კროზეს კუნძულები

კროზეს კუნძულები (ან კროზეს არქიპელაგი) (ფრანგ. Îles Crozet) — არქიპელაგი ინდოეთის ოკეანეში, რომელიც შედის საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის შემადგენლობაში.

კროზეს კუნძულები
მშობ. სახელი: ფრანგ. Îles Crozet

კუნძულების რუკა
გეოგრაფია
მდებარეობა ინდოეთის ოკეანე
კოორდინატები 46°24′41″ ს. გ. 51°45′22″ ა. გ. / 46.41139° ს. გ. 51.75611° ა. გ. / -46.41139; 51.75611
კუნძულთა რაოდენობა 6
მთავარი კუნძული პოსეშენი
ფართობი 353 კმ²
უმაღლესი წერტილი 1050 მ
საფრანგეთის ზღვისიქითა ტერიტორიები საფრანგეთის სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორია
დემოგრაფია
მოსახლეობა დაუსახლებელი (2015)
კროზეს კუნძულები — ინდოეთის ოკეანე
კროზეს კუნძულები

გეოგრაფია

არქიპელაგი შედგება ექვსი ვულკანური კუნძულისაგან და მათი გარშემორტყმული უმნიშვნელო რაოდენობის მომცრო კუნძულებისაგან და კლდეებისაგან. მანძილი ყველაზე დასავლეთით მდებარე კუნძულსა და ყველაზე აღმოსავლეთით მდებარე კუნძულს შორის შეადგენს 100 კმ-ზე მეტს.

არქიპელაგის შემადგენლობა

კუნძულების ჩამონათვალი დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ
კუნძულიფართობი
(კმ²)
სიმაღლე
(მ)
ყველაზე მაღალი მთაკოორდინატები
ქართული დასახელებაფრანგული დასახელება
დასავლეთის ჯგუფი
1ღორების კუნძულიÎle aux Cochons67826რიკო-ფუა46°06′ ს. გ. 50°14′ ა. გ. / 46.100° ს. გ. 50.233° ა. გ. / -46.100; 50.233
2ტალღების გმირი
ანუ მკვდარი კლდე
Brisants de l’Héroïne
ანუ Rochers de la Meurthe
0546°13′ ს. გ. 50°22′ ა. გ. / 46.217° ს. გ. 50.367° ა. გ. / -46.217; 50.367
3პინგვინის კუნძულიÎle des Pingouins3340მონტ-მანკოტი46°27′ ს. გ. 50°23′ ა. გ. / 46.450° ს. გ. 50.383° ა. გ. / -46.450; 50.383
4აპოსტოლების კუნძულიÎlots des Apôtres2289მონტ-პიერი45°58′ ს. გ. 50°27′ ა. გ. / 45.967° ს. გ. 50.450° ა. გ. / -45.967; 50.450
აღმოსავლეთის ჯგუფი
5პოსეშენიÎle de la Possession150934მასკარინის პიკი46°24′ ს. გ. 51°46′ ა. გ. / 46.400° ს. გ. 51.767° ა. გ. / -46.400; 51.767
6აღმოსავლეთის კუნძული
ანუ აღმოსავლეთ კროზე
Île de l’Est1301050მარიონ დიუფრანი46°26′ ს. გ. 52°18′ ა. გ. / 46.433° ს. გ. 52.300° ა. გ. / -46.433; 52.300
კროზეს კუნძულები3521050მარიონ დიუფრანის. გ. 45°57'-დან 46°29’-მდე
ა. გ. 50°10'-დან 52°19’-მდე

გეოლოგია

კუნძულების ირგვლივ არსებული ზღვის ფსკერის მაგნიტური ანომალიის ანალიზმა აჩვენა, რომ კროზეს პლატო, რისი მეშვეობითაც კუნძულებმა ამოიწია ზღვის დონეზე მაღლა, შეიქმნა დაახლოებით 50 მილიონი წლის წინ. კუნძულებს აქვთ ვულკანური წარმოშობა; ასევე აღმოჩენილი იქნა ბაზალტის ფენები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მინიმუმ 8,8 მილიონი წლის წინ.

კლიმატი

კროზეს კუნძულებზე არ არსებობენ მყინვარებით, მაგრამ კლიმატი ნოტიო და ქარიანია. ნალექების რაოდენობა შეადგენს დაახლოებით 2000 მილიმეტრს წელიწადში, უპირატესად წვიმის სახით. არქიპელაგზე 300 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში მოდის წვიმა. წელიწადში 100 დღეზე მეტი ქარის დღის საშუალო სიჩქარე აჭარბებს 100 კმ/სთ-ს.

ჰაერის ტემპერატურა მერყეობს ზამთარში −5 °С-დან ზაფხულში +18 °C-მდე. თვის საშუალო ტემპერატურებია — +2 °С-დან +11 °C-მდე.

ფლორა და ფაუნა

კუნძულებზე იმყოფება ოქროსთმიანი პინგვინების და სამეფო პინგვინების დიდი პოპულაცია. პინგვინების სხვა სახეობები (პაპუანური პინგვინი) წარმოდგენილია მცირე კოლონიებით.

პინგვინების გარდა არქიპელაგზე ბინადრობენ სელაპები, ხოლო ზღვის ფრინველებიდან ყველაზე უფრო გავრცელებულია ქარიშხალები და ალბატროსები.

კროზეს არქიპელაგი 1938 წლიდან გამოცხადებულია ნაკრძალად. არქიპელაგის ირგვლივ არსებულ წყლებს აკონტროლებენ ფრანგი სამხედროები და გრინპისი.

ისტორია

კროზეს არქიპელაგი 1772 წლის 24 იანვარს აღმოაჩინა ფრანგმა კაპიტანმა მარკ-ჟოზე მარიონ დიუფრანმა. პოსეშენის კუნძულზე გადმოსვლისას მან კუნძულები გამოაცხადა საფრანგეთის საკუთრებად, ხოლო არქიპელაგს თავისი დამხმარის — ჟიულ კროზეს პატივსაცემად დაარქვა მისი სახელი, რადგანაც მანამდე სულ ცოტა ხნით ადრე მან აღმოაჩინა და საკუთარი თავის პატივსაცემად დაარქვა კუნძული მარიონი.

XIX საუკუნეში და XX საუკუნის დასაწყისში კუნძულებს ხშირად სტუმრობდნენ ვეშაპის დამჭერები და სელაპებზე მონადირეები.

1955 წელს საფრანგეთმა არქიპელაგი გამოაცხადა თავისი სამხრეთული და ანტარქტიდული ტერიტორიის ნაწილად.

მოსახლეობა

კროზეს კუნძულები დაუსახლებელია. პოსეშენის კუნძულზე მდებარეობს პოლარული სამეცნიერო სადგური ალფრედ ფო (Alfred Faure) 20—30 თანამშრომლით, რომელსაც სახელი ეწოდა მისი პირველი ხელმძღვანელის პატივსაცემად. სხვა კუნძულებს ზოგჯერ სტუმრობენ სამეცნიერო ექსპედიციები. ერთდროულად არქიპელაგზე იმყოფება სამეცნიერო-კვლევითი ექსპედიციის არაუმეტეს 50 წევრი.

რესურსები ინტერნეტში

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი