ლელო საქართველოსთვის

ლელო საქართველოსთვის — ცენტრისტული პოლიტიკური პარტია საქართველოში, რომელიც 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა. არის ევროკავშირის ALDE-ს პარტიათა ალიანსის სრულფასოვანი წევრი.

ლელო საქართველოსთვის
ლელო საქართველოსთვის
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ხელმძღვანელობა
თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე
გენერალური მდივანი ბადრი ჯაფარიძე
ისტორია
დაფუძნდა 22 დეკემბერი, 2019
წინამორბედი
პოზიციები
იდეოლოგია ლიბერალიზმი
პროევროპულობა
პოლიტიკური პოზიცია ცენტრიზმი
საერთაშორისო კავშირები
ევროპული აკრედიტაცია ლიბერალებისა და დემოკრატების ალიანსი ევროპისთვის[1]
წარმომადგენლობითობა
პარლამენტი
2 / 150
საკრებულო
2 / 50
ფერები     
lelo9.ge

ისტორია

პოლიტიკური გაერთიანება ლელო საქართველოსთვის 2019 წლის 22 დეკემბერს დაფუძნდა, როდესაც საზოგადოებრივი მოძრაობა „ლელო“, შენების მოძრაობა და ახალი მემარჯვენეები გაერთიანდა. ლელოსთან გაერთიანების შემდეგ ორივე პარტიამ არსებობა შეწყვიტა.[2] პოლიტიკური გაერთიანების დაფუძნებას წინ უძღვოდა მამუკა ხაზარაძის მიერ 2019 წლის ზაფხულში საზოგადოებრივი მოძრაობა ლელოს დაარსება.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარტიამ მიიღო 3,15%, რაც იმას ნიშნავდა, რომ პარტიამ გადალახა 1%-იანი საარჩევნო ბარიერი და პარლამენტში 4 დეპუტატი გაიყვანა (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი და ანა ნაცვლიშილი), თუმცა პარტიის შეფასებით არჩევნები გაყალბდა და ამიტომ ლელოს წევრებმა მეათე მოწვევის პარლამენტს ბოიკოტი გამოუცხადეს,[3] რომელიც თითქმის 5 თვე გაგრძელდა. 2021 წლის 19 აპრილს, ევროკავშირის პრეზიდენტის, შარლ მიშელის შუამავლობით, ოპოზიციის ნაწილსა და ქართულ ოცნებას შორის შეთანხმება შედგა, რის შედეგადაც 12 ოპოზიციონერი დეპუტატი, მათ შორის ლელოს 4 წევრი, პარლამენტში შევიდა.[4]

იდეოლოგია

„ლელო“ ცენტრისტულ პოლიტიკურ პოზიციებს იკავებს. ხაზარაძის თქმით, ბიზნესი უნდა იყოს მაქსიმალურად თავისუფალი სახელმწიფოს ჩარევისაგან. იმავე დროს, ლელო: „ემხრობა ბიზნესის სოციალურ პასუხისმგებლობას, ღირსეულ და დაცულ შრომას, მინიმალური ხელფასის დაწესებას, ბავშვთა შიმშილის დამარცხებას, განვითარებაზე ორიენტირებულ სახელმწიფოს და მწვანე პოლიტიკას“.[5]

ლიდერები

პოლიტიკურ გაერთიანებას მართავს პოლიტიკური საბჭო[2]

შედეგები არჩევნებში

საპარლამენტო

არჩევნებიხმები%მანდატები+/–სტატუსი
202060 7123,15
4 / 150
ახალიოპოზიცია

ადგილობრივი

არჩევნებიხმები%მანდატები+/–
202147 8612,71
27 / 2 068
ახალი

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი