მეზოზოური ჯგუფი

ჯგუფი (ერა)სისტემა (პერიოდი)სექცია (ეპოქა)≈ ასაკი (მლნ. წ. წ.)
წინაწინაწინაუფრო ახალგაზრდა
მეზოზოური-
ერა
ცარცულიზედა ცარცული65,5–99,6
ქვედა ცარცული99,6–145,5
იურულიზედა იურული145,5–161,2
შუა იურული161,2–175,6
ქვედა იურული175,6–199,6
ტრიასულიზედა ტრიასული199,6–228
შუა ტრიასული228–245
ქვედა ტრიასული245–251
მომდევნომომდევნომომდევნოუფრო ძველი

მეზოზოური ჯგუფი (ერა) (ბერძნ. μέσος (mésos) და ბერძნ. ζώω (zóo) - სიცოცხლე), დედამიწის ქერქის შრეთა სტრატიგრაფიული სკალის უკანასკნელის წინა ჯგუფი (დედამიწის გეოლოგიის ისტორიის შესაბამისი ერა). გამოყო ინგლისელმა გეოლოგმა ჯ. ფილიპსმა (1341). შეიცავს ტრიასულ სისტემას (პერიოდს), იურულ სისტემას (პერიოდს), დაცარცულ სისტემას (პერიოდს). აბსოლუტური გეოქრონოლოგიით მეზოზოური ერა დაიწყო 230 მლნ. წლის წინათ და გრძელდებოდა დაახლოებით 163 მლნ. წელიწადს. მეზოზოური ერაში კონტინენტებმა და ოკეანეებმა ძირითადად თანამედროვე სახე მიიღო; დაიწყო ტრანსგრესია - ლავრაზიისა და გონდვანის ხმელეთის დანაწევრება, ძველი მასივებისა და ჰერცინული დანაოჭების შედეგად წარმოქმნილი მთების დაძირვა. ალპური დანაოჭების ხმელთაშუა ზღვის სარტყელში (რომლის შემადგენლობაში კავკასიაც შედის) გაჩნდა ლოკალური გეოსინკლინური როფები. ტრიასულ პერიოდში ზომიერ სარტყლებში მნიშვნელოვანი ადგილი დაიჭირა წიწვოვანებმა, გვიმრანაირებმა, ლიკოპოდოუმისნაირებმა; დაჭაობებულ ტყეებში წარმოიქმნა ტორფნარი. იურულ პერიოდში ზღვამ უფრო დიდი ტერიტორია დაიკავა, გაფართოვდა გეოსინკლინური როფები, კონტინენტებზე წარმოიქმნა ვრცელი დაბლობები, რომლებიც ზომიერ და ტროპიკულ სარტყლებში ხშირი მცენარეულობით დაიფარა. გაბატონდნენ ქვეწარმავლები, რომლებიც გაიყვნენ წყლის (პლეზიოზავრი, იქთიოზავრი), ხმელეთისა (დინოზავრი) და მფრინავ (პტეროზავრი) ქვეწარმავლებად; გაჩნდნენ პრიმიტიული ძუძუმწოვრები და პირველი კბილიანი ფრინველი (არქეოპტერიქსი). შუა ცარცულ ეპოქაში გაბატონდნენ ფარულთესლოვნები. ტროპიკულ და ზომიერ სარტყლებში გრძელდებოდა ტორფნარის დაგროვება, რომელიც შემდეგ ქვანახშირად გადაიქცა. გავრცელდნენ მწერები, რამაც ფრინველებისა და შემდეგ ძუძუმწოვრების განვითარებას შეუწყო ხელი. მეზოზოური ერის ბოლოს ამოწყდნენ გიგანტური ქვეწარმავლები. მეზოზოურ ერაში გაჩნდნენ და გაბატონდნენ ძვლიანი თევზები.

მეზოზოური ჯგუფის ნალექებთან დაკავშირებულია ქვანახშირის, საწვავი ფიქლების, ნავთობისა და აირის, რკინის, ბოქსიტების, ფოსფორიტებისა და სხვა საბადოები.

ლიტერატურა

  • ჯანელიძე ა., ისტორიული გეოგიის მოკლე კურსი, თბ., 1963;
  • ზესაშვილი ვ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 546.
🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი