი და შეიქმნა კლავდიუსის ტრიბი. აპიუსი სენატორადაც აირჩიეს.

კლავდიუსების გვარის უფროს ვაჟებს ტრადიციისამებრ საუკუნეებგის განმავლობაში არქმევდნენ აპიუსს. კლავდიუსები რესპუბლიკის პერიოდში ხშირად იყვნენ მაგისტრატუსები. სწორედ ამ გვარის წარმომადგენლები გახდნენ იმპერატორთა პირველი დინასტიის წარმომადგენლები. უკანასკნელი კლავდიუსი იმპერატორი იყო ნერონი, რომლის სიკვდილის შემდეგ ძირითადი შტო შეწყდა.

კლავდიუსების შტოები

კლავდიუსების გვარში სამი ძირითადი შტო იყო:

  • ნერონები. კლავდიუს ნერონები პოლიტიკურ ასპარეზზე პუნიკური ომების პერიოდსი გამოვიდნენ. პირველი კონსული ამ ოჯახიდან იყო გაიუს კლავდიუსი ტიბერიუსის ძე ნერონი ძვ. წ. 208 წელს. ამ შტოში ყველაზე გავრცელებული სახელი იყო ტიბერიუსი. სწორედ კლავდიუს ნერონების შტოს წარმომადგენელი იყო რომის მეორე იმპერატორი ტიბერიუსი. ნერონის სიკვდილის შემდეგ ეს შტო ამოწყდა.
  • მარცელუსები კლავდიუსის კვარის პლებეური შტო იყო. ამ შტოდან პირველი კონსული იყო მარკუს გაუსის ძე მარცელუსი ძვ. წ. 331 წელს. გაიუს კლავდიუს მარცელუსი კი ოქტავიანე ავგუსტუსის დაზე ოქტავიაზე იყო დაქორწინებული, ხოლო მათი ვაჟი ოქტავიანეს ქალიშვილზე იულია უფროსზე.
  • პულქრები ასევე პატრიციული შტო. ამ შტოში ასევე გავრცელებული იყო სახელი აპიუსი. კლავდიუსების ძირითად შტოს პულქრები გამოეყვნენ ძვ. წ. III საუკუნის მიწურულს. პირველი წარმომადგენელია პუბლიუს კლავდიუს პულქერი ძვ. წ. 249 წლის კონსული. კოგნომენი პულქერი (ლათ. Pulcher) ნიშნავს ლამაზს. შტო შეწყდა კლავდიუსების იმპერატორობის პერიოდში. ამ შტოს გააჩნდა ასევე პლებეური განშტოება, როდესაც პუბლიუს კლავდიუს პულქერმას თავი პლებეის აშვილებინა (პოლიტიკური მიზნებისთვის) და გვარი კლოდიუსზე შეიცვალა.

კლავდიუსების ცნობილი წარმომადგენლები

ნერონის სიკვდილის შემდეგ კლავდიუსების ძირითადი შტო შეწყდა.

ამ გვარის სხვა ცნობილი წარმომადგენლები:

შენიშვნები

იხილეთ აგრეთვე

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი