მელისა ჯოან ჰარტი

მელისა ჯოან ჰარტი (ინგლ. Melissa Joan Hart; დ. 18 აპრილი, 1976) — ამერიკელი მსახიობი, პროდიუსერი და რეჟისორი. შეასრულა მთავარი როლები, ისეთ სიტკომებში როგორიცაა: Clarissa Explains It All (1991–1994), ''საბრინა, ახალგაზრდა ალქაჯი'' (1996–2003) და მელისა და ჯო (2010–2015). იგი ასევე გამოჩნდა ფილმებში მატარე გიჟურად (1999), დღესასწაული ბორკილებში(2007) 9 მკვდარი (2009) და ''ღმერთი არ მომკვდარა 2'' (2016).

მელისა ჯოან ჰარტი

ჰარტი 2011 წლის აგვისტოში
დაბადების თარიღი 18 აპრილი, 1976 (1976-04-18) (48 წლის)
ნიუ-იორკი, აშშ
ეროვნება ამერიკელი
მოქალაქეობა აშშ-ის დროშა აშშ
საქმიანობა მსახიობი, პროდიუსერი, რეჟისორი
აქტიური 1985-დღემდე
მეუღლე(ები) მარკ უილკერსონი (იქ. 2003)
შვილ(ებ)ი 3

ადრეული ცხოვრება

ამერიკელი მსახიობი და პროდიუსერი მელისა ჯოან ჰარტი დაიბადა 1976 წლის 18 აპრილს, სმიტთაუნში, ნიუ-იორკში. არის პროდიუსერის, პაულა ჰარტის და დურგლის, უილიამ ჰარტის პირველი შვილი. [1] [2] მისი დედის ბაბუა, სტენლი ჯონ ვოე, იყო საზღვაო ძალების ვეტერანი და კათოლიკე. [3] ჰარტი გაიზარდა საივილში, ნიუ-იორკში.

ჰარტის მშობლებს მელისას შემდეგ კიდევ ოთხი შვილი ეყოლათ: ტრიშა, ელიზაბეთი, ბრაიანი და ემილი. ყველა მათგანს სამსახიობო კარიერა აქვს. მისი მშობლები განქორწინდნენ 1990-იანი წლების დასაწყისში და ის დედასთან და და-ძმებთან ერთად ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. 1994 წელს დედამისი დაქორწინდა ტელევიზიის აღმასრულებელზე, ლესლი გილიამსზე. ჰარტს ჰყავს სამი ნახევარ და: ალექსანდრა, სამანტა და მაკენზი. [2]

კარიერა

Ადრეული კარიერა

ჰარტის კარიერა ოთხი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც იგი სატელევიზიო რეკლამაში აბანოს თოჯინისთვის, სახელწოდებით Splashy-ისთვის გადაიღეს. მას შემდეგ ის რეგულარულად ჩნდებოდა რეკლამებში, დაახლოებით 25 რეკლამაში 5 წლის ასაკამდე გადაიღეს. 1985 წელს მან მინორული როლი ითამაშა მინისერიალში, ''კეინი და აბელი'', 1986 წელს The Equalizer- ის ეპიზოდში გამოჩნდა სტუმრის როლით. [4] 1986 წელს, კეტრინ ჰელმონდთან ერთად გადაიღეს ემის პრემიაზე გამარჯვებულ სატელევიზიო ფილმში, საშობაო თოვლი. 1986 წლის 22 აპრილს გამოჩნდა NBC-ს სერიალში, ''კიდევ ერთი სამყარო''.

1989 წელს იგი გახდა ბროდვეის თეატრის სპექტაკლის, The Crucible-ს მკვლევარი, რომელშიც მთავარ როლს ასრულებდა მსახიობი მარტინ შინი. იმავე წელს, იგი გამოჩნდა ბროდვეის სპექტაკლში, Beside Herself, სპექტაკლში ჰარტისთან ერთად თამაშობდნენ მსახიობები უილიამ ჰერტი და კალიტა ფლოკჰარტთან ერთად .

1991–1994: კლარისა ხსნის ყველაფერს

1991 წელს ჰარტიმ მიიღო მთავარი როლი Nickelodeon-ის სერიალში კლარისა ხსნის ყველაფერს, კომედია თინეიჯერ გოგონაზეა, სერიალი განსაკუთრებით წარმატებული იყო პირველი ოთხი წლის განმავლობაში. [5] როლმა მას ოთხჯერ მოუტანა ახალგაზრდა შემსრულებლის ნომინაცია, აქედან სამი მოიგო. [6]

თავდაპირველად, ჰარტს უხერხულობის შეგრძნება ჰქონდა, რომ მოზარდობის პერიოდში ბავშვთა შოუში თამაშობდა. ამის მიუხედავად, იგი აღფრთოვანებული იყო ამ როლით.[7]

ჰარტიმ ასევე ჩაწერა ორი ალბომი კლარისას სახელით: ეს არის ის, რაც 'Na Na'-ს ნიშნავს [8] და ასევე ჩაწერა პიტერი და მგელი. [9]

1991 წელს, ჰარტი გამოჩნდა Nickelodeon-ის შოუს თქვენ გეშინიათ სიბნელის? მეორე სეზონის ეპიზოდში, "გაყინული მოჩვენების ზღაპარი". [10]

1996–2003: საბრინა თინეიჯერი ჯადოქარი

სატელევიზიო სერიალის დასრულების შემდეგ, ჰარტი დადიოდა ნიუ იორკის უნივერსიტეტში. მან უნივერსიტეტში სიარული მას შემდეგ მიატოვა, როდესაც 1996 წლის ფილმში, ''საბრინა თინეიჯერი ჯადოქარ''-ში ტიტულოვანი როლი მიიღო. ფილმს მოჰყვა ამავე სახელწოდების მქონე ტელესერიალი, რომელიც გაგრძელდა შვიდი სეზონი ABC-სა და WB-ზე . [11] [12] მოგვიანებით მან იგივე ფილმის ანიმიაციურ ვერსიაში, გაახმოვანა მამიდა ჰილდა და ზელდა, ხოლო ჰარტის უმცროსმა დამ, ემილიმ ტიტულოვანი როლით მიიღო მონაწილეობა. [13] მან ასევე ითამაშა სერიალში ანგელოზი შეეხო" და ითამაშა რამდენიმე სატელევიზიო ფილმში.

1998 წელს ჰარტიმ მცირე როლი ითამაშა ფილმში ''არ შემიძლია ლოდინი''. [14] მოგვიანებით მუშაობა დაიწყო თეატრალურ კინოპროექტზე, სახელწოდებით „შენს გვერდით“, რომელშიც მან ადრიან გრენიესთან ერთად ითამაშა. [15] ფილმის საუნდტრეკის პოპულარიზაციისთვის ბრიტნი სპირსმა გამოუშვა თავისი სიმღერის რემიქსი (შენ მე მატარე) გიჟურად. სიმღერის წარმატებისთვის ფილმს სახელი შეეცვალა და დაარქვეს ''მატარე გიჟურად''. ფილმის პოპულარიზაციისთვის, ჰარტიც და გრენიც გამოჩნდნენ სიმღერის კლიპში. [16] დაახლოებით იმავე დროს, ბრიტნი სპირსი სტუმრად გამოჩნდა სერიალის მეოთხე სეზონის ეპიზოდში "No Place Like Home". [17]

Drive Me Crazy-ის გამოსვლისთანავე ჰარტი გამოჩნდა ჟურნალ Maxim-ის 1999 წლის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე, ასევე ფოტოსესიასა და თანმხლებ სტატიაში. [18] ჰარტმა გააგრძელა სამსახიობო კარიერა, და მონაწილეობა მიიღო ფილმში „ქირის კონტროლი“ [19] რომელიც 2005 წელს გავიდა ABC Family-ზე. ჰარტიმ საბრინას როლის მორგება 2003 წლამდე განაგრძო. [12]

2001 წელს გადაიღო ნიკელოდეონის ტაინას ეპიზოდი. 2001 და 2002 წლებში მან ასევე გადაიღო საბრინას ექვსი ეპიზოდი. 

პირადი ცხოვრება

ჰარტი 2009 წლის 30 მაისს

2003 წლის 19 ივლისს ჰარტმა იქორწინა მუსიკოსზე, მარკ ვილკერსონზე, რომელსაც 2002 წლის მაისში შეხვდაკენტუკის დერბიში. ჰარტსა და ვილკერსონს ჰყავთ სამი ვაჟი. ისინი 2019 წლამდე ცხოვრობდნენ ვესტპორტში, კონექტიკუტში, შემდეგ კი 2020 წელს ისინი ნეშვილში გადავიდნენ.

ჰარტი და მისი ოჯახი პრესვიტერიელები არიან. [20] ინტერვიუში მან თქვა, რომ ისინი ყოველ კვირას დადიან ეკლესიაში და ლოცულობენ ყოველ საღამოს და ყოველი ჭამის წინ.

სქოლიო

🔥 Top keywords: მთავარი გვერდისპეციალური:ძიებაარასამთავრობო ორგანიზაციასაქართველო9 აპრილის ტრაგედიაილია ჭავჭავაძევეტოქართული დამწერლობადედამიწის დღესაქართველოს პარლამენტითბილისიდავით IV აღმაშენებელიკატეგორია:ქართული გვარებიასტრიდ ლინდგრენითამარ მეფევეფხისტყაოსანისულხან-საბა ორბელიანიდედამიწაუცხოური აგენტების კანონიკარტოფილიიაკობ გოგებაშვილიფარნავაზ Iკორუფციამეორე მსოფლიო ომიქუნთრუშავაჟა-ფშაველაშოთა რუსთაველივახტანგ I გორგასალიკატეგორია:საქართველოს წითელ წიგნში შეტანილი ცხოველებინიკო ფიროსმანისაქართველოს კანონისაბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირიპირველი მსოფლიო ომიქვეყნების სიასაქართველოს გეოგრაფიააფრიკასაქართველოს სახელმწიფო გერბიქართული ენაევროკავშირი