მახელონები

მახელონები — ერთ-ერთი ძველი დასავლურ-ქართული ტომი, შეიძლება იგივე მაკრონები (მახელონები მათი სახელის მოდიფიკაცია უნდა იყოს). V საუკუნის ანონიმი მწერალი მახელონებს ჰენიოხებთან ერთად მოიხსენიებს შავიზღვისპირა რაიონში, ტრაპეზუნტის აღმოსავლეთით, ახლანდელი რიზესა და ათინას შორის. მახელონებსა და ჰენიოხებს, II საუკუნის ავტორის ფლავიუს არიანეს ცნობით, საკუთარი პოლიტიკური გაერთიანება — „სამეფო“ ჰქონდათ, რომლის მეფე 131 წელს ყოფილა ანქიალე. „ანქიალეს სასახლე“, ე. ი. დედაქალაქი მდებარეობდა მდინარე პრიტანიდაზე (ახლანდელი ათინის აღმოსავლეთით 7-8 კმ-ზე), იმპერატორი ტრაიანე ანქიალეს შეხვედრია პართიაზე ლაშქრობის დროს ქალაქ სატალაში და დაუსაჩუქრებია. „მახელონებისა და ჰენიოხების სამეფო“ რომის ერთგული მოკავშირე ყოფილა. მახელონიას იხსენიებს ირანის მბრძანებელი შაპურ I-იც (242-272) თავისი ქააბა-ი-ზარდოშტის წარწერის ბერძნული ვარიანტში ირანს დაქვემდებარებული ქვეყნების დასახელების დროს.

ლიტერატურა

  • Меликишвили Г. А., К истории древней Грузии, Тб., 1959;
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი