ლევან ყენია

ლევან ყენია (დ. 18 ნოემბერი, 1990, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, ქართულ კლუბ „ლოკომოტივი თბილისი“-ის და საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი.

ლევან ყენია
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ლევან ყენია
დაბადების
თარიღი
18 ოქტომბერი, 1990 (1990-10-18) (33 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე176 სმ
სათამაშო
პოზიცია
შემტევი ნახევარმცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სლავია პრაღა
ნომერი11
ახალგაზრდული კარიერა
2004-2005დინამო თბილისი
2005-2007ლოკომოტივი თბილისი
პროფესიონალური კარიერა*
წლებიგუნდიმატჩი(გოლი)
2007-2008ლოკომოტივი თბილისი19(4)
2008შალკე 04 (დუბლები)2(0)
2009-2012შალკე 0411(0)
2012-2013კარპატი ლვოვი20(3)
2013-2014ფორტუნა დიუსელდორფი11(1)
2014-17სლავია პრაღა31(1)
2017ლოკომოტივი თბილისი0(0)
ეროვნული ნაკრები
2006საქართველო 17 წლ.2(0)
2007-2008საქართველო 19 წლ.5(0)
2008-2012საქართველო 21 წლ.5(1)
2007-საქართველო29(4)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 მაისი, 2017.
‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 მაისი, 2017

იგი არის „ფრაიბურგის“ ყოფილი ნახევარმცველის — გიორგი კიკნაძის დის შვილი.

კარიერა

საკლუბო

ყენია თამაშობდა ბუნდესლიგის კლუბ შალკე 04“-ში. ის „შალკე 04“-ს ოფიციალურად შეუერთდა 2008 წლის 4 იანვარს, ხოლო 2012 წლის ზაფხულში დატოვა ის. 2013 წლამდე ირიცხებოდა ლვოვის „კარპატის“ შემადგენლობაში, 2013 წლის ივლისიდან დიუსელდორფის „ფორტუნას“ რიგებში ჩაირიცხა.[1] 2013-2014 წლის სეზონში 15 ჩატარებულ მატჩი მხოლოდ 1 გოლის გატანა შეძლო. სეზონის ბოლოს კლუბმა ლევანი ტრანსფერზე დააყენა. 2014 წლის ოქტომბრიდან 2017 წლამდე პრაღის „სლავიას“ ღირსებას იცავდა. 2017 წლიდან თამაშობს თბილისის „ლოკომოტივში“.

სანაკრებო

ლევან ყენიას ეროვნულ ნაკრებში დებიუტი ჰქონდა 2007 წლის 8 სექტემბერს, უკრაინის წინააღმდეგ თამაშისას, შეცვალა რა დავით სირაძე. როგორც საქართველოს ნაკრების ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, კლაუს ტოპმიოლერმა აღნიშნა, მას ადრე არასოდეს უნახავს ლევან ყენიას ასაკის ფეხბურთელს ასეთი სრულყოფილი ტექნიკური შესაძლებლობები ჰქონდეს. ლევანმა თავისი პირველი საერთაშორისო გოლი გაიტანა 2008 წლის 28 მაისს, ესტონეთის წინააღმდეგ.[2] ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა 2013 წლის 23 მარტს საფრანგეთის წინააღმდეგ, თემურ ქეცბაიას მას შემდეგ არ გამოუძახია. ეროვნული ნაკრების თავკაცად კახაბერ ცხადაძის დანიშნვის შემდეგ, ლევან ყენია ეროვნულ გუნდს დაუბრუნდა.

ტიტულები

  • ბუნდესლიგა მეორე ადგილი (1): 2009/2010
  • გერმანიის თასის გამარჯვებული (1): 2010/2011
  • საქართველოს სუპერთასის ფინალისტი (1): 2005/2006
  • გერმანიის სუპერთასის გამარჯვებული (1): 2011/2012
  • გერმანიის სუპერთასის ფინალისტი (1): 2010/2011

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი