მარი ანა ფოქსი

ამერიკელი ქიმიკოსი

მარი ანა ფოქსი (დ. 9 დეკემბერი, 1947 — გ. 9 მაისი, 2021) — ფიზიკური ორგანული ქიმიკოსი და უნივერსიტეტის ადმინისტრატორი. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც როლის ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში აღმასრულებელი მეთაურის თანამდებობა დაიკავა. 2004 წლის აპრილში ფოქსი სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი გახდა. 2010 წელს მან მეცნიერების ეროვნული მედალი მიიღო.

მარი ანა ფოქსი
დაბადების თარიღი 9 დეკემბერი, 1947
კანტონი, ოჰაიო
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 2021 (73 წლის)
ოსტინი, ტეხასი
ალმა-მატერი ნოტრე დამის კოლეჯი
კლეველენდის შტატის უნივერსიტეტი
დართმუზის კოლეჯი
პროფესია ქიმიკოსი, ადმინისტრატორი
საქმიანობა სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეშვიდე კანცლერი[1]
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი
მეუღლე(ები) ჯეიმზ კ. უაიტსელი

ბიოგრაფია

ადრეული წლები

ფოქსი დაიბადა კანტონში, ოჰაიოს შტატში. დაამთავრა ნოტრ-დამისა და დართმუზის კოლეჯები, ქიმიის მიმართულებით. 1977 წელს შეუერთდა ტექსასის უნივერსიტეტის ფაკულტეტს, 1994 წელს კი ამავე უნივერსიტეტის კვლევის განყოფილების ვიცე-პრეზიდენტი გახდა.

კარიერა

ფოქსი იყო ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი, სამეცნიერო კვლევითი საზოგადოება „Sigma Xi-ის“ პრეზიდენტი. 1969 წელს ნოტრ-დამის კოლეჯის დასრულების შემდეგ მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, დართმუზის კოლეჯის დასრულების შემდეგ კი 1974 წელს ფილოსოფიის დოქტორი გახდა. მოგვიანებით, 1998 წელს ფოქსი ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი გახდა. ის უნივერსიტეტის პირველი ქალი აღმასრულებელი მეთაური იყო 2004 წლის ივლისამდე.[2]

ჯორჯ ბუშის გუბერნატორობის პერიოდში ტეხასში ფოქსი ბუშის მეცნიერების დარგის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

პირადი ცხოვრება

ფოქსი დაქორწინებული იყო ქიმიის პროფესორ ჯეიმზ უაიტსელზე. ისინი ხუთი შვილს ზრდიდნენ, საკუთარი წინა ქორწინებებიდან.

გარდაიცვალა 2021 წლის 9 მაისს, ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ.[3]

ჯილდოები

  • აგნეს ფეი მორგანის კვლევითი ჯილდო (1984 წელი)
  • გარვან-ოლინის მედალი (1988 წელი)
  • ჰავინგას მედალი (1991 წელი, პირველი ქალი ვინც ეს ჯილდო მიიღო.)[4]
  • მეცნიერების ეროვნული მედალი (2010 წელს)
  • ოთმერის ოქროს მედალი (2012 წელს)[5][6][7]

რესურსები ინტერნეტში

სამეცნიერო პოსტები
წინამორბედი:
ლარი მონტეი
ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერიშემდეგი:
რობერტ ბერნატი
წინამორბედი:
რობერტ დინსი
სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერიშემდეგი:
პრედიპ ხოსლა

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდიუქმე დღეები საქართველოშისპეციალური:ძიება17 მაისისუვერენიტეტიარაბინარული გენდერილუდვიგ ვან ბეთჰოვენიქვეყნების სიაკატეგორია:ქართული გვარებიახალი კალედონიასაქართველოევროკავშირის წევრი სახელმწიფოებიბიძინა ივანიშვილიარასამთავრობო ორგანიზაციადავით IV აღმაშენებელიირაკლი კობახიძედავით ქაცარავასაქართველოს დამოუკიდებლობის დღეევროკავშირიქაშვეთის ეკლესიათამარ მეფესლოვაკეთიმეორე მსოფლიო ომირეჯეფ თაიფ ერდოღანიილია ჭავჭავაძევახტანგ I გორგასალითბილისიმერაბ კოსტავა9 აპრილის ტრაგედიასაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიზვიად გამსახურდიაინტელექტის კოეფიციენტიქართული დამწერლობაემპათიავაჟა-ფშაველაპირველი მსოფლიო ომიერეკლე IIლიბერალიზმიიოსებ სტალინი