ივლისი

წლის მეშვიდე თვე იულიუსის და გრიგორიანულ კალენდრებში

ივლისი (ლათ. Julius) — გრიგორიანული კალენდრის მეშვიდე თვე. ივლისში 31 დღეა.

<< ივლისი >>
ორშსამოთხხუთპარშაბკვი
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031
2024

სახელი ეწოდა იულიუს კეისრის მიხედვით, რომელიც ამ თვეში იყო დაბადებული; ადრე მას ერქვა Quintilis, „მეხუთე“. ივლისის ძველი წარმართული კალენდრით — თიბისა, ხალხური სახელწოდებანია მკათათვე და კვირიკობისთვე. სულხან-საბას მიხედვით ადრე ავი და კვინტოლიონიც ეწოდებოდა.

ივლისი არის ზაფხულის თვე ჩრდილოეთ ნახევარსფეროში და ზამთრისა — სამხრეთ ნახევარსფეროში.

ივლისის ზოდიაქოს ნიშნებია კირჩხიბი და ლომი.

ივლისი იწყება კვირის იმავე დღეს, რითაც აპრილი ჩვეულებრივ წლებში, და იანვარი — ნაკიან წელში.

თიბისა

კორნელი კეკელიძე თიბისას 2 ივნისი — 1 ივლისით საზღვრავდა[1].

კ. კეკელიძის აზრით[2] „თიბისაჲ“ (თთუე), წმინდა ქართული სახელია, მაჩვენებელი იმ სეზონისა, როდესაც თიბვას აქვს ადგილი. მნიშვნელობით ეს იგივეა რაც სომხური „მარგაც“ („მარგა“ — მინდორი, ველი).

„პავლეს მაჴჳლითა თავი მოეკუეთა ოცდამეათექუსმეტესა წელს მაცხოვრისა ვნებასა, კეთილი ღუაწლი მოიღუაწა ჰრომეს შინა მეხუტესა დრესა პანემოსსა თთუესა, რომელსა ჰრქჳან ჰრომაებრ უწინარჱს სამთა კალენდათა ივლიოზისათა, რომელ არს თიბისაჲ... თთუესა ივნისსა, რომელ არს თიბისაჲ, ოცდამეცხრესა დღესა შევისწავლე ჭეშმარიტად ჟამი იგი წამებისაჲ პავლე მოციქულისაჲ[3].“

ივლისის თვის საზეიმო დღეები

ივლისის მნიშვნელოვანი მოვლენები

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი